ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინდიან უელსი: 345 დღის შემდეგ

ინდიან უელსი: 345 დღის შემდეგ

რაფაელ ნადალი ჰარდზე წარმატებით დაბრუნდა
მამაკაცთა მასტერსზე ჯერ სანახევროდ ჩატარდა მეორე წრე. პირველ რიგში, ტურნირის მოქმედ ჩემპიონზე როჯერ ფედერერზე ვთქვათ. შვეიცარიელის პირველი მეტოქე უზბეკი დენის ისტომინი იყო. მსოფლიოს მეორე ნომერს საკმაოდ ხარისხიანი თამაში გამოუვიდა. როჯერი ბრწყინვალედ აწვდიდა და მეტოქეს თავის გეიმებზე მხოლოდ ოთხი ქულა დაუთმო, სულ 31 "ვინერსი" და 15 უნებლიე შეცდომა დააგროვა და 57 წუთში გაიმარჯვა - 6:2, 6:3.

ტურნირი დატოვა შარშანდელმა ფინალისტმა ჯონ ისნერმა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მან მოულოდნელად ნახევარფინალში თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. წელს ამერიკელი ძალიან ცუდად გამოიყურება, რისი მიზეზიც სეზონის სტარტზე მიღებული ტრავმაა. მეორე წრეში ისნერი ლეიტონ ჰიუიტს ხვდებოდა, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. პირველ სეტში ორივე კარგად თამაშობდა საკუთარი მოწოდებებზე, ტაი-ბრეიკზე კი ამერიკელს რისკიანმა თამაშმა მოუტანა წარმატება.

მეორე პარტიაში ავსტრალიელმა მალე აიღო მეტოქის მოწოდება და სეტის ბოლომდე შეინარჩუნა ერთბრეიკიანი უპირატესობა. გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა წარმატების შანსი. საბოლოოდ, ჯონმა მთელი მატჩის განმავლობაში ვერც ერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო და გადამწყვეტ მომენტებში ბევრი შეცდომა დაუშვა.

ბოლოსკენ ამერიკელმა ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც მოუწია ტურნირის დატოვება - 7:6(6), 3:6, 4:6. ამ წაგებით ისნერი დაკარგავს ადგილს ტოპ-ოცეულში და აშშ-ის პირველი ჩოგანის სტატუსს გადაულოცავს სემ კუერის.

მამაკაცებს შორის პირველი დიდი სენსაცია მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ დავიდ ფერერს არ გაუმართლა პირველ მატჩში მეტოქის მხრივ, რადგან კევინ ანდერსონი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მაღალრეიტინგულია განუთესავ მოთამაშეებს შორის. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ესპანელს ასეთ მეტოქეებთან პრობლემები არ ჰქონდა.

სამხრეთაფრიკელმა პირველ პარტიაში ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ სეტის მეორე ნაწილში ფერერი გაცილებით სტაბილურად გამოიყურებოდა. მეორე სეტში დავიდისთვის გართულებას არაფერი მოასწავებდა. ანდერსონი მხოლოდ კარგი მოწოდების ხარჯზე გადიოდა ფონს, მაგრამ ესპანელმა ჩააგდო სეტის ბოლო ნაწილი და ყველაფერი გადამწყვეტ პარტიაში უნდა გადაწყვეტილიყო.

მესამე სეტი ესპანელმა ძალიან კარგად დაიწყო - "მშრალი" ანგარიშით აიღო ბრეიკი. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დავიდს არასტაბილურობამ აქაც ცუდი სამსახური გაუწია. ორი მეტრისა და სამი სანტიმეტრის ანდერსონმა ორი ბრეიკი გააკეთა და კარიერაში პირველად მოუგო ფერერს - 3:6, 6:4, 6:3.

ახლა დავიდმა, შესაძლოა, დაკარგოს რეიტინგში მეოთხე ადგილი, ოღონდ ამისთვის რაფაელ ნადალს ტურნირის მოგება დასჭირდება. რაც შეეხება ანდერსონს, მისი შემდეგი მეტოქე იქნება ფინელი იარკო ნიემინენი, რომელმაც მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო კიდევ ერთ ესპანელს, ფერნანდო ვერდასკოს - 6:1, 6:0.

ტურნირს გამოეთიშა მეცხრე ნომრად განთესილი იანკო ტიპსარევიჩი. სერბი ბოლო დროს არ არის საუკეთესო ფორმაში, ლატვიელმა ერნესტ გულბისმა კი პირიქით, კარგი ფორმა აკრიფა. მან მოიგო დელრეი ბიჩის ტურნირი, ინდიან უელსში კვალიფიკაცია გაიარა და 10 მარტს გაანადგურა ტიპსარევიჩი - 6:2, 6:0.

კინაღამ გამოეთიშა ბრძოლას მე-13 ნომრად განთესილი ჟილ სიმონი. ფრანგმა სამი მატჩბოლი მოიგერია იტალიელ პაოლო ლორენცისთან მატჩში და მაინც გააღწია მესამე წრეში.

მივადექით ამ სათამაშო დღის მთავარ მოვლენას - 345-დღიანი პაუზის შემდეგ ჰარდის საფარზე პირველი მატჩი უნდა ჩაეტარებინა რაფაელ ნადალს. ბოლოს ესპანელმა ჰარდზე 2012 წელს, მაიამის მასტერსზე ითამაშა. ბოლო დროს რაფა ხშირად ამბობდა, რომ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ჰარდზე გამოსვლა და ჭორიც კი გავრცელდა, რომ ის ინდიან უელსს გამოტოვებდა, მაგრამ მაინც ჩავიდა კალიფორნიაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელს იოლი გასეირნება არ გამოუვიდა რაიან ჰარისონთან მატჩში. ამერიკელმა თავიდან ბადესთან გასვლის ტაქტიკა აირჩია, მაგრამ ამან წარმატება არ მოუტანა და რაფა წინ გაიჭრა. თუმცა ესპანელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და თავისი შეცდომების გამო ბრეიკის დაბრუნება მოუწია. სეტის ბოლოს ნადალს არ ჰქონდა შესამჩნევი უპირატესობა; პირიქით, ამერიკელმა ერთი "დაფარული" სეტბოლიც კი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ესპანელი მობილიზებული იყო და დამაჯერებლად აიღო მე-13 გეიმი.

მეორე სეტის დასაწყისიც დაძაბული გამოვიდა, მაგრამ რაღაც მომენტში რაფაელმა, უბრალოდ, შეწყვიტა შეცდომები, რაიანმა კი მეტოქეს ვეღარაფერი დაუპირისპირა - 7:6(3), 6:2. მესამე წრეში ნადალი არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება, რომელმაც განთესილი რუსი მიხაილ იუჟნი გამოთიშა ბრძოლას.

კაცები

II წრე

იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 7:6(4), 4:6, 6:3; ბენუა პერი (საფ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 21) 6:4, 6:2; ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6)-მიშა ზვერევი (გერ) 6:2, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 3-6, 6:4, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 13)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:3, 3:6, 7:5; ანდრეას სეპი (იტა, 20)-დანიელ ბრანდსი (გერ) 7:5, 6:4; იარკო ნიემინენი (ფინ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 29) 6:1, 6:0; ლეონარდო მაიერი (არგ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 30) 6:2, 6:3; ლუიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ჯონ ისნერი (აშშ, 15) 6:7(6), 6:3, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ, 27)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:4, 6:2; ერნესტ გულბისი (ლატ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9) 6-2, 6:0; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-უეინ ოდესნიკი (აშშ) 3:6, 6:2, 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-რაიან ჰარისონი (აშშ) 7:6(3), 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-ჟულიან ბენეტო (საფ, 28) 6:4, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 10)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 7:6(1), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-დენის ისტომინი (უზბ) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ამერიკაში დიდი ჩოგბურთი იწყება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა