ინდიან უელსში გრძელდება WTA-სა და ATP-ის გაერთიანებული ტურნირი, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 9.5 მილიონ დოლარს უტოლდება
ქალთა ბადეში გაცილებით საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. სათამაშო დღის ბოლოს კინაღამ სენსაციის მოწმენი გავხდით. მსოფლიოს მეორე ნომერი ვიქტორია აზარენკა თითქოს იოლ მეტოქეს ხვდებოდა - 2012 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე, მან ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი 6:2, 6:2 დაამარცხა.

12 მარტის შეხვედრასაც თითქოს არანაირი ინტრიგა არ უნდა ჰქონოდა, რადგან ბელორუსი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სეტის ბოლომდე მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. ვიქტორია ძალიან ბევრს ცდებოდა, ფლიპკენსის მოქმედება კი სულ უფრო დამაჯერებელი ხდებოდა. და მაინც, აზარენკას, ძირითადად, საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა. ბოლოს მან მაინც მოახერხა ნერვების მოთოკვა და მატჩის თავისთვის სასურველ კალაპოტში გადაყვანა.

მეორე პარტიის სტარტზე რამდენიმე გეიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბელორუსმა ეს რთული მომენტი გადალახა და ბოლოს იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 3:6, 6:3, 6:0. თუმცა აზარენკასთვის მაინც საგანგაშო უნდა იყოს არც ისე ძლიერ მეტოქესთან ხუთჯერ წაგებული საკუთარი გეიმი. ბელორუსის მომდევნო ბარიერი პოლონელი ურსულა რადვანსკა იქნება.

წააგო კიდევ ერთმა ბელგიელმა - იანინა ვიკმაიერმა. მას ორ სეტში გაუსწორდა გერმანელი ანჟელიკ კერბერი - 6:1, 7:6(4). უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიკმაიერი უპატიებლად ბევრს ცდებოდა - 44 უნებლიე შეცდომა და მხოლოდ 16 "ვინერსი".

მერვედფინალის ყველაზე მოულოდნელი მონაწილე აღმოჩნდა ესპანელი გარბინ მუგურუსა-ბლანკო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას კვალიფიკაციის გავლა დასჭირდა. ის არა მხოლოდ ამ ამოცანას გაუმკლავდა, არამედ უკვე სამი წრე გაიარა. მეორე რაუნდში მან რუსი განთესილი ეკატერინა მაკაროვა გამოთიშა ბრძოლას, 12 მარტს კი მაგდალენა რიბარიკოვას მოუგო - 6:4, 6:0.

საინტერესოა, რომ სლოვაკმა 4:0 დაწინაურება მოახერხა, მაგრამ შემდეგ ესპანელმა ზედიზედ 12 გეიმი აიღო.

სერიოზული რყევები იყო ანა ივანოვიჩისა და მონა ბარტელის მატჩში. ორივე გოგონა პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა, მაგრამ სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიდა. ივანოვიჩის მთავარი პრობლემა გადამწყვეტ ბურთებზე არაზუსტი თამაში იყო. ამის გამო სერბმა მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა ცხრა ასეთი შანსიდან.

საბოლოოდ, ბარტელმა 6:1, 3:6, 6:0 მოიგო. შემდეგ ეტაპზე გერმანელს სამანტა სტოსური ელის, რომელმაც ასევე ბრძოლაში მოუგო შუაი პენგს - 6:3, 3:6, 6:2.

ყველაზე იოლი გასეირნება კაროლინ ვოზნიაცკის გამოუვიდა, რომელმაც 6:2, 6:1 გაანადგურა რუსი ელენა ვესნინა. მართალია, ეს უკანასკნელი ძალიან აგრესიულ ჩოგბურთს აჩვენებდა და ხშირად ეფექტურ დარტყმებსაც გვიჩვენებდა, საერთო ჯამში, ძალიან არასტაბილური იყო და ასეთი ანგარიშიც სწორედ ამან განაპირობა.

III წრე

ანჟელიკ კერბერი (გერ, 4)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 30) 6:1, 7:6(4); ნადია პეტროვა (რუს, 10)-იულია გორგესი (გერ, 21) 6:1, 6:2; გარბინ მუგურუსა-ბლანო (ესპ)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:4, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 7)-შუაი პენგი (ჩინ, 32) 6:3, 3:6, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8)-ელენა ვესნინა (რუს, 29) 6:2, 6:1; მონა ბარტელი (გერ, 24)-ანა ივანოვიჩი (სერ, 11) 6:1, 3:6, 6:0. ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 28) 3:6, 6:3, 6:0; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:0, 7:6(4).

1/8-ფინალი

აზარენკა (1)-უ. რადვანსკა; შარაპოვა (2)-არუაბარენა ვესინო; ა. რადვანსკა (3)-კირილენკო (13); კერბერი (4)-მუგურუსა ბლანო; კვიტოვა (5)-ზაკოპალოვა (19); ერანი (6)-ბარტოლი (9); სტოსური (7)-ბარტელი (24); ვოზნიაცკი (8)-პეტროვა (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: გაჭირვებული, მაგრამ მოგებული ფავორიტები

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა