ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალი გუნდები, სადავო სტადიონი და ქართული ჰოკეის პერსპექტივები

ახალი გუნდები, სადავო სტადიონი და ქართული ჰოკეის პერსპექტივები

ამ დღეებში ქუთაისში საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაციის ყრილობა გაიმართა
ამ დღეებში ქუთაისში საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტად ქუთაისის გოგონათა გუნდის მწვრთნელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე აირჩიეს.

ჰოკეისტებმა ვიცე-პრეზიდენტებად შალვა ბოლქვაძე და გიგა არჩაია დაასახელეს, გენერალური მდივნის პოსტზე კი კვლავ ბესარიონ ჯანელიძე იმუშავებს.

საქართველოს ჰოკეის ფედერაცია 1988 წელს ქუთაისში დაარსდა, პირველი ქართული გუნდი კი ქუთაისში გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ქუთაისისა და თბილისის გუნდები თავის დროზე სსრკ-ის პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ.

90-იან წლებში სხვა სპორტის სახეობებთან ერთად ჰოკეისაც გაუჭირდა, თუმცა ბოლო წლებში მცირეოდენი ძვრები დაიწყო, სისტემატურად ტარდება ჩემპიონატები, ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე რამდენჯერმე იასპარეზეს, ნაკრები გუნდებიც გამოჩნდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ეს ჰოკეის განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

იმის თაობაზე თუ რა გეგმები აქვს ჰოკეის ფედერაციას და როგორ აპირებს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ახალარჩეულ პრეზიდენტს, ავთანდილ თევდორაძეს ვესაუბრეთ.

- ყრილობაზე 2008-2012 წლებში ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა.

სამინისტროს მხრიდან ამ პერიოდში არანაირი დაფინანსება არ გვქონია, მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს, ჰოკეის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგვაფინანსა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, ამ წლებში ფედერაციამ მოახერხა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

შეიქმნა ახალი ჯგუფები ოზურგეთში და აბაშაში, ცოტა ხნის წინათ კი თბილისის ბალახის ჰოკეის ფედერაცია დაფუძნდა.

თბილისში რეგიონებიდან ჩასული სტუდენტების ბაზაზე ჩამოყალიბდა ვაჟთა გუნდი, რომელიც წლეულს პირველად იასპარეზებს საქართველოს ჩემპიონატში. გარდა ამისა, თბილისში ბაქვსვუდიის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე შეიქმნა ჭაბუკთა გუნდი და იმედი გვაქვს, რომ დედაქალაქში ჰოკეით სხვებიც დაინტერესდებიან.

- აქამდე თბილისში ბალახის ჰოკეის მიმართ დაინტერესება საერთოდ არ იყო. ეს იმის გამო ხომ არ ხდებოდა, რომ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ?

-ოლიმპიური სახეობებიდან ერთადერთი ფედერაცია ვართ, რომლის შტაბბინაც რეგიონშია და ალბათ, ამის გამო ყურადღების ცენტრში არ ვიყავით. ახლა ვითარება შეცვლილია, ყრილობაზე სამინისტროდან სამი წამყვანი სპეციალისტი ჩამოვიდა, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება სასიკეთოდ შეიცვალა. ჰოკეი რაკი ოლიმპიური სახეობაა, უფრო სერიოზული მიდგომით, უთუოდ შევძლებთ წარმატებების მიღწევას.

- ფედერაციის სამუშაო გეგმაში რა არის პრიორიტეტული?

- სამუშაო გეგმა სპორტის სამინისტროშიც წარვადგინე. მინისტრისგან და მისი მოადგილისგან მხარდაჭერას ვგრძნობთ. გაუკვირდათ და იკითხეს, თუ რატომ არ ფინანსდებოდა აქამდე ბალახის ჰოკეი? პასუხი ჩვენც არ გვაქვს...

ამჟამად გვპირდებიან საქართველოს პირველობების დაფინანსებას. მომავალ კვირაში სამინისტროში უკვე ფედერაციის პრეზიდენტის რანგში მექნება შეხვედრები და ბევრი საკითხი გადაწყდება.

პრიორიტეტს რაც შეეხება, სახეობის აღორძინება ბავშვთა სპორტიდან უნდა დავიწყოთ. უკვე საქართველოს ექვს სკოლაში ჰოკეი სასწავლო პროგრამაშია ჩასმული და გვინდა, რომ მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამასთან ერთად, ჩემპიონატის გეოგრაფიაც უნდა გაიზარდოს.

- გუნდებს თითქმის ყოველწლიურად ტოვებენ გამოცდილი მოთამაშეები და მათ ახალბედები ენაცვლებიან. ასეთ ვითარებაში როგორ აპირებთ გუნდების გაძლიერებას?

- მინიმალური დაფინანსების პირობებშიც კი მოთამაშეების შენარჩუნება პრობლემა აღარ იქნება. ხელის შეწყობა რომ არ გვქონდა მოთამაშეებიც ამიტომ გარბოდნენ. შარშან ევროპის ჩემპიონატზე არ გაგვიშვეს, ამის გამო ბევრმა მოთამაშემ ჩაიქნია ხელი და თამაშს თავი დაანება.

დიდი პრობლემა გვაქვს აგრეთვე არენასთან დაკავშირებით, ჩვენი მოედანი ვიღაც ჩინოვნიკებმა ქუთაისის "ტორპედოს" გადასცეს, რომელსაც არც იყენებენ და არც ჩვენ გვანებებენ. კანონით ჩვენ გვეკუთვნის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიბრუნოთ.

ამასთან დაკავშირებით "ტორპედოს" პრეზიდენტ ბატონ ლევან ფხაკაძესთან ვაპირებთ შეხვედრას. უახლოეს მომავალში ინგლისიდან საჩუქრად მოედნის საფარი ჩამოგვივა და თუ ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოედანი დაგვიბრუნდა, იქ დავაგებთ.

თუ არ გამოვა, პარკის უკანა ტერიტორიის გადმოცემას ვითხოვთ, სადაც ამჟამად ჩვენი გუნდები ვარჯიშობენ. ბათუმშიც არის პროექტები, ანგისაზე სპორტკომპლექსი შენდება და იქაც ვარაუდობენ ჰოკეის მოედნის მოწყობას.

- სხვა გეგმებზე რას იტყოდით?

- დაახლოებით ერთ თვეში გვექნება საკუთარი საიტი, სადაც ფედერაციის ყველა ღონისძიება გაშუქდება. ჰოკეის ფედერაცია ჩემპიონატებს ატარებს როგორც დიდ ჰოკეიში, ასევე დარბაზის ჰოკეიში, ასევე იმართება ასაკობრივი ჩემპიონატები.

ამას ევროპის ფედერაციაც მოითხოვს. კიდევ ერთი: ჩვენი ვაჟთა ნაკრები წლეულს საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მნიშვნელოვან ასპარეზობას გუნდი კარგად მომზადებული შეხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბათუმელი

ავთო ცოტა კორექტულობა ხომ არ გაწყენდა?

• avtobatumi

ისევ ასევ ,,რა წაართვან?!!!ანგისაზე 2 ფეხბურთის და ერთი ჰოკეის სტადიონი იყოო,ეს კიდევ 1974 წლიდანნ,,ტრადიციულად,,,და არასდროს დინამოს ბაზაც არ ყოფილააა,,ამიტომაც უამრავ ცარიელ ადგილზე ააშენოს ვისაც უნდაა,,ძველი კი მეპატრონეებს დაუბრუნოონ,,,რაგბმა რო წაიღო ეს სტადიონები მაშინ რატო არაფერს იძახოდით???გამოვიდა ჭკვიანი სიტყვით!!!!!

• avto batumi

რას უტრიალებენ,,აზზრზე არა ხარტ რას ამბობტ 1974 წლიდან ანგისაზე იყო ჰოკეის და 2 ფეხბურტის სტადიონიი,,და ეს დინამოს არც ბაზა ყოფილა,,საზოგადოება შევარდენის იყოო,,ასე რომ სტადიონი უნდა დაუბრუნდეთ ჰოკეისტებსს,,,და ერთ სახეობებზე ნუ ხარტ ფანატურად აცრილნიი,ზოგიერთები რათქმა უნდააა

• ბათუმელი

ანგისაზე რა სპორტული კომპლექსი შენდება? ისევ ფეხბურთს უნდა წაართვან ბათუმში? სტადიონი დაანგრიეს, ბენზეს სტადიონიც, არდაგანის სპორტული სკოლაც და ახლა ანგისის ბაზას უტრიალებენ? ესე იგი დინამოს გამოართმევენ და ვიღაცის ინტერესებს გაითვალისწინებენ, უამრავი ცარიელი ტერიტორიაა, იქ ააშენონ სპოტული კომპლექსები

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა