"ბოტაფოგო" "ტაკა გუანაბარას" გამარჯვებული გახდა
სან პაულოს შტატის პირველობაზე მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. ლიდერმა "პალმეირასს" უმასპინძლა და მიუხედავად საინტერესო მეორე ტაიმისა, რომელიც ნეი ფრანკოს გუნდმა 10 კაცით ჩაატარა (არბიტრმა ტაიმის დებიუტში ლუსიო გააძევა), მატჩი უგოლოდ დასრულდა. "სან პაულომ" პირველი პოზიცია შეინარჩუნა, "პალმეირასი" კი მე-7 ადგილზეა და ამ გუნდის დაუმარცხებელი სერია 7 შეხვედრამდე გაიზარდა.

გაჭირვებით იმარჯვეს "კორინთიანსმა" და "სანტოსმა". სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე "ტიმაომ" ერთ-ერთ აუტსაიდერ "იტუანოს" მოუგო და ზედიზედ 5 ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. "სანტოსმა" კი "ატლეტიკო სოროკაბა" ნეიმარის გარეშე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ვალტერ მონტილიომ გახსნა, რომელმაც "სანტოსის" შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

დასრულდა "ტაკა გუანაბარა", რომლის გამარჯვებულიც "ბოტაფოგო" გახდა და ეს ტურნირი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი ცენტრალურმა მცველმა ლუკასმა გაიტანა. "ფოგომ", რიო დე ჟანიეროს შტატის ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და მინიმუმ სუპერფინალში თამაში გაინაღდა.

თუ "ტაკა რიოს", რომელიც ამ შაბათ-კვირას დაიწყება, გამარჯვებულიც "ბოტაფოგო" გახდა, მაშინ გუნდი შტატის ჩემპიონი ავტომატურად გახდება, ხოლო თუ მას რომელიმე სხვა გუნდი მოიგებს, ის სუპერფინალში სწორედ ოსვალდო დე ოლივეირას სამწყსოს დაუპირისპირდება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ბოტაფოგოს" კარიოკა 19-ჯერ აქვს მოგებული, რაც "დიდი ოთხეულის" ("ფლუმინენსე", "ფლამენგო", "ვასკო და გამა", "ბოტაფოგო") გუნდებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

პაულისტა. XI ტური.

კორინთიანსი-იტუანო 3:2

გოლები: 1:0 ედენილსონი (17), 1:1 კლებერი (24), 2:1 გილერმე (34), 2:2 ლუსიანო (37), 3:2 ფელიპე მონტეირო (87).

ატლ. სოროკაბა-სანტოსი 1:2

გოლები: 0:1 მონტილიო (16), 0:2 ანდრე (45), 1:2 ტიაგო მარკეში (49).

სან პაულო-პალმეირასი 0:0

უნიაო ბარბარენსე-ბრაგანტინო 0:0

ოესტე-XV დე პირასიკაბა 3:0

პენაპოლენსე-პაულისტა 2:0

ბოტაგოფო სპ-მოჟი მირიმი 2:0

სან ბერნარდო-ლინენსე 2:0

პონტე პრეტა-სან კაეტანო 3:1

მირასოლი-გუარანი 1:1

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (10 თამაში) – 23 ქულა, 2. პონტე პრეტა – 23, 3. სანტოსი – 21, 4. ბოტაფოგო სპ – 21, 5. მოჟი მირიმი – 20, 6. კორინთიანსი – 18, 7. პალმეირასი (10 თ) – 17, 8. ლინენსე – 17, 9. პენაპოლენსე – 16, 10. ოესტე – 14, 11. ბრაგანტინო – 14, 12. პაულისტა (10 თ) – 13, 13. მირასოლი – 12, 14. სან ბერნარდო – 12, 15. XV დე პირასიკაბა – 10, 16. იტუანო – 10, 17. ატლ. სოროკაბა – 9, 18. გუარანი – 9, 19. უნიაო ბარბარენსე (10 თ) – 6, 20. სან კაეტანო – 5.

ბომბარდირები: 7 – ლინკომი (ბრაგანტინო); 6 – ნეიმარი (სანტოსი), ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო).

კარიოკა. ტაკა გუანაბარა. ფინალი

ვასკო და გამა-ბოტაფოგო 0:1

გოლი: 0:1 ლუკასი (79).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: პირველი მარცხი ყველაზე ცუდ დროს

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია