საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთა თასის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთა თასის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" ესპანელები ანგარიშით 61:18 გაანადგურეს.

"პირველი ათი წუთი ცუდად ვითამაშეთ. ხუთი შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან ბევრია. პირველი ტაიმის და ცხადია, მატჩის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთ შეგვეძლო დავალება შეგვესრულებინა. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და დასახვეწი თამაშში. თვითონ ბიჭებიც არ იყვნენ კმაყოფილნი, უკეთესად შეეძლოთ ასპარეზობა.

კმაყოფილი ვარ გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეების გარჯით, თუმცა მათ ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცონ, რომ ძირითად შემადგენლობაში ეკუთვნით ადგილი.

ხარვეზები, როგორც უკვე ვთქვი საკმაოდ გვქონდა. კარგი ის იყო, რომ სამჯერ შევძელით მეტოქესთვის ბურთის რაკში წართმევა და კონტრშეტევაზე ლელოს გატანა.

ამ კომპონენტზე მომავალშიც ვიმუშავებთ, განსაკუთრებით კი რუმინელებთან მატჩის წინ. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ უკანახაზელებმა ისე ითამაშეს, როგორც არასდროს. კმაყოფილი ვარ, თუმცა სასურველი ხარისხისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

ირაკლი აბუსერიძე გავაცილეთ. მან უდიდესი სამსხური გაუწია ქართულ რაგბის. ის მენტალურად ახლაც მზად არის ითამაშოს, მაგრამ ნაკრების მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ ახალგაზრდა ცხრა ნომრის მომზადებას ახლავე დავიწყებთ", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 61:18 - გმადლობ, აბუ! ყოჩაღ, ბიჭებო! [VIDEO]

glaxuna–ს
საღოლ ძმაო, გეთანხმები და ვიზიარებ შენს მოსაზრებას
glaxuna
ყოჩაღ ბიჭებო...თქვენით ამაყობს თითოეული ქართველი,საქართველოში მცხოვრები თუ ემიგრანტი...მე მაქვს ერთი მოკრძალებული თხოვნა....არ შეიძლება(?!) ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე,ქართული რაგბის უდავოდ ღირსეული თავკაცობა,გია ნიჟარაძის თავკაცობით ,დაისვას საკითხი,რომ...ვიმეორებ ყოველგვარი პოლიტიკის გარეში ,გადავიდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში,აარჩიონ იქ 3-4 ახალგაზრდა ბავშვები,დაელაპარაკონ მათ მშობლებს,მსოფლიოში ამ ყველაზე ვაჟკაცურ სპორტში დასაქმებისათვის და გადმოიყვანონ თბილისში,რაგბის აკადემიაში,რა დიდი თანხები კი ამისათვის დაჯდება და ეს იქნება ხალხური დიპლომატიის განსავითარებლად ერთერთი მძლავრი ნაბიჯი,მერე ამ ბიჭებმა თავად გადაწყვიტონ...ექნებათ სურვილი თუ არა ,ითამაშონ საქართველოს ნაკრებში...ასევე უნდა განვითარდეს ურთიერთობები,ჩვენს სომეხ და აზერ მოქალაქეებთან...ჩვენ ხო ერთად უნდა გავაძლიეროთ და განვავითაროთ საქართვლოს სახელმწიფო და მრავალ ეთნიკური საქართველოს მოსახლეობაც უნდა ჩავრთოდ ამ პროცესში და ასე,ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდებიან ისინი ქართულ მენტალიტეტს (რაც,ვიმეორებ მსოფლიოი ამ ყველაზე ვაჭკაცურ სპორტში ნათლად ვლინდება) და მომავალში ამით უდავოდ ი ა მ ა ყ ე ბ ე ნ!!---პატივისცემით.

ყოჩაღ ჩვენს მორაგბეებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა