ჟოზე მოურინიო: 2,5 თვე მრჩება. მანამდე აქ პირობებს მე ვაყენებ, მერე რაც მოგესურვებათ, ის გააკეთეთ
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ "რეალის" ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა, პორტუგალიელი მომავალ სეზონშიც "სამეფო კლუბში" რჩებაო. სულ სხვა ინფორმაცია გააჟღერა მავანმა ესპანელმა ჟურნალისტმა.

ხოსე რამონ დე ლა მორენა რადიოქსელი SER-ის წარმომადგენელია. ის ამტკიცებს, რომ ვიგოში, "სელტასთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სეზონის მერე ის გუნდიდან მიდის.

შეგახსენებთ, რომ "სელტას" "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს დუბლის წყალობით 2:1 მოუგო.

"მინდა ისევ განვაცხადო, რასაც ადრე ვამტკიცებდი: მოურინიომ და კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ჟოზე კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში. უბრალოდ, არც ერთ მათგანს არ აწყობს ამის საჯაროდ თქმა.

ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტური რჩება. ზუსტად ამდენი მატჩი დარჩა ლა ლიგაში მოურინიოსაც. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ იანვარში დაიდო. ამიტომაც ჟოზესთვის სულ ერთია, როგორ მოემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის. ამიტომაც მას, უბრალოდ, არ გააგებინეს "რეალის" ჩინური ტურნეს შესახებ, რადგან ეს ამბავი ჟოზეს ნაკლებად აინტერესებს. სამაგიეროდ, სანამ სეზონი დასრულდება, გუნდში ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოურინიო მოისურვებს, ყველაფერს ის აკონტროლებს.

ვიგოში კლუბის ერთ-ერთმა შეფმა მოურინიოს სთხოვა რაღაც საკითხზე ლაპარაკი. ჟოზეს პასუხი ასეთი იყო - მე მრჩება 2,5 თვე. ამის მერე კი გააკეთეთ, რაც მოგესურვებათ. მანამდე აქ პირობებს მე ვაყენებ - აი, ასეთია სიმართლე", - განაცხადა დე ლა მორენამ.

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო "რეალში" რჩება, მაგრამ პრესკონფერენციებს ვეღარ გააცდენს

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა