ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ

სტამბულში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ "შალკეს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი გაუჩნდა და ვინც იმ მატჩამდე ფავორიტად დიდიე დროგბათი და ვესლი სნეიდერით გაძლიერებულ თურქულ გრანდს მიიჩნევდა, ახლა ექსპერტთა უმრავლესობა წყვილის ფავორიტად გელზენკირხენულ კლუბს რაცხავს.

თანაც, "შალკე" ბოლო დროს ბუნდესლიგაშიც გამოსწორდა, შაბათს კი რურის დიდ დერბიში "დორტმუნდი" დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ იენს კელერის შეგირდები "გალასთან" დუელს იდეალური განწყობით, ძალიან თავდაჯერებულები ხვდებიან;

მაგრამ "შალკეს" საკადრო პრობლემები აქვს...

დროგბა ითამაშებს

პირველი მატჩის შემდეგ "შალკემ" უეფაში პროტესტი შეიტანა - გელზენკირხენელებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ დიდიე დროგბას თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან "გალას" კოტდივუარელის ყოფილ კლუბთან აქვს დავა, მაგრამ თურქებმა უეფაში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს და დროგბა 12 მარტსაც ითამაშებს.

დიდიემ თურქულ პრესას განუცხადა, ამ პროტესტის შემდეგ უფრო მოტივირებული ვარ და შალკელებს ურჩევნიათ, მიფრთხილდნენო.

მოტივაცია და თავდაჯერება არც გერმანულ კლუბს აკლია - რურის დიდი დერბის მოგებამ "შალკე" ეიფორიაშიც კი ჩააგდო. "გალათასარაი" კი პარასკევს საკუთარ მოედანზე "გენჩლერბირლიგისთან" 0:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ თურქული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა იმ მატჩში დროგბაც დაასვენა და ვესლი სნეიდერიც - "იმპერატორმა" ლიდერები მოედანზე მეორე ტაიმშიღა შეუშვა.

"თურქეთის ჩემპიონატში შეცდომები ჯერ კიდევ გვეპატიება, აი, ჩემპიონთა ლიგაში კი ერთი შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს. "შალკესთან" სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ, ყველა ფეხბურთელმა უდიდესი კონცენტრაციით უნდა ითამაშოს და თუ ამას შევძლებთ, მჯერა, რომ მეოთხედფინალში გავალთ", - თქვა "გენჩლერბირლიგისთან" წაგების შემდეგ 59 წლის თერიმმა.

შალკეს ჰუნტელაარი დააკლდება

"შალკეს" კი წინა ხაზზე სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: კლაას-იან ჰუნტელაარი "დორტმუნდთან" შეხვედრაში დაშავდა და დღეს თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. გელზენკირხენელთა თავკაც იენს კელერისთვის პრობლემაა ისიც, რომ ჰუნტელაარის პირველი შემცვლელი, რუმინელი თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკაც ტრავმირებულია.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კელერი იძულებულია, ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოუცდელი ფინელი თავდამსხმელი, ტეემუ პუკი გაამწესოს. ალტერნატიული გზა ჯეფერსონ ფარფანის ცენტრფორვარდად დაყენებაა, მაგრამ ეს უკანასკნელი კელერს თავის პოზიციაზე, მარცხენა გარემარბად სჭირდება.

სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაშია "შალკეს" ახალგაზრდა გამთამაშებელი იულიან დრაქსლერი, რომელიც რურის დერბის გმირი გახდა, ერთი კვირის წინ კი სულაც ბუნდესლიგის ტურის გმირად დავასახელეთ.

"ის ფაქტი, რომ "გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატში წააგო, ოდნავადაც არ მაინტერესებს. ჩემპიონთა ლიგა სხვა კალიბრია და ცხადია, რომ ჩვენთან სულ სხვა "გალათასარაის" ვიხილავთ. დაცვიდან თამაშს და მატჩიც 0:0-ზე დასრულებაზე ფიქრს არ ვაპირებთ, რადგან ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე კელერმა.

შეგახსენებთ, რომ "შალკე" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერაც დაუმარცხებელია. თუმცა გელზენკირხენელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან "გალათასარაიმ" ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში, ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი გასვლითი მატჩიდან ორივე მოიგო...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი

შალკე-გალათასარაი 23:45

პირველი მატჩი: 1:1

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი, მიშელ ბასტოსი - პუკი.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, გიოქჰან ზანი, სემიჰი, რიერა - ჰამით ალთინთოფი, ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი.

არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ურთიერთშეხვედრები

20.02.2013

გალათასარაი-შალკე 23:45

გოლები: 1:0 ბურაქ ილმაზი (12), 1:1 ჯონსი (45)

ბევრს არ სჯეროდა, რომ "შალკეს" "თურქ ტელეკომ არენაზე" ფრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ გელზენკირხენელებმა სტამბულში მედგრად იბრძოლეს, გოლიც გაიტანეს და საპასუხო მატჩის წინ "გალათასარაიზე" უკეთეს მდგომარეობაში არიან. თანაც, "შალკე" უკვე კარგ ფორმაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კლაას–იან ჰუნტელაარი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

იყო და არა იყო რა - ყველაფერი გელზენკირხენში გადაწყდება [VIDEO]

გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს