ინგლისური შეკრების შემდეგ ილია მაისურაძის გუნდი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაემგზავრება, სადაც 22 მარტს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრებთან იასპარეზებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ამ მიზნით "უმცროსი ბორჯღალოსნები" ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განკარგულებაში 26 მორაგბეა.

ჩვენი ნაკრები 13 მარტს ჰართპურის სპორტული აკადემიის 18-წლამდელ მორაგბეთა გუნდს ეთამაშება, 17 მარტს კი ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

ინგლისური საწვრთნელი შეკრების შემდეგ საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაემგზავრება, სადაც 22 მარტს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრებთან იასპარეზებს. გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

დამარცხების შემთხვევაში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეხუთე ადგილისთვის განაგრძობენ ბრძოლას. აქ მეტოქე იმავე გუნდებს შორის ხელმოცარული იქნება.

ტურნირში, რომელიც ექსპერიმენტულია და წლეულს მეორედ ტარდება, ასევე იასპარეზებენ ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები. შარშან ჩვენმა გუნდმა ამ შეჯიბრებაში იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებებს გაუსწრო და მე-6 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 18 თებერვალს თბილისში, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ლონდონის "ვოსფსის" თანატოლთა გუნდს უმასპინძლა და 48:12 მოუგო.

საქართველო

პირველი ხაზი: ზაურ ხარებავა (რაინდები), დავით ფხაკაძე (ივერია), ბადრი ალხაზიშვილი (ინგლისი), გიორგი ტორაძე, გუგა ხანთაძე (ორივე - აია), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი).

მეორე ხაზი: როლანდ კვაჭაძე (ლელო), თორნიკე ზოიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (ხარები).

მესამე ხაზი: თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), დავით პაპავაძე (ჯიქები), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), გიორგი ხვისტანი (ყოჩები), ბადრი დანგაძე (აია).

#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), თეიმურაზ თუთბერიძე (აია), დავით გულიტაშვილი (ხარები).

#10: რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).

#12-13: სანდრო ილურიძე (აკადემია), თემურ ირემაძე (აია), ლევან გიკაშვილი (ლელო).

#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია), დავით ლობჟანიძე (ლელო).

#15: ირაკლი სვანიძე (ხულიგანა).

U18. ევროპის ჩემპიონატი

1/4-ფინალი

საქართველო-ირლანდია

ინგლისი-პორტუგალია

საფრანგეთი-იტალია

უელსი-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"