"ვიტესის" თავკაცის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურის ვინაობა უკვე გაცხადდა და ერთერთი შოთა არველაძეა
არნემის "ვიტესი", რომლის მეპატრონეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, გასულ უქმეებზე ისევ დამარცხდა. გუნდი, რომელშიც ჩვენი ფეხბურთელები, ეროვნული გუნდის მცველი გურამ კაშია და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია არიან, "უტრეხტთან" შინ 1:4 წააგო და ჰოლანდიურ ერედივიზიონში გასავარდნ ზონაში, ბოლოდან მესამე, მე-16 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" ამ მატჩის წინა ტურშიც ამავე ანგარიშით დამარცხდა და კლუბის ქართველმა მფლობელმაც არ დააყოვნა - ჟორდანიამ გუნდის მთავარი მწვრთნელი თეო ბოსი პოსტიდან გადააყენა და დროებით გუნდი ჰანს ვან არუმს ჩააბარა. თუმცა იქვე, საჯაროდ განაცხადა, რომ კარგი მწვრთნელის გადაბირებისთვის დრო სჭირდებოდა.

"ვიტესის" თავკაცის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურის ვინაობა უკვე გაცხადდა და სწორედ ეს უნდა გაცნობოთ. როგორც ირკვევა, კანდიდატთა შორის ქართველიც არის, თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე. მის გარდა, ჰოლანდიური წყაროები, კანდიდატთა სიაში ერვინ კუმანს, ჟელკო პეტროვიჩს, სტენლი მენცოსა და სხვებს ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ "ქაისერისფორი" მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. შოთას ქაისერში კარგად მისდის საქმეები, მისმა გუნდმა ბოლოს "ბეშიქთაშს" სძლია და 20 ქულით ცხრილში მესამე ადგილზეა. შესაბამისად, თურქეთიდან შოთა არველაძის "ვიტესში" გადაბარგების შანსს ჰოლანდიელი მიმომხილველები მიზერულად მიიჩნევენ.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა