ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც ადგილობრივი "ქუთაისი" სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" დაუპირისპირდა
ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც ადგილობრივი "ქუთაისი" სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" დაუპირისპირდა.

წარმოიდგინეთ, მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე სტუმრები 7 ქულით იგებდნენ, მაგრამ ქუთათურებმა 2 ქულამდე შეამცირეს სხვაობა და მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე 3 საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვეს...

ქუთაისელთა ყველაზე შედეგიან მოთამაშეს გიგი ბარბაქაძეს, რომელმაც მანამდე საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა, სამივე საჯარიმო რომ გამოეყენებინა შეხვედრას "ქუთაისი" მოიგებდა, მაგრამ რიონისპირელთა ლიდერს ნერვებმა უმტყუნა, პირველი ორი ტყორცნა გაუცუდდა, მესამის ჩაგდება მასპინძლებს აღარ კმაროდათ, ამიტომაც, ბურთი ფარიდან ასხლეტით განზრახ გადმოაგდო, მაგრამ დავით უსტიაშვილის შეგირდებს სროლისთვის სამი წამი არ ეყოთ და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც...

ასეთი ემოციებით დატვირთული გამოდგა მატჩის ეპილოგი, მანამდე კი მაყურებლებით გადაჭედილ დარბაზში საინტერესო და დინამიური თამაში მიმდინარეობდა.

თავიდან ქუთაისელები უკეთ გამოიყურებოდნენ, კარგად წარმართავდა თამაშს მასპინძელთა გამთამაშებელი ბუბა კვიმსაძე, რომელმაც მოგვიანებით ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში სათამაშოდ ვეღარ გამოვიდა.

გია კაზანჯიანის გუნდმა საწყისი პასიურობის შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანა და დაწინაურდა. პირველი პერიოდი "ოლიმპმა" 3 ქულით მოიგო (18:21). თბილისელებმა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნეს ტემპი, კარგად ჩაერთო თამაშში მარტინას ანდრიუკაიტისი, რომელმაც თანაგუნდელებიც აიყოლია და "ოლიმპი" დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდა 41:31.

მეორე ტაიმი ქუთაისელებმა ძალზედ აქტიურად დაიწყეს. ჯერ გიგი ბარბაქაძემ ჩააგდო სამქულიანი, რასაც რევაზ დიდიამ და რიჩარდ მათიაშვილმა ზუსტი ოქულიანები მიაყოლეს, შემდეგ ისევ უმცროსმა ბარბაქაძემ გამოიჩინა თავი და მასპინძლებმა 3 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა 42:45.

ქუთაისელებს წინ გასვლის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ზედიზედ ორი შეტევა გაუცუდდათ, რაც გამოცდილმა მეტოქემ არ აპატიათ.

შესანიშნავად თამაშობდნენ ოლიმპელები აკაკი დვალიშვილი (20ქ) და ლევან ფაცაცია (17ქ), ძალზედ აქტიური იყო სტენ სოკიც (15ქ). მათი მონდომების შედეგად "ოლიმპმა" მეტოქე მეტად არ

მიიახლოვა და მესამე პერიოდის შემდეგ 5 ქულით იგებდა - 48:53.

გადამწყვეტ მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ფაშაევის ზუსტი სამქულიანისა და მათიაშვილის საჯარიმოების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა 55:55.

"ოლიმპი" მალევე გამოერკვა მდგომარეობიდან, დვალიშვილის, ტომარაძისა და ფაცაციას შესანიშნავი თამაშის წყალობით ისინი კვლავ დაწინაურდნენ.

ამას ქუთაისელთა შეცდომებმა და უზუსტო საჯარიმო სროლებმაც შეუწყო ხელი, განსაკუთრებით რიჩარდ მათიაშვილს არ წაუვიდა სტყორცნები...

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სტუმრებმა კვლავ 10 ქულამდე გაზარდეს სხვაობა (59:69) და თითქოს მატჩის ბედიც აქ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ დავით უსტიაშვილის შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს.

გიგი ბარბაქაძის ზედიზედ ორ სამქულიანს, ბაბუნაშვილის ზუსტი სამიანიც დაერთო და ქუთათურებს შანსი დაუბრუნდათ. მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე "ოლიმპი" 77:70 იგებდა, თუმცა მათიაშვილმა და ბაბუნაშვილმა სამ ქულამდე დაიყვანეს სხვაობა - 78:75.

11 წამით ადრე ანდრიუკაიტისი დაჯარიმდა და მათიაშვილმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლო წამებზე ქუთაისელებმა კიდევ სამი საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვეს, თუმცა ამის

შემდეგ რაც მოხდა დასაწყისშივე დავწერეთ... დრამატულ ბრძოლაში "ოლიმპმა" გაიმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლი (19 ქულა და 15 მოხსნა) "ქუთაისის" ცენტრფორვარდის რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა.

8 მარტი, ქუთაისი

ქუთაისი-ოლიმპი 76:78

18:21, 13:20, 17:12, 28:25

ქუთაისი: ფაშაევი (7ქ, 4პ), ბაბუნაშვილი (8ქ, 4პ), დიდია (5ქ, 4პ), გრძელიძე, კვიმსაძე (11ქ), დ. ბარბაქაძე (3ქ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (23ქ, 6მ), მათიაშვილი (19ქ, 15მ).

ოლიმპი: ტომარაძე (9ქ, 5პ), სოკი (15ქ, 7პ), ბერიშვილი (2ქ, 6მ, 3პ), თავართქილაძე (3ქ), მიქელაძე, თენიეშვილი (2ქ, 4პ), ფაცაცია (17ქ, 9მ, 3ჩ), დვალიშვილი (20ქ, 9მ), ანდრიუკაიტისი (10ქ, 5მ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა