უცნაური ფინალი აქვს სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის 2012-13 წლების სეზონს
უცნაური ფინალი აქვს სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის 2012-13 წლების სეზონს. შვეიცარიის კურორტ ლენზერჰაიდში იმართება დასკვნითი ეტაპი, რომელიც ყველა დისციპლინაში სტარტს ითვალისწინებს, მაგრამ გავიდა ორი დღე და ნისლის გამო ოთხი სტარტი გაუქმდა - სწრაფდაშვება და გიგანტური სლალომი კაცებსა და ქალებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხილამურეები სტარტზე არ გასულან, ამ ორ დღეში ბევრი რამის გარკვევა მოხერხდა. ყველაზე მეტად არ გაუმართლა ქალთა სეზონის ლიდერ ტინა მაზეს. სლოვენიელი ვერ დააფიქსირებს სამთო თხილამურების ისტორიაში უნიკალურ შედეგს - ვერ მოიგებს ყველა დისციპლინაში ბროლის გლობუსს. სწრაფდაშვებაში ის ერთ ქულას აგებდა ამერიკელ ლინდსი ვონთან, რომელმაც ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია, დაასრულა სეზონი. ბუნებრივია, სლოვენიელს არ გაუჭირდებოდა ამერიკელის გასწრება, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ რბოლის გაუქმებით ვონი სწრაფდაშვების ლაურეატი გახდა. კაცებს შორის ამ დისციპინაში ბროლის მცირე გლობუსი მოიგო ნორვეგიელმა აქსელ ლუნდ სვინდალმა.

სუპერგიგანტის გაუქმებამ კი, პრაქტიკულად, დაასრულა სეზონი მამაკაცებს შორის - გენერალურ კლასიფიკაციაში მიუღწეველი გახდა ავსტრიელი მარსელ ჰირშერი. ის 149 ქულით უსწრებს სვინდალს, სეზონის დამთავრებამდე კი ორი სტარტია დარჩენილი - გიგანტური სლალომი და სლალომი, სადაც გამოსვლას არ აპირებს ნორვეგიელი მოთხილამურე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰირშერი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი.

გიგანტური სლალომის ჩათვლა კი სვინდალმა მოიგო. ასე რომ, მას ორი მცირე გლობუსი დაუგროვდა. ქალებში ეს დისციპლინა ტინა მაზეს გამარჯვებით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამთო თხილამურები: ახალი ისტორია სლოვენიელისგან

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა