ანტონიო კონტე "რეალის" და "ჩელსის" სამიზნეში
"იუვენტუსის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი პაველ ნედვედი ერთ-ერთ იტალიურ საფეხბურთო თოქ-შოუს ესტუმრა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებს მომდევნო სეზონიდან ფერნანდო ლორენტე შეუერთდება, მაინც არ წყდება საუბრები "იუვეში" სუპერფორვარდის გადაბირების თაობაზე... ნედვედი ამ თემასაც შეეხო:

"არაერთი მაღალი კლასის ფორვარდი გვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი თავდამსხმელის დამატებაზე უარს ვიტყვით. ამ თემაზე ბევრს საუბრობენ და ბოლოს ისიც შევიტყვე, თითქოს ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას ვაპირებთ - ზლატანი უდიდესი ფეხბურთელია, მას ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ვაყენებ, მაგრამ ფაქტია, რომ მის გადმობირებას არ ვგეგმავთ. რატომ? - იმიტომ, რომ პსჟ-ის მესვეურები იბრას არ შეელევიან".

ჟურნალისტის კითხვას, ვინ იქნებოდა იდეალური ფორვარდი "იუვენტუსისთვის", ნედვედმა შემდეგი უპასუხა: "ედინსონ კავანი, რომელიც გოლებს რეგულარულად იტანს და მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. ვფიქრობ, კავანი მართლაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა და ამ თემაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ედინსონის სატრანსფერო ფასი კოლოსალურია, მაგრამ ვნახოთ, დღეს რაიმეს გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია".

ბოლოს ნედვედმა ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა, რომლის გადაბირებაც ევროპულ გრანდებს სურთ: "კონტეს სამსახურით არაერთი გრანდია დაინტერესებული, თუმცა ეს არ გვაშინებს. ვიცი, რომ ანტონიოს გადაბირებაზე მადრიდის "რეალის" და ლონდონის "ჩელსის" მესვეურები ფიქრობენ, რაც ყველაფერზე მეტყველებს. კონტე ჩვენთან დარჩება იქამდე, სანამ თავად არ გადაწყვეტს წასვლას. ანტონიო მოედანზეც მწვრთნელივით იქცეოდა, მაგრამ ასე მოკლე დროში თუ მიაღწევდა წარმატებებს, მაინც არ მეგონა. მას შეუძლია შექმნას დიდი ეპოქა "იუვეში" და ეს კარგად ესმის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXVIII ტური: ტურინელთა დიდი ნახტომი სკუდეტოსკენ [VIDEO]

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე