ინგლისის ნაკრების თავკაცი აზრით, ევროთასებზე იტალიური კლუბების უსახური გამოსვლა მათი არცთუ მაღალი კლასის გამომხატველია
ინგლისის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ იტალიური კლუბების უმრავლესობის უსახური გამოსვლა ევროთასებზე მათი არცთუ მაღალი კლასის გამომხატველია.

"მრავალი წლის განმავლობაში კონტინენტზე ჩვენი ფეხბურთი დომინირებდა, მაგრამ ახლა სერია ა-ს გუნდები მეტოქეებს ტექნიკურადაც და ფიზიკური მომზადების მხრივაც ჩამორჩებიან. სწორედ ამიტომ აპენინური კლუბები ევროთასებზე არადამაჯერებლად ასპარეზობენ", - განუცხადა 64 წლის სპეციალისტმა Goal.com-ს.

კაპელო ასევე შეეცადა, აეხსნა "რომას" მოულოდნელი ჩავარდნა სეზონის დასაწყისში და ცხრილის სათავეში მყოფი "ლაციოს" კიდევ უფრო მოულოდნელი აღზევება.

"სულ რამდენიმე თვის წინ "ჯალოროსი" შესანიშნავი გუნდი იყო, მაგრამ ამჟამად კრიზისში აღმოჩნდა. ამის ლოგიკურად ახსნა რთულია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ "რომას" პრობლემები კოლექტივის შიგნით უნდა ვეძებოთ. რაც შეეხება ახლანდელ "ლაციოს", ის ოსვალდო ბანიოლის ფორმაციის "ვერონას" მაგონებს, რომელმაც 1985 წელს სკუდეტო მოიპოვა. "ბიანკოჩელესტეს" თავკაცი ედაურდო რეია ჩემი მეგობარია. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ამ გუნდისთვის ჩინებული შედეგი იქნება", - განაცხადა კაპელომ.

bizina
მართალი ყოფილა კაპელო.
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს