დაძლევს სტრამაჩონი კრიზისს? - ყველაფერი ძველებურად დარჩება; არადა...
ევროპალიგაზე "ტოტენჰემთან" განადგურების შემდეგ მილანის "ინტერი" "ბოლონიასთანაც" დამარცხდა და იტალიურ სპორტულ პრესაში ანდრეა სტრამაჩონის შესაძლო გათავისუფლების თემაც აქტუალური გახდა.

მეტიც, უკვე კლუბის სპორტულ დირექტორ მარკო ბრანკას მისდგნენ და ამბობენ, რომ მასიმო მორატი მის გაშვებასაც აპირებს. ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან გუნდის პრობლემების სათავე სწორედ სატრანსფერო პოლიტიკიდან მოდის. ამ სფეროს კი ყველა თავმოყვარე კლუბში, პრეზიდენტთან ერთად, სწორედ სპორტული დირექტორი განაგებს.

მასიმო მორატის ისე შემოეცალა ვარსკვლავური შემადგენლობა, ფინანსების დაზოგვაზე არც განცხადებები უკეთებია და არც ნაბიჯები გადაუდგამს. კი ბატონო, სამუელ ეტოო გაუშვა "ანჟიში", მაგრამ ერთი ფეხბურთელის წასვლით რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდი ასე არ უნდა დაცემულიყო, ესეც ფაქტია. ანუ კლუბის მესვეურებმა სადღაც შეცდომა დაუშვეს და ისე გაიარეს თავის დროზე თუნდაც "ლაციოს" მიერ გავლილი გზა, რომ რომაული კლუბისგან განსხვავებით, არ გაკოტრებულან.

დიახ, დღევანდელი "ინტერი" შემადგენლობით ნამდვილად აღარ შეეფერება გრანდს და ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია თუნდაც თავდასხმის ხაზს გადავხედოთ... როდრიგო პალასიოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არაა იმ დონის ფორვარდი, რომ გრანდი მის საგოლე ალღოზე იყოს დამოკიდებული.

მოკლედ, "ინტერში" ცვლილებების დროა და ამაზე საფეხბურთო იტალია თანხმდება... თუმცა, რას ფიქრობს მორატი? – ამაზე თავად პრეზიდენტი ისაუბრებს:

"სეზონის ბოლომდე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარი შედეგია და ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება მაისში. თუ ასე გავაგრძელებთ, ვშიშობ, რომ სერიოზულ ცვლილებებს ვერ ავცდებით, მაგრამ თუ გუნდმა კრიზისი დაძლია, ბევრი რამე უცვლელი დარჩება. "ბოლონიასთან" საშინლად ვითამაშეთ და მეც ისევე გაბრაზებული ვარ, როგორც ნებისმიერი გულშემატკივარი. განსაკუთრებით მძიმე პირველი ტაიმი იყო და იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მასიმო მორატი: კასანოსნაირი არტისტებისთვის ეს ნორმალურია

სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ