მექსიკის მოქმედმა ჩემპიონმა "ტიხუანამ" მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია
მექსიკის მოქმედმა ჩემპიონმა "ტიხუანამ" მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია, თუმცა ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო, რადგან მექსიკელთა მეტოქე ლიბერტადორესის თასის მოქმედი მფლობელი გახლდათ, რომელსაც გარდა იმისა, რომ 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებოდა, ასევე ერთი კვირის წინ განცდილი მარცხის გამო (0:1) რევანშის აღება სურდა.

რევანში შედგა, თანაც სრულფასოვანი. გამარჯვებულის ვინაობა უკვე პირველ ტაიმში გაირკვა, როდესაც 9-წუთიან ინტერვალში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს - ჯერ თავი ალეშანდრე პატომ გამოიჩინა, რამდენიმე წუთში კი გოლი პაოლო გერერომ გაიტანა. მეორე ნახევარში გერერო უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა, როდესაც გოლის გატანაში მასპინძელთა მარჯვენა მცველ ალესანდროს დაეხმარა. საბოლოოდ, ტიტეს გუნდმა 3:0 მოიგო და თუ "მილიონარიოსი" "სან ხოსეს" ვერ მოუგებს, ამ ჯგუფში ბევრი რამ გარკვეული იქნება.

"სან ხოსემდე" ერთი დღით ადრე ითამაშა მეორე ბოლივიურმა გუნდმა და ჯგუფიდან გასვლის შანსი მკვეთრად შეიმცირა "სტრონგესტმა", რომელმაც პირველ სამ ტურში ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა, ლა პასში "ატლეტიკო მინეიროს" უმასპინძლა და სტუმრებს სამი ქულა გაატანა.

ამ ტურის წინ ლიბერტადორესის თასზე ორი გუნდი იყო, რომელთაც ქულათა მაქსიმუმი ჰქონდათ მოგროვებული. ახლა ასეთი მხოლოდ "ატლეტიკოა". ანგარიში ვეტერანმა, ყატარიდან დაბრუნებულმა დიეგო ტარდელიმ გახსნა, რომელმაც "ატლეტიკოს" რიგებში ჩატარებულ მე-6 შეხვედრაში მე-4 გოლი გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში კი გაათანაბრეს, მაგრამ 82-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს (ლუის მენდესმა საკუთარ კარში გაიტანა) და ამ ანგარიშით ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს.

რონალდინიოს (90 წუთი ითამაშა) გუნდი კი პირველია, ვინც პლეი ოფში გასვლა ორი ტურით ადრე გაინაღდა.

"ოლიმპიამ" ვენესუელაში გაისეირნა და "დეპორტივო ლარას" 5:1 მოუგო. მორიგი გოლი გაიტანა ფრედი ბარეირომ, რომელიც 4 გოლით ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია. პირველ ტურში "ნიუელსთან" წაგების შემდეგ პარაგვაელებმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. მომდევნო ტურში "უნივერსიდად დე ჩილეს" სტუმრად დამარცხების შემთხვევაში, პარაგვაის 39-გზის ჩემპიონი 1/8-ფინალის საგზურს მიიღებს.

ყველაზე უინტერესო მატჩი "სიკვდილის ჯგუფში" შედგა – გუაიაკილში "ბარსელონამ" "ტოლუკას" უმასპინძლა, გოლი ვერ გაუტანა, მაგრამ არც გაუშვა და ქულა აიღო. ეკვადორელებს ჯერ თამაში არ მოუგიათ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც აქვთ.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი. IV ტური.

ბარსელონა-ტოლუკა 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნასიონალი 3 2 1 0 6-4 7

2. ტოლუკა 4 1 2 1 5-5 5

3. ბარსელონა 4 0 3 1 4-5 3

4. ბოკა 3 1 0 2 3-4 3

III ჯგუფი. IV ტური.

სტრონგესტი-ატლ. მინეირო 1:2

გოლები: 0:1 დიეგო ტარდელი (10), 1:1 რეინა (44), 1:2 ლ. მენდესი (82-ს.კ.)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 4 4 0 0 11-5 12

2. სან პაულო 3 1 1 1 4-4 4

3. სტრონგესტი 4 1 0 3 5-7 3

4. არსენალი 3 0 1 2 4-8 1

V ჯგუფი. IV ტური.

კორინთიანსი-ტიხუანა 3:0

გოლები: 1:0 პატო (27), 2:0 გერერო (36), 3:0 პაულინიო (82).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტიხუანა 4 3 0 1 6-3 9

2. კორინთიანსი 4 2 1 1 6-2 7

3. მილიონარიოსი 3 1 0 2 2-4 3

4. სან ხოსე 3 0 1 2 2-7 1

VII ჯგუფი. IV ჯგუფი.

დეპ. ლარა-ოლიმპია 1:5

გოლები: 0:1 ბარეირო (7), 0:2 მირანდა (26), 0:3 პიტონი (41), 0:4 პიტონი (47), 1:4 მოსკერა (52), 1:5 არანდა (80).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ოლიმპია 4 2 1 1 11-6 7

2. ნიუელსი 4 2 0 2 7-5 6

3. უნივ. დე ჩილე 4 2 0 2 4-6 6

4. დეპ. ლარა 4 1 1 2 5-10 4

ბომბარდირები: 4 – ბარეირო (ოლიმპია); 3 - ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ავილა (სპორტინგ კრისტალი), ა. პენია (კარაკასი), გერერო (კორინთიანსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: სენსაცია ვენესუელაში

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა