ბერნარდ ჰოპკინსმა თავისი რეკორდი გააუმჯობესა
გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე საინტერესო შეხვედრა ნიუ იორკში შედგა, სადაც ნახევრად მძიმე წონაში IBF-ის ტიტულს იცავდა 31 წლის ამერიკელი ტავორის კლაუდი, რომელიც დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე. მისი მეტოქე გახლდათ 48 წლის ბერნარდ ჰოპკინსი. ეს უკანასკნელი იმით არის ცნობილი, რომ კრივის ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი იყო. ჰოპკინსმა მოახერხა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (116-112, 116-112 მ 117-111) კლაუდის დამარცხება და თავისი რეკორდის გაუმჯობესება - მორიგი ტიტული მან 48 წლისა და 2 თვის ასაკში მოიპოვა.

საჩემპიონო ბრძოლა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო და ეს ვეტერანს ძალიან აწყობდა. ასეთ სიტუაციაში უცნაური იყო კლაუდის მოქმედება, რომელიც კრივში აჰყვა მეტოქეს და არ სცადა თავიდანვე ნოკაუტის მიღწევა (ამ მოკრივეს 24 შეხვედრიდან 20 ნოკაუტით ჰქონდა მოგებული). ჰოპკინსი ყველანაირ ხერხს იყენებდა მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, რის გამოც რეფერისგან გაფრთხილებაც კი მიიღო. მეორე რაუნდში ბერნარდმა მარცხენა დარტყმა გაატარა, მაგრამ ეს სამწუთეული მაინც მას დარჩა რამდენიმე ზუსტი მარჯვენა დარტყმის წყალობით.

ამის შემდეგ ჰოპკინის საქმეები კარგად წავიდა. ტავორისი არ ჩქარობდა ტემპის გაზრდას და იშვიათი დარტყმებით უტევდა მეტოქეს, მაგრამ ეს უფრო კარგად ბერნარდს გამოსდიოდა, რომელიც დიდ ძალას არ ატანდა დარტყმებს, თუმცა ძალიან ზუსტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ "ჯალათს" (ჰოპკინსის მეტსახელი) უკვე მიღებული ჰქონდა ერთი გაფრთხილება, მან მაინც არ თქვა უარი თავის საფირმო ხრიკებზე, იქნებოდა ეს მეტოქის შეჩერება, სიმულაცია, გონგის შემდეგ დარტყმა თუ სხვა. ამ ყველაფერს ჩემპიონი წყობიდან გამოჰყავდა. "ბაბუას" კი სწორედ ეს სჭირდებოდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კლაუდი არ ჩქარობდა მოვლენათა ფორსირებას და ჰოპკინსის დაღლას ელოდა, მაგრამ ამგვარმა ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა, რადგან ვეტერანმა ენერგია კარგად გაანაწილა 12 რაუნდზე. კლაუდს თავიდანვე აქტიურად რომ დაეწყო ბრძოლა, მაშინ არავინ იცის, რით დასრულდებოდა ეს საჩემპიონო ორთაბრძოლა ჰოპკინსისთვის.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ კლაუდი მეექვსე რაუნდში გააქტიურდა, მაგრამ მისი მონდომება ბერნარდმა ძალიან მალე ჩაახშო, როცა რამდენიმე კლასიკური კომბინაცია დაახვედრა ჩემპიონს. ტავორისი ბოლომდე დაკარგული რინგზე არ ყოფილა და რამდენიმე კარგი დარტყმა მასაც გამოუვიდა, მაგრამ ჰოპკინსი უპასუხოდ არ ტოვებდა მეტოქის არც ერთ გამოხტომას.

ბოლო რაუნდში ვეტერანმა ოდნავ ანერვიულა თავისი გულშემატკივარი, როცა შეტევაში აჰყვა მეტოქეს, მაგრამ სერიოზული დარტყმა არ გაუტარებია და საბოლოოდ, კრივის ისტორია გადაწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს ჩემპიონი ნარკომანი ყოფილა

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა