ალექსანდრე ჩივაძის ლეგიონერულ სიაში ერთი დებიუტანტია - გიორგი ქვილითაია, რომელიც უნგრეთში წასვლამდე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, "სასკოში" თამაშობდა

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 18-27 მარტს ავსტრიაში რომ ექნება შეკრება, ადრეც გაუწყეთ. 12 მარტს კი გაირკვა, თუ რომელ თანატოლებს გაეჯიბრებიან ქართველები ავსტრიაში: ალბანეთის, ხორვატიისა და აზერბაიჯანის 21-წლამდელებს.

ავსტრიაში წამსვლელთა სია 12 მარტს ვერ გამომზეურდა. ჩვენი 21-წლამდელების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე ალბათ 13 მარტს გასამართ სათასო მატჩებსაც დაელოდება და ავსტრიაში წამსვლელთა ვინაობაც მერე გაირკვევა.

დღეისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, თუ ნაკრების რომელი ლეგიონერები ჩავლენ ავსტრიაში: მამუკა კობახიძე, გიორგი ჭანტურია (ორივე - "ალანია", რუსეთი), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით კოხია ("ვოლგა", რუსეთი), გიორგი ქვილითაია ("დიორი", უნგრეთი), გიორგი ჯგერენაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - "ილიჩევეცი", უკრაინა).

ჩივაძის ლეგიონერულ სიაში ერთი დებიუტანტია - გიორგი ქვილითაია, რომელიც უნგრეთში წასვლამდე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, "სასკოში" თამაშობდა.

21-წლამდელთა ნაკრების ლეგიონერებში ვერ მოხვდა საბა კვერკველია, ყაზანის "რუბინის" მცველი თემურ ქეცბაიამ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში 22 მარტს საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიასგან ეროვნული ნაკრების სიას ელოდება

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ