საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური. VII-XII ადგილები
ზედიზედ მეორე მატჩია, "მეტალურგი" მინიმალური სხვაობით იმარჯვებს და ისე, როგორც ბათუმის "დინამოსთან" სათასო დაპირისპირებაში, გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი რუსთაველებმა ახლაც პენალტით გაიტანეს.

თუმცა ამ ორ შეხვედრას შორის გარკვეული სხვაობაც იყო: "კოლხეთთან" მატჩის ბოლო 25 წუთის განმავლობაში მასპინძლები კაცნაკლულნი თამაშობდნენ, თუმცა "მეტალურგმა" მაინც შეძლო ანგარიშის შენარჩუნება.

ამ გამარჯვებით "მეტალურგმა" ქვედა ექვსეულში ისედაც მყარი პოზიცია უფრო განიმტკიცა და ახლა, ალბათ, მთელ ყურადღებას თასზე წარმატებულად ასპარეზობისათვის გადაიტანს.

მოგეხსენებათ, რომ 13 მარტს "მეტალურგს" თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ელოდება ცხინვალის "სპარტაკთან" და, შესაძლოა, ამის გამოც იყო მასპინძელთა ძირითადი შემადგენლობა სახეშეცვლილი. იმის გარდა, რომ გიორგი მიქაბერიძეს, ლაშა ჯაფარიძესა და ლევან კორღალიძეს სხვადასხვა სახის ტრავმა აწუხებთ, "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის (რევაზ გეწაძე, ზურაბ ბათიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე ინწკირველი) დასვენებაც გადაწყვიტა, თუმცა "კოლხეთთან" შეხვედრაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ რაზმაძესა და ინწკირველს მოედანზე გამოსვლა მაინც მოუწიათ.

...პირველი ტაიმი, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გამოდგა, თუმცა შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ პირველ ნახევარში გავიდა: შეტევაში ჩართული გიორგი გავაშელიშვილის წინააღმდეგ სტუმრებმა თამაშის წესი დაარღვიეს და მასპინძელთა "შტატიანი" პენალტისტის, ლუკა რაზმაძის არყოფნაში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა გოგა ფიფიამ.

პირველ ტაიმში სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით გიორგი ქავთარაძის ტრავმასა და სტუმართა ერთადერთ შეტევას ტაიმის მიწურულს, როცა ზამირ ჯანაშიამ მოხდენილი პასით გიორგი ბუხაიძე მოძებნა, მაგრამ სტუმართა ახალგაზრდა შემტევი საკმაოდ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და გრიგოლ ბედიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი სტუმართა იერიშებით დაიწყო: ჯერ ბრაზილიელმა როსინიმ "გაისროლა" შორიდან (ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას გადაევლო), შემდეგ კი შეცვლაზე შემოსული გიორგი კრასოვსკის პასით ბუხაიძე ახლო მანძილიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ბუხაიძეს კიდევ შეექმნა ერთი მომენტი, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს მცირედით ასცდა.

სტუმართა გააქტიურებას "მეტალურგმა" მართლაც ეფექტური კომბინაციით უპასუხა, რომელშიც დენის დობროვოლსკი, გიორგი გავაშელიშვილი და ირაკლი სიხარულიძე მონაწილეობდნენ და ამ უკანასკნელმა თავით გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა.

მსაჯთა ბრიგადის ეს გადაწყვეტილება არავის გაუპროტესტებია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მომდევნო ეპიზოდზე, რის გამოც მატჩმა, ცოტა არ იყოს, სკანდალური ხასიათი მიიღო. "მეტალურგის" გამოცდილი ახალწვეული ზურაბ მენთეშაშვილი მოედანზე 5 წუთის შემოსული იყო, ეფექტური სოლო-რეიდი რომ წამოიწყო და მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, სადაც მეტოქესთან ორთაბრძოლაში წაიქცა.

მენთეშაშვილიც და მასპინძელთა მწვრთნელ-ხელმძღვანელობა პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ამ ეპიზოდში წესების დარღვევა არ მიიჩნია. ჰოდა, სწორედ ამ დროს უმტყუნა ნერვებმა მენთეშაშვილს: ტრიბუნებზე მჯდომთ ნამდვილად არ გაგვიგია, თუ რა უთხრა გამოცდილმა ნახევარმცველმა მატჩის არბიტრს, თუმცა ამ უკანასკნელმა ჯიბიდან მაშინვე წითელი ბარათი დააძრო!

მასპინძლები მსაჯის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ამის მერეც ემოციურად რეაგირებდნენ, ერთი ეპიზოდი კი ჩვენც საკამათოდ მოგვეჩვენა: ირაკლი სიხარულიძეს მოედნის ცენტრში აშკარად წესების დარღვევით მეურვეობდა სტუმართა ფეხბურთელი, თუმცა არბიტრმა... მასპინძელთა ფორვარდი დააჯარიმა!

ამასობაში კი დრო გადიოდა და გიორგი ყიფიანს მოედანზე ალექსანდრე ინწკირველის გამოყვანაც მოუხდა, რასაც "მეტალურგის" განლაგებაში რამდენიმე ტაქტიკური გადაადგილება მოჰყვა: გავაშელიშვილმა მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა, დავით საჯაიამ კი - მარჯვენა ნახევარმცველის.

მატჩის მიწურულს სტუმრებმა შტურმისმაგვარი მოაწყვეს, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. ერთადერთი, მხოლოდ იმ ეპიზოდის აღნიშვნა თუ შეიძლება, როცა გიორგი კრასოვსკიმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო, მაგრამ თანაგუნდელთაგან იქ არავინ აღმოჩნდა.

Video

მეტალურგი - კოლხეთი 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში