"მაიამიმ" მოგებათა სერია 18-მდე გაზარდა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაგრძელდა რეგულარული ჩემპიონატი და შემდეგი გუნდი, რომელსაც "მაიამის" ბრწყინვალე გუნდის შეჩერება უნდა ეცადა – "ინდიანა" იყო. ამ მატჩამდე ფლორიდელებს ზედიზედ 17 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ფორმალობად იქცეს რეგულარულის დარჩენილი ნაწილი და პლეი ოფი.

"ინდიანას" წელს უკვე დამარცხებული ჰყავდა ჩემპიონი, თანაც ორჯერ. გარდა ამისა, "პეისერსი" აღმოსავლეთის სამ საუკეთესო გუნდს შორის შედის. ამიტომაც არსებობდა გარკვეული იმედი, რომ ინდიანელები მაინც გაუწევდნენ წინააღმდეგობას წინ გაჭრილ "ჰიტს", მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

არადა, სტუმრებმა შეძლეს ლებრონ ჯეიმსის ნეიტრალიზება. ფორვარდმა მხოლოდ 13 ქულა დააგროვა (სეზონის პირადი ანტირეკორდი), თან ოთხი შეცდომა დაუშვა. მიუხედავად ამისა, სპოელსტრას შეგირდებმა უპრობლემოდ დაამარცხეს ფოგელის გუნდი. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მაგალითად, ძალიან ეფექტურად იმუშავა ჩელმერსმა. გარდა იმისა, რომ ის დაცვაში ჩვეულად ირჯებოდა, შეტევაშიც გამოიჩინა თავი: 26 ქულა ჩააგდო. ასეთი შედეგიანობისთვის პლეიმეიკერმა თამაშიდან მხოლოდ 9 სროლა იკმარა.

მეორე მიზეზი ის იყო, რომ "დიდი ტრიოს" სხვა წევრებმა ითამაშეს კარგად. ბოშმა 24 ქულა დააგროვა (15-დან 11 სროლა მოათავსა კალათში), უეიდის ანგარიშზე კი 23 ქულა და 6 (!) ჩაჭრა მოდის. და კიდევ, "ინდიანა" დაცვაში იყო ცუდი და მასპინძლებს 105 ქულა დააგროვებინა. ამდენი ქულა ბოლოს "პეისერსმა" იანვრის მიწურულს, "იუტასგან" მიიღო.

დაბოლოს, მასპინძლებმა მოახერხეს ჯორჯის შეჩერება. 10 ქულა, თამაშიდან – 2/11, 5 შეცდომა – ასეთი იყო "ინდიანას" ლიდერის არაპრეზენტაბელური სტატისტიკა. სხვების ნაცვლად "პეისერსში" თამაში დევიდ უესტს მოუწია, რომელმაც 24 ქულა დააგროვა, მაგრამ მისი მონდომება მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი – პირველად პირველი დეკემბრის შემდეგ პლეი ოფის ზონაში შეაღწია "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა".

კალიფორნიული გრანდი შინ იღებდა "ჩიკაგოს", რომელიც კვლავინდებურად ტრავმირებული როუზის, ჰაინრიხის, ჰემილტონისა და გიბსონის გარეშე თამაშობს. "ლეიკერსმა" თავისი ორი ლიდერის – ბრაიანტისა და ჰოვარდის წყალობით გაიმარჯვა. კობიმ 19 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა დააგროვა, "სუპერმენმა" კი 21 მოხსნას 16 ქულაც დაუმატა.

სტუმრებს ჰქონდათ შანსი, გამოეყენებინათ მეტოქის დაბალი სიზუსტე სამქულიანების შესრულებისას (26 ცდიდან მხოლოდ ხუთი შორეული ტყორცნა ჩავარდა კალათში), მაგრამ მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როცა მეოთხე მეოთხედში სხვაობამ 15 ქულას მიაღწია.

კიდევ ერთი წაგება და "ჩიკაგო" მეშვიდე ადგილზე დაეშვება აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ოკლაჰომა-ბოსტონი 91:79

23:22, 27:23, 18:20, 23:14

ო: დურანტი (23+11 მოხსნა), უესტბრუკი (15), მარტინი (12).

ბ: პირსი (20+6 პასი), ბრედლი (12), გარნეტი (10+11 მოხსნა), ბასი (6+13 მოხსნა).

ლეიკერსი-ჩიკაგო 90:81

20:16, 24:24, 29:21, 17:20

ლ: ბრაიანტი (19+7 მოხსნა+9 პასი), ჰოვარდი (16+21 მოხსნა+4 დაფარება), ნეში (16), უორლდ პისი (12+7 მოხსნა+4 დაფარება), კლარკი (11), მიქსი (10).

ჩ: რობინსონი (19+8 პასი+4 ჩაჭრა), ნოა (18+17 მოხსნა+3 დაფარება), ბუზერი (12+10 მოხსნა), დენგი (11+8 მოხსნა), ბელინელი (11).

ტორონტო-კლივლენდი 100:96

20:27, 26:28, 33:19, 21:22

ტ: ანდერსონი (18), ჯონსონი (17+16 მოხსნა+3 დაფარება), ლოური (15+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), როსი (14), დეროზანი (13+6 პასი), ვალანჩუნასი (11+7 მოხსნა).

კ: უეიტერსი (21), კ. მაილზი (15), ირვინგი (12), ტომპსონი (11+10 მოხსნა), სპეიტსი (11).

ორლანდო-ფილადელფია 99:91

28:30, 28:21, 17:21, 26:19

ო: ნელსონი (24+10 პასი), აფლალო (17), ჰარისი (15+7 მოხსნა), ვუჩევიჩი (14+17 მოხსნა), უდრიხი (10+6 პასი).

ფ: ტ. იანგი (26+12 მოხსნა+5 ჩაჭრა), უილკინსი (16+6 პასი), ჰოიესი (15+7 მოხსნა).

მაიამი-ინდიანა 105:91

29:20, 27:26, 23:19, 26:26

მ: ჩელმერსი (26+7 მოხსნა), ბოში (24+3 დაფარება), უეიდი (23+6 ჩაჭრა), ჯეიმსი (13+6 მოხსნა+7 პასი), ალენი (11).

ი: უესტი (24+4 ჩაჭრა), ჰიბერტი (16), ოგუსტინი (14), ჯორჯი (10+6 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 98:96

22:22, 31:22, 23:25, 22:27

ნ-ო: ანდერსონი (20+13 მოხსნა), ვასკესი (20+7 მოხსნა), დევისი (18+10 მოხსნა), მეისონი (10).

პ: მეტიუზი (24), ლილარდი (20+8 პასი), ოლდრიჯი (16+6 მოხსნა), ჰიქსონი (14+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატუმი (11).

მინესოტა-დალასი 77:100

20:21, 24:35, 17:22, 16:22

მ: უილიამსი (18+9 მოხსნა), ბარეა (16), ჟელაბალი (13), სტიმსმა (10+8 მოხსნა).

დ: კარტერი (22+9 მოხსნა), ნოვიცკი (16+9 მოხსნა), რაიტი (13+7 მოხსნა), ბრენდი (10+12 მოხსნა).

საკრამენტო-მილუოკი 113:115

29:26, 21:35, 30:24, 33:30

ს: კაზინსი (24+10 მოხსნა), ტ. ევანსი (20), ტომპსონი (18+8 მოხსნა), ტომასი (14+9 პასი), ფრედეტი (14).

მ: ელისი (29+9 პასი), ჯენინგსი (16+8 პასი), დანლივი (16), აიონი (12+7 მოხსნა), დალემბერი (10+11 მოხსნა), უდო (10+7 მოხსნა+4 დაფარება).

კლიპერსი-დეტროიტი 129:97

32:22, 38:30, 28:18, 31:27

კ: გრიფინი (22+8 მოხსნა), პოლი (20+14 პასი), ბარნსი (16), ბატლერი (15+3 ჩაჭრა), ჯორდანი (13+7 მოხსნა), გრინი (11), ბილაპსი (10+6 პასი).

დ: კალდერონი (18), ჟერებკო (14+8 მოხსნა), მონრო (10), ნაითი (10), ბაინუმი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსი" რეკორდის მიჯნაზე

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია