"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი "ანჟისთან" საპასუხო შეხვედრას მოუთმენლად ელის
"ნიუკასლმა" ბოლო თვე-ნახევარში სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორა: 6-დან 4 თამაში მოიგო, აქედან სამჯერ - საშინაო შეხვედრაში, ცხრილში სამი საფეხურით დაწინაურდა და გასავარდნ ზონას უკვე 9 ქულით დაშორდა. სამშვიდობოს თავის დაგულების შემდეგ, ალან პარდიუს თქმით, მის გუნდს ახალი მიზანი აქვს - ევროპალიგაზე რაც შეიძლება, შორს გავიდეს. 7 მარტს ჯორდებმა "ანჟისთან" გასვლაზე 0:0 ითამაშეს. რასაკვირველია, განმეორებით შეხვედრაში ეს მათ შანსებს ერთიორად ზრდის. უქმეებზე "სტოკ სიტისთან" 2:1-ის შემდეგ "კაჭკაჭების" თავკაცმა ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა:

"ევროპალიგაზე შესანიშნავი შანსი გვაქვს 1/4-ფინალში გასასვლელად. გულშემატკივრებს ესმით ეს სირთულე. ჩვენ ყოველი მათგანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ რამდენიმე დღეში "სენტ ჯეიმს პარკზე" სასურველი ატმოსფერო შევქმნათ და მიზანს მივაღწიოთ. 14 მარტის საღამო მთელი ნიუკასლისთვის შეიძლება ისტორიული გამოდგეს. ჩემპიონატში "სტოკთან" 3 ქულის აღება უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო.

ამის შემდეგ ჩვენ მთლიანად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. იმისთვის, რომ ქვედა ლიგაში დაქვეითება თავიდან ავიცილოთ, დარჩენილ 9 შეხვედრაში 7 ქულა გვჭირდება, რასაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ. შეგვიძლია, სეზონის ფინიშზე ისევე ძლიერად ავთამაშდეთ, როგორც შარშან ეს "ევერტონმა" გააკეთა. ზამთარში მოსული ფეხბურთელები ამაში ძალიან დაგვეხმარებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალან პარდიუ: "ნიუკასლის" გასვლა ჩემპიონთა ლიგაში ტიტულის მოგების ტოლფასი იქნება

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა