ინდიან უელსში გრძელდება WTA-სა და ATP-ის გაერთიანებული ტურნირი, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 9.5 მილიონ დოლარს უტოლდება
ინდიან უელსში გრძელდება WTA-სა და ATP-ის გაერთიანებული ტურნირი, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 9.5 მილიონ დოლარს უტოლდება. ქალთა ბადეში მერვედფინალის ყველა მონაწილე ცნობილია, კაცებმა კი ჯერ სანახევროდ დააკომპლექტეს მერვედფინალური ეტაპი.

არადა, მთელი სათამაშო დღე ჩაშლის პირას იყო. ადგილობრივი დროით დილის ათ საათზე ინდიან უელსიდან 55 კილომეტრის მოშორებით 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ჩოგბურთელებმა საწვრთნელ კორტებსა თუ საკუთარ სასტუმრო ნომრებში იგრძნეს ბიძგები და გვარიანად დაფრთხნენ.

საბედნიეროდ, ბუნების ამ სიურპრიზმა არ იმოქმედა ტურნირის მსვლელობაზე. დაგეგმილი მატჩებიდან მხოლოდ ერთი არ ჩატარდა. არგენტინელმა ლეონარდო მაიერმა ვერ შეძლო ტრავმის გამო რაფაელ ნადალის წინააღმდეგ კორტზე გასვლა.

რაფაელი აგრძელებს ბრძოლას ინდიან უელსის მასტერსზე. მაიერის უარის შემდეგ მან განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა არგენტინელის წინააღმდეგ თამაში და არ აწყობდა უბრძოლველად მერვედფინალში გასვლა. რაფას გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რადგან მას ჰარდზე 346 დღე არ უთამაშია და ბუნებრივია, სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

ესპანელისთვის შემდეგი შეხვედრა სერიოზული გამოცდა იქნება. ნადალს დაუპირისპირდება ლატვიელი ერნესტ გულბისი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში შევიდა. ბალტიისპირელმა ცოტა ხნის წინ დელრეი ბიჩის ტურნირი მოიგო, ინდიან უელსში კი უკვე ორი განთესილი გააგდო - II წრეში გაანადგურა იანკო ტიპსარევიჩი (6:2, 6:0), 12 მარტს კი სამ სეტში სძლია იტალიელ ანდრეას სეპის.

მამაკაცთა ბადეში კიდევ ერთ მატჩში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება - ჟილ სიმონმა გადამწყვეტ პარტიაში გატეხა ბენუა პერის წინააღმდეგობა. ძალიან დამაჯერებელად მოიგეს თავიანთი შეხვედრები როჯერ ფედერერმა და ტომაშ ბერდიხმა, რომლებმაც ჯამში მეტოქეებს მხოლოდ ცხრა გეიმი დაუთმეს. ამასთან, როჯერი ივან დოდიგის წინააღმდეგ სულაც არ გამოიყურებოდა იდეალურად, ბევრ შეცდომას უშვებდა და სუსტად თამაშობდა მეორე მოწოდებაზე, მაგრამ მან ქულა აიღო ყველა ბრეიკ-პოინტზე - როგორც თავისი, ასევე მეტოქის მოწოდებების დროს.

კაცები

III წრე

კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:3, 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ლეონარდო მაიერი (არგ) უარი; ერნესტ გულბისი (ლატ)-ანდრეას სეპი (იტა, 20) 5:7, 6:3, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ფლორიან მაიერი (გერ, 27) 6:4, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 10)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24) 6:1, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ივან დოდიგი (ხორ) 6:3, 6:1; ჟილ სიმონი (საფ, 13)-ბენუა პერი (საფ) 3:6, 7:6(5), 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა