სოსო ლიპარტელიანს მსოფლიოს გუნდური პირველობის წინ გუნდში იძულებითი ცვლილებების გაკეთება უწევს
სამწუხაროდ, კარს მომდგარი მსოფლიოს გუნდური პირველობის წინ ჩვენი ნაკრების თავკაც სოსო ლიპარტელიანს გუნდში იძულებითი ცვლილებების გაკეთება უწევს. თანაც, ყველაზე მტკივნეულ, 66-კილოგრამში - სამშაბათს ვარჯიშზე მყესი დაიზიანა ამირან პაპინაშვილმა და ანთალიაში მისი წასვლა გამოირიცხა. აღნიშნული ტურნირი ისედაც 5 წონაში ტარდება, სეკვესტრში კი 60 და 100 კილოგრამები მოხვდნენ. ლიპარტელიანს 66-ში ხეირიანი კადრი არც მოეძევება და იძულებული იყო, იქ 60-ის მოჭიდავე პაპინაშვილი დაეყენებინა, ახლა კი ისიც დაემტვრა და მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. არადა, პაპინაშვილმა ახლახანს დამაჯერებლად მოიგო როტერდამის `დიდი პრიზი~ და ჩინებულ ფორმაში იყო, ახლა კი მის ნაცვლად დავით ასუმბანი იჭიდავებს, ესეც 60-ის ფალავანი.

გუშინწინდელმა საღამომ გუნდში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა - ვარჯიშისას ლევან წიკლაურმა (81) თავი დაარტყა და ჯერჯერობით შეუძლოდაა. თუმცა ეს დანაკლისი არაფერია წინასთან შედარებით, რადგან ამ წონაში მწვრთნელს ლიდერის სრულფასოვანი შემცვლელები მოეზებნება - ხვიჩა ხუციშვილი ისედაც ჰყავდა გუნდში, წიკლაურის ნაცვლად კი ახალგაზრდული ნაკრების ტრიუმფატორი ავთანდილ ჭრიკიშვილი მიჰყავს, რომელმაც სექტემბერში თანატოლებში ევროპის პირველობა მოიგო, შაბათს კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ჯერჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, რამდენად სერიოზულია ან ერთის, ან - მეორის ტრავმები, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, იმდენად საშიში არ უნდა იყოს, 20-21 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში ვერ იჭიდაონ.

ჭრიკიშვილის შემადგენლობაში დაყენება ცოტა კი გაგვიკვირდა - ორ თვეში ორი უმაღლესი დონის ტურნირი იჭიდავა და ასე წარმატებით, ერთ თვეში კი მესამე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა - საქართველოს პირველობა. ის ნაკრებთან ერთად სამშაბათს დაბრუნდა მაროკოდან, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან და ქვეყნის პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად რამდენიმე დღით დასვენებას აპირებდა. ეს ტურნირი არ შედიოდა მის გეგმებში და გაჩნდა კითხვა - ხომ არ გადაღლის მას ამდენი შეჯიბრება? თუმცა როგორც გაირკვა, ლიპარტელიანი ანთალიაში ახალგაზრდა შეგირდის დატვირთვას არ აპირებს და უფრო გამოცდილების მისაღებად მიჰყავს. `ანთალიაში ძირითადად ხუციშვილი იჭიდავებს, ჭრიკიშვილი კი ერთ შეხვედრას თუ ჩაატარებს. გადახედავ მეტოქეთა შემადგენლობას, ვის დააყენებენ ამ წონაში და იმის მიხედვით გადავწყვიტავ, რომელ შეხვედრაში გავიყვანო. მისი წაყვანა უფრო იმიტომ მინდა, რომ შეეჩვიოს გუნდს, უფროსთა შეჯიბრებებს, თავისი თვალით ნახოს იქაური ატმოსფერო~ - გვითხრა მწვრთნელმა.

ამდენად, ამ გადაადგილებების შემდეგ ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია: დავით ასუმბანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ხვიჩა ხუციშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გუჯეჯიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+90). ნაკრები ხვალ საღამოს გაემგზავრება ანთალიაში, ტურნირი კი 31 ოქტომბერს იმართება. ჯერჯერობით ისევ უცნობია მეტოქეთა ვინაობა. ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ჩემპიონატში გამოსვლის უფლება ეგვიპტემ, კორეამ, იაპონიამ, მონღოლეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ მოიპოვეს, რომლებსაც მასპინძელი თურქეთიც დაემატა, სათადარიგოებად კი ალჟირი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ბრაზილია იყვნენ დასახელებულნი, ხოლო საქართველო საერთოდ არ იყო სიაში. ამის მიუხედავად, ჩვენი ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის დიდი მცდელობით, ტურნირში დაგვიშვეს, ოღონდ ვის ნაცვლად, ან რომელ ჯგუფში მოვხვდებით, ამ ამბების მოძიება დღემდე შეუძლებელია.

ირაკლი თავაძე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა