დრეზდენის "დინამოსთან" შეხვედრაში ლევანი ბურთს 86-ჯერ შეეხო, 43 ზუსტი პასი გააკეთა და ორთაბრძოლათა 77 პროცენტი მოიგო - ეს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია
რამდენიმე დღის წინ ლევან კობიაშვილმა ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ბერლინის "ჰერტას" შემადგენლობაში შეუცვლელად პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ამ ფაქტმა დედაქალაქური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ყურადღებაც მიიპყრო და ვეტერან ქართველს კომენტარი სთხოვა.

"მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი შანსი მომეცემოდა და მიმაჩნია, რომ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ნორმალურად გავართვი.

რა თქმა უნდა, ამხელა პაუზის შემდეგ მატჩის შეუცვლელად ჩატარება ჩემთვის იოლი არ ყოფილა", - თქვა კობიაშვილმა.

გერმანელმა სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ დრეზდენის "დინამოსთან" შეხვედრაში ლევანი ბურთს 86-ჯერ შეეხო, 43 ზუსტი პასი გააკეთა და ორთაბრძოლათა 77 პროცენტი მოიგო - ეს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსებს კობი ოპტიმისტურად უყურებს:

"მართალია, "დინამოსთან" დავმარცხდით, მაგრამ კონკურენტებს მაინც საკმაო უპირატესობით ვუსწრებთ და ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ელიტაში დაბრუნება ვიზეიმოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტაში" უკვე შეუცვლელია!

ლევან კობიაშვილი: ნაკრების გაახალგაზრდავება არ შეიძლება

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად