ლიგა 1-ის 28-ე ტური უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა
ლიგა 1-ის 28-ე ტური უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა. მისაბაძი მაგალითი ყველას პარასკევს, "რენის" და "სენტ ეტიენის" ფეხბურთელებმა მისცეს, რომლებმაც სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში ორ-ორი გოლი გაიტანეს.

მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ "მწვანეებმა" ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს. განსაკუთრებით მნშვნელოვანი სტუმართა პირველი გოლი იყო, რადგან იოან მოლომ ბურთი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

მორიგი, უკვე მე-16 გოლი გაიტანა პიერ-ემერიკ ობამეიანმა - გაბონელი ფორვარდის შედეგიანი სერია უკვე 7 მატჩია, გრძელდება (სულ 8 გოლი). "სენტ ეტიენს" უკვე 9 შეხვედრაა, არ წაუგია და მიუხედავად დაკარგული ქულებისა, კრისტოფ გალტიეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

წინა ტურში "სენტ ეტიენთან" განადგურების (0:4) შემდეგ მორიგი მატჩი მოიგო "ნიცამ", რომელმაც შინ "მონპელიეს" სძლია.

ორივე გუნდს უამრავი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, რის გამოც შემადგენლობებში რამდენიმე რეზერვისტი გამოჩნდა. ამათგან, ყველაზე უკეთ 20 წლის სტეფან ბაოკენი გაისარჯა, ვინც ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა (სულ მე-4 თამაში) და უმალ დუბლი შეასრულა.

გაჭირვებით მოიგო "პარი სენ ჟერმენმა". კარლო ანჩელოტის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნანსის" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა - თავი მუკანჯომ გამოიჩინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გამოიღვიძა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა - შვედმა დუბლი გაიფორმა და პსჟ-ს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

Video

პსჟ - ნანსი 2:1

მორიგი, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო "ლილმა". რუდი გარსიას შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდნენ, მაგრამ "ძაღლებმა" მეორე ტაიმში სამი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ სეზონში პირველი გოლი გაიტანა ტულიო დე მელომ, ვინც მე-18 შეხვედრას კი ატარებდა, მაგრამ ძირითადში მხოლოდ მეოთხედ მოხვდა.

ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ჯამში 12 გოლი გავიდა. ბოლო ადგილზე მყოფი "ტრუა" მე-16 პოზიციაზე და 7 ქულით წინ მყოფ "რეიმსს" მასპინძლობდა. "ტრუამ" გრანდი ნგოის და ახალგაზრდა, 17 წლის კორენტენ ჟანის კარგი თამაშის წყალობით იმარჯვა. ნგოიმ ორი საგოლე პასი გააკეთა, ჟანმა კი დუბლი შეასრულა და ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლები გაიტანა.

"ევიანმა" "სოშო" გაანადგურა, ქულებით წამოეწია და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გადაასწრო კიდეც. მასპინძელთა მხრიდან ორ-ორი გოლი 37 წლის სედრიკ ბარბოსამ და საბერ ხელიფამ გაიტანეს. ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 8 ბურთია და ისინი კლუბის საუკეთესო ბომბარდირები არიან.

4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "ბორდომ", რომელმაც შეიკ დიაბეტეს წყალობით "ბასტიას" 1:0 მოუგო. გიომ ჟიოს გუნდი ახლა მე-9 ადგილზეა და "სენტ ეტიენი"-"ნიცას" დუეტს 7 ქულით ჩამორჩება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVIII ტური

რენი-სტ. ეტიენი 2:2

გოლები: 1:0 დანზე (44), 1:1 მოლო (45), 2:1 ფერე (51), 2:2 ობამეიანი (65).

პსჟ-ნანსი 2:1

გოლები: 0:1 მუკანჯო (36), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (59), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (62).

აიაჩო-ლორიანი 1:0

გოლი: 1:0 ზუბარი (75).

ტრუა-რეიმსი 4:2

გოლები: 1:0 ჟანი (7), 2:0 ფოსურიე (55), 2:1 დე პრევილი (65), 3:1 ჟანი (70), 3:2 ფორტესი (77), 4:2 იატარა (90).

ევიანი-სოშო 5:1

გოლები: 1:0 ბარბოსა (44), 1:1 ბაკამბუ (53), 2:1 ხელიფა (64-პენ), 3:1 ბერიგოდი (71), 4:1 ბარბოსა (74), 5:1 ხელიფა (79).

ბრესტი-ტულუზი 0:1

გოლი: 0:1 რაბიო (45).

ვალანსიენი-ლილი 1:3

გოლები: 1:0 მელიკსონი (24), 1:1 როდლენი (55), 1:2 დე მელო (82), 1:3 პედრეტი (89).

ნიცა-მონპელიე 2:0

გოლები: 1:0 ბაოკენი (12), 2:0 ბაოკენი (24).

ბორდო-ბასტია 1:0

გოლი: 1:0 დიაბატე (57)

ლიონი-მარსელი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 24 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 16 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 - ალიადიერი (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად [VIDEO]

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად