"ველესმა" "პენიაროლს" ორივე თამაში მოუგო
ლიბერტადორესის თასის მორიგი სათამაშო დღე ცენტრალური მატჩით დაიწყო. ბუენოს აირესში, "ესდატიო ხოსე ამალფიტანიზე" ერთმანეთს "ველეს სარსფილდი" და "პენიაროლი" დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, ბევრისთვის მოულოდნელად, გამარჯვება "ველესმა" მოიპოვა. ამიტომ ურუგვაელებს რევანშის აღება სურდათ და მატჩის ძალიან კარგად დაიწყეს.

შეხვედრის 24-ე წუთზე არგენტინელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ფაბიან ესტოიანოფმა აქცია, თუმცა სტუმართა ლიდერობამ რამდენიმე წუთს გასტანა – ურუგვაელთა არგენტინელმა მეკარემ ენრიკე ბოლონიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და პირველი ტაიმის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მეორე ნახევარში "ველესის" უპირატესობა გამოიკვეთა. რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ, 75-ე წუთზე მასპინძლებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება მიიღეს – ბრაზილიელმა არბიტრმა ლეანდრო პედრო ვუადენმა დამიან მაკალუზოს საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში არ აპატია. პენალტი ფედერიკო ინსუამ შეასრულა. ბოლონიამ კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა - 2:1.

მასპინძლებმა მესამე გოლი ზუსტად ორ წუთში გაიტანეს – კოლუმბიელმა ხონათან კოპეტემ საკუთარ დარტყმულს დაამატა და ყველაფერი გადაწყვიტა.

"ველესმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რომლის წყალობითაც ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. მომდევნო ტურში არგენტინელები ჩილეში, "დეპორტეს იკიკესთან" თამაშობენ და გამარჯვების შემთხვევაში, რიკარდო გარეკას გუნდი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს, რადგან ორი კონკურენტი, "ემელეკი" და "პენიაროლი" ერთმანეთს ხვდება.

"ველესის" მსგავსად, მოიგო მეორე არგენტინულმა გუნდმაც - "ნიუელსი" ჩილეს ეწვია და იქიდან სამი ქულა წაიღო. ანგარიში მე-19 წუთზე მაქსი როდრიგესმა გახსნა, ვისაც საგოლე გადაცემა იგნასიო სკოკომ გაუკეთა. "უნივერსიდად დე ჩილე" უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, მაგრამ სტუმრები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ.

84-ე წუთზე ხერარდო მარტინოს შეგირდებმა მასპინძლები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ცვლილებაზე შემოსულმა მარტინ ტონსომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამ მოგებით, "ნიუელსი" ბოლოდან პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა თუ "დეპორტივო ლარა"-"ოლიმპია" ფრედ არ დასრულდა, არგენტინელები ლიდერობას დათმობენ.

დღის მთავარი სენსაცია კი ვენესუელაში მოხდა – "კარაკასმა" "გრემიოს" მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. სტუმრები ელანომ დააწინაურა და თითქოს პირველი ტაიმიც ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 45-ე წუთზე ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ანხელო პენიამ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი თავი ედერ ფარიასმა გამოიჩინა და "კარაკასმა" 2:1 მოიგო.

ვენესუელელებმა, რომელთაც მხოლოდ ერთი ლეგიონერი ჰყავთ, პორტუ ალეგრიში მარცხის გამო (1:4) რევანში აიღეს და "გრემიოს" მსგავსად, 6 ქულა მოაგროვეს. მომდევნო ტურში "კარაკასი" "უაჩიპატოს" მასპინძლობს, ბოლო დღეს კი სტუმრად "ფლუმინენსეს" ხვდება.

როგორც ხედავთ, უგო ჩავესის გარდაცვალებით დამწუხრებული ქვეყნის შვილებს ჯგუფში ერთ-ერთი ბრაზილიური გრანდის ჩატოვების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ.

"კრისტალის" და "ლიბერტადის" დაპირისპირება ყველაზე ნაკლებ ინტერესს იწვევდა, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. "ლიბერტადს" ცალი ფეხი 1/8-ფინალში აქვს, დარჩენილი ერთი საგზურისთვის კი "კრისტალი", "პალმერასი" და "ტიგრე" იბრძოლებენ.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

II ჯგუფი. IV ტური.

სპ. კრისტალი-ლიბერტადი 1:1

გოლები: 0:1 პ. ველასკესი (53), 1:1 ავილა (74).

გაძევება: პ. ველასკესი (90).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიბერტადი 4 2 2 0 7-3 8

2. სპ. კრისტალი 4 1 2 1 6-5 5

3. პალმეირასი 3 1 0 2 2-4 3

4. ტიგრე 3 1 0 2 1-4 3

IV ჯგუფი. IV ტური.

ველესი-პენიაროლი 3:1

გოლები: 0:1 ესტოიანოფი (24-პენ), 1:1 ე. ბოლონია (29-საკ. კარში), 2:1 ფ. ინსუა (75-პენ), 3:1 კოპეტე (77).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ველესი 4 3 0 1 7-2 9

2. პენიაროლი 4 2 0 2 4-5 6

3. ემელეკი 4 2 0 2 3-4 6

4. დეპ. იკიკე 4 1 0 3 4-7 3

VII ჯგუფი. IV ტური.

უნივ. დე ჩილე-ნიუელსი 0:2

გოლები: 0:1 მაქსი როდრიგესი (19), 0:2 ტონსო (84).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნიუელსი 4 2 0 2 7-5 6

2. უნივ. დე ჩილე 4 2 0 2 4-6 6

3. ოლიმპია 3 1 1 1 6-5 4

4. დეპ. ლარა 3 1 1 1 4-5 4

VIII ჯგუფი. IV ტური

კარაკასი-გრემიო 2:1

გოლები: 0:1 ელანო (17), 1:1 ა. პენია (45), 2:1 ფარიასი (67).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ფლუმინენსე 4 2 1 1 4-5 7

2. გრემიო 4 2 0 2 9-5 6

3. კარაკასი 4 2 0 2 6-7 6

4. უაჩიპატო 4 1 1 2 5-7 4

ბომბარდირები: 3 – ბარეირო (ოლიმპია), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ავილა (სპორტინგ კრისტალი), ა. პენია (კარაკასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: "ბოკა ხუნიორსი" კრიზისშია

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან