"ბორჯღალოსნების" 35 წლის კაპიტანი ნაკრებიდან გაცილების შემდეგ სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 35 წლის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

მინისტრმა ნაკრების კაპიტანს ჯილდო საქართველო-ესპანეთის სარაგბო შეხვედრის დასრულების შემდეგ გადასცა.

ირაკლი აბუსერიძემ ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 9 მარტს გამართა. მატჩი, რომელიც აბუსერიძის გაცილებას მიეძღვნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 61:18.

ერთა თასის ერთადერთი 5-გზის მფლობელი და სამი მსოფლიო თასის მონაწილე ირაკლი აბუსერიძე 1977 წლის 25 ნოემბერს თბილისში დაიბადა. რაგბის თამაში "ქორებში" დაიწყო. თამაშობდა "ყოჩებში", ასკ-სა და "ლოკომოტივში".

კარიერის უმეტესი წილი გაატარა საფრანგეთში, სადაც თამაშობდა ორიაკში, ორლეანსა და ოსერში. "აბუმ" ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა ერთა თასის 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო.

სამ მსოფლიო თასზე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია) 11 მატჩი გამართა. ირაკლი 2007 წლიდან "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო. მან გუნდს 38-ჯერ უკაპიტნა, რაც აგრეთვე რეკორდია. "აბუ" ნაკრებს 2 მსოფლიოზე (2007 და 2011 წწ.) გაუძღვა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]

giorgi
რკინის კაპიტანი.
tornike
ბიჭებო გილოცავთ სულით და გულით ესპანეთტან მოგემას. ეს კაცი გასაშვები არ იყო რა
დავითი
კარგია რომ დაიწყო დაფასება ასეთი გმირების...აბუ უმაგრესი მორაგბე იყო და მაგარი ქართველი
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა