მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში რეჯი ჯონსონი დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს
\მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი რეჯი ჯონსონი თაღლითობის გამო 12-წლიანი პატიმრობით დასაჯეს. 2008-09 წლებში ჯონსონმა საზოგადოებრივ ორგანიზაციას - "ჰიუსტონის საქალაქო ლიგას" 120 ათასი დოლარი გამოართვა საწვრთნელი შეკრების ორგანიზებისთვის, მაგრამ არანაირი ვარჯიში არ ჩაუტარებია.

მოკრივე დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, სასამართლომ ჯონსონი ბრალდებულად სცნო და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"ჰიუსტონის საქალაქო ლიგა" არის ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის შავკანიან მოსახლეობასა და სხვა ეროვნულ უმცირესობებს ეხმარება. ის ამერიკული "ეროვნული საქალაქო ლიგის" ნაწილია.

44 წლის ჯონსონმა პროფესიულ რინგზე 52 ბრძოლა გამართა, 44 გამარჯვებას (25 - ნოკაუტით) მიაღწია, შვიდჯერ დამარცხდა და ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. 1992-93 წლებში ის WBA-ის ვერსიით იყო ჩემპიონი 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, 1998-99 წლებში კი IBF-ის ტიტულს ფლობდა 79 კილოგრამში.

ბოლო ბრძოლა ჯონსონმა 2008 წლის თებერვალში ჩაატარა - ქულებით დაამარცხა მექსიკელი ხულიო სესარ გონსალესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"