13 მარტს გასამართი საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩებიდან ერთ-ერთი გამორჩეული "გურია"-"დინამოა"
13 მარტს გასამართი საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩებიდან ერთ-ერთი გამორჩეული "გურია"-"დინამოა".

ლანჩხუთელებმა მერვედფინალიდან "ზესტაფონის" გამოთიშვით სენსაცია მოახდინეს და ახლა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან აპირებენ ტოლსწორად ბრძოლას.

შეხვედრის წინ "გურიას" ერთ-ერთ ლიდერს, 36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილს ვესაუბრეთ.

მართალია, "დინამოსთან" პირველ მატჩს იგი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, მაგრამ მისი მოსაზრებები მაინც საინტერესო უნდა იყოს.

- უპირველესად, მერვედფინალური მატჩები გავიხსენოთ. რის ხარჯზე შეძლო "გურიამ" "ზესტაფონის" ძლევა?

- ბრძოლის, თავდადებისა და რა თქმა უნდა, იღბლის ხარჯზე. ბევრმა მიიჩნია, რომ პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ უშანსოდ ვიყავით, მაგრამ საკუთარი შეცდომები კარგად გავაანალიზეთ და საპასუხო მატჩი ბევრად მაღალ დონეზე ჩავატარეთ. სხვათა შორის, არც პირველი თამაში ჩაგვიტარებია ურიგოდ, მეორეში კი საკუთარი ძალებისა კიდევ უფრო ვირწმუნეთ და "გურიას" გულშემატკივრები უზომოდ გავახარეთ.

- როგორი იყო "გურიას" ფეხბურთელების რეაქცია მეოთხედფინალის წილისყრის შედეგების გაგების შემდეგ?

- რასაკვირველია, "დინამოსთან" დაპირისპირება მაინცდამაინც არ გვსურდა. გვერჩივნა, სხვა კლუბს შევხვედროდით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უშანსოდ არც ამ შემთხვევაში ვართ. "ზესტაფონის" დამარცხებით საკუთარი ძალა ყველას ვაჩვენეთ, "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის კი კლასში დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ასე რომ, შანსი თბილისელებთანაც გვაქვს.

ვწუხვარ, რომ "ზესტაფონთან" მატჩებში მიღებული გაფრთხილებების გამო ლანჩხუთში გუნდს ვერ დავეხმარები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიჭები ჩემ გარეშეც შეძლებენ ღირსეულად თამაშს.

- რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა თანაგუნდელებს?

- მათ უნდა შეძლონ და ყოველგვარი მღელვარება დაძლიონ. თუ ბიჭებმა ეს მოახერხეს, თავიანთ საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ და მეტოქეს დიდ თავსატეხს გაუჩენენ. ყველა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ "გურია" არ არის რიგითი ქართული კლუბი, "გურიას" ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ.

- როგორ აფასებ "გურიაში" გატარებულ პერიოდს?

- მოხარული ვარ, რომ აქ გადმოსვლით სწორი არჩევანი გავაკეთე. "გურია" აღმავლობის გზას ადგას, კლუბის მესვეურებს დიდი გეგმები აქვთ და თუ ამ გეგმების ნაწილი შემდგომშიც ვიქნები, ძალიან გამიხარდება. რაც მთავარია, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს შევასრულებთ კიდეც.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შენს აქტიურ საფეხბურთო კარიერაში ბოლო სეზონი არ იქნება...

- ვნახოთ... თუ "გურიასთვის" უმაღლეს ლიგაშიც საჭირო ვიქნები, სიამოვნებით დავრჩები. როცა თამაში კვლავ შეგიძლია და ჯანმრთელობაც ხელს გიწყობს, ასაკის ფაქტორს ყურადღება არ უნდა მიაქციო. ფეხბურთი კვლავაც სიამოვნებას მანიჭებს და ჯერ არ მაქვს იმის საფუძველი, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე ვიფიქრო.

- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- ფეხბურთის გარდა, არაფერი შემიძლია და აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები, სავარაუდოდ, მწვრთნელად. თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვყალიბდები, როცა თამაშს დავასრულებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასი. პირველი მეოთხედფინალური მატჩების წინათქმა

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა