ქართველ ვუნდერკინდში ”ზენიტი” 15 მლნ ევროს გადახდას აპირებს
სანკტბეტერბურგის "ზენიტის" ხელმძღვანელობა "სპარტაკისთვის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. ამჯამად პეტერბურგელი სკაუტები ქართველ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის საკითხებს აგვარებენ, რომლის პირობებიც ”სპარტაკთან” ანანიძის ახლანდელ კონტრაქტთან შედარებით ბევრად უფრო მიმზიდველია.

მართალია, რუსეთის სახალხო კლუბში ანანიძის გაყიდვის პერსპექტივას ჯერჯერობით არცთუ დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინანსური არგუმენტები შესაძლოა უპირატესი აღმოჩნდეს, როგორც ეს ადრეც არაერთხელ მომხდარა.

ჯანოს მიმართ პოტენციური მყიდველების ინტერესი მისი ”სპარტაკში” გამოჩენისთანავე გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ჯანოს თეთრ-წითლების შემადგენლობაში დებიუტი გასული წლის ივლისში , ”კრასნოდართან” სათასო მატჩში ჰქონდა. ქართველმა ვუნდერკინდმა თავისი პირველი გოლი იმ მატჩშივე გაიტანა, ერთი თვის შემდეგ კი თავი რუსეთის ჩემპიონატშიც გამოიჩინა [იხილეთ ანანიძის გოლები].

შარშან ოქტომბერში ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ამ ტურნირში გოლის გატანა შეძლო. ეს დედაქალაქის ”ლოკომოტივთან” მატჩში მოხდა. მაშინ ჯანო 17 წლისა და 18 დღის იყო. ერთერთ მომდევნო მატჩში ანანიძეს უკვე ”არსენალის”, ”იუვენტუსის”, ”მილანის” და ”სევილიის” სკაუტები აკვირდებოდნენ. ”მეთოფეებმა” ჯანოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნაც გამოთქვეს, მაგრამ ”სპარტაკმა” ამ წინადადებაზე უარი თქვა და ნიჭიერ ქართველს მაშინვე ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფრომა.

რაც შეეხება ”ზენიტს”, კლუბის მესვეურებმა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელისთვის ყურადღების მიქცევა მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. თუ ანანიძე მათთან გადასვლას დათანხმდება, მოლაპარაკებას ხელს ძნელად თუ რამე შეუშლის. საკმარისია გავიხსენოთ ტიმოშჩუკის, დანის, სემშოვის და ბისტროვის სატრანსფერო ისტორიები, როდესაც საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების პირადმა ფინანსურმა სარგებელმა გადაწყვიტა.

bizina
მილანში ან იუვეში რომ წასულიყო მაგარი იქნებოდა.
raveen
ნებისმიერ სხვა გუნში წავიდეს ოღონდ მანდ არა,ზენიტში თუ გადავა ნორმალურად ქუჩაში ვეღარ გამოვა მთელი ცხოვრება,შეხედეთ რას უშვრებიან ბისტროვს სპარტაკი-ზენიტის თამაშის დროს,კაი ის უთავმოყვარეოა და იტანს ამდენ გინებას ჯანო კიდე ქართველია რა ბოლოსდაბოლოს.მეტი ვარიანტი თუ არ აქვს სპარტაკში დარჩენა ჯობია,მშვენიერი გუნდია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"