ჰოკეის ეროვნულმა ასოციაციამ, ტრადიციულად, დაასახელა გასული კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ასოციაციამ, ტრადიციულად, დაასახელა გასული კვირის სამი ვარსკვლავი.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო "კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის" რუს მეკარეს სერგეი ბობროვსკის, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. კოლამბუსელთა გოლკიპერი საშუალოდ 0.77 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.2 პროცენტს იგერიებდა. გარდა ამისა, ბობროვსკიმ ერთი შათაუტი ჩაიწერა აქტივში და ამ ყველაფრის წყალობით, "კოლამბუსს" ზედიზედ ხუთი მოგება დაუგროვდა.

სულ 24 წლის მეკარემ ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, გაუშვა საშუალოდ 2.27 შაიბა და დარტყმების 91.9 პროცენტი მოიგერია.

მეორე ვარსკვლავი გახდა "პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერი სიდნი კროსბი. ის გასული კვირის ლიდერი გახდა შედეგიანი პასებისა და ქულების რაოდენობით. კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა ოთხ მატჩში 9 პასი და 11 ქულა მიითვალა. ამ მომენტისთვის კროსბი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 45 ქულით (12 გოლი+33 პასი) და უახლოეს მდევარს - სტივენ სტემკოსს რვა ქულით უსწრებს.

გასულ კვირას კროსბიმ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "აილენდერსთან" მატჩში (6:1), როცა 5 შედეგიანი პასით კარიერის რეკორდი გაიმეორა. 25 წლის სიდნის ლიგაში 460 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 654 ქულა (235+419) მოდის.

NHL-მ გასული კვირის მესამე ვარსკვლავად დაასახელა "ლოს ანჯელეს კინგზის" ფორვარდი ჯეფ კარტერი. ოთხ მატჩში მისი მონაგარი ექვსი გოლი იყო. სულ კარტერს მიმდინარე სეზონში 17 შაიბა დაუგროვდა, რაც მეორე მაჩვენებელია ლიგაში.

ჯეფმა საუკეთესო მატჩი "ნეშვილის" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა კარიერაში მეხუთე ჰეთ-თრიკი შეასრულა. კარტერს ბოლო 13 მატჩში 13 გოლი დაუგროვდა. გარდა ამისა, ის ლიგის ლიდერია გამარჯვების გოლების რაოდენობით (6).

ოტავა-ბოსტონი 2:3 (ბ)

2:1, 0:1, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 ლატენდრესი-1 (გონჩარი-11, კ. ფილიპსი-4), 2:0 ტარისი-5 (კ. ფილიპსი-5), 2:1 შ. ტორნტონი-2 (ხარა-6), 2:2 პეი-5 (კრეიჩი-14, მაკუეიდი-3).

ბულიტები გაიტანეს: ტარისი (ოტავა), პ. ბერჟერონი (ბოსტონი), კრეიჩი (ბოსტონი).

ლოს ანჯელესი-კალგარი 3:1

2:0, 0:0, 1:1

გოლები: 1:0 დ. ბრაუნი-7 (ვოინოვი-13, მუზინი-4), 2:0 სტოლი-4 (მუზინი-5), 2:1 ბეკლუნდი-4 (ტანგეი-12), 3:1 დ. ბრაუნი-8.

ბედის ირონია ამერიკულად

ამერიკის ჰოკეის ლიგის (AHL) კლუბ "სან ანტონიოს" ფორვარდი სკოტ ტიმინსი კურიოზულ სიტუაციაში მოხვდა.

ტიმინსმა თანაგუნდელთან ერთად ბარში ალკოჰოლის ზედმეტი დოზა მიიღო და შემდეგ პატიოსნად გაეშურა შინ დასაძინებლად. ჰოკეისტის გამოღვიძება არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. უცნობმა ქალმა გააღვიძა ტიმინსი და ხმამაღალი ტონით დაინტერესდა მისი ვინაობით. "ნუ ნერვიულობით ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა 23 წლის სპორტსმენმა. - და საერთოდ, რას აკეთებთ ჩემს სახლში?"

ზედმეტია იმის თქმა, რომ სახლი არა ტიმინსის, არამედ ვინმე ბენჯამინ გარზასი აღმოჩნდა. სწორედ მისმა მეუღლემ აღმოაჩინა ნახევრად მთვრალი ჰოკეისტი თავის სამფლობელოში. იმის გამო, რომ ტიმინსს სახლის დატოვების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ქალმა ბავშვებთან ერთად დატოვა აპარტამენტები და პოლიცია გამოიძახა.

ბოლოს შინ დაბრუნდა ოჯახის უფროსი, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო. "გაგიმართლა, რომ მე არ დაგხვდი აქ, თორემ შუბლში ტყვიას დაგაჭედებდი. ამით შენთვის ყველაფერი დამთავრდებოდა", - განუცხადა ბენჯამინ გარზამ უკვე დაპატიმრებულ ჰოკეისტს.

სხვათა შორის, ტიმინსზე უფლებები NHL-ის კლუბ "ფლორიდა პანტერზს" ეკუთვნის და სკოტმა ამ გუნდის რიგებში წელს ერთი მატჩი ჩაატარა.

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...