აშშ-ის მთავარი საფეხბურთო ლიგის მეორე ტური გამოტოვეს ჩემპიონმა "ლოს ანჯელეს გელექსიმ", "სიეტლს საუნდერსმა" და შარშანდელმა ფინალისტმა "ჰიუსტონ დინამომ"
აშშ-ის მთავარი საფეხბურთო ლიგის მეორე ტური გამოტოვეს ჩემპიონმა "ლოს ანჯელეს გელექსიმ", "სიეტლს საუნდერსმა" და შარშანდელმა ფინალისტმა "ჰიუსტონ დინამომ" – სამივე გუნდი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობდა. ეს ეტაპი სამიდან ორმა გადალახა – "გელექსი" და "საუნდერსი" 1/2-ფინალში გავიდნენ, აი, "დინამომ" მექსიკურ "სანტოს ლაგუნასთან" საპასუხო მატჩი 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ტურნირის 1/2-ფინალში ორი მექსიკური ("სანტოს ლაგუნა" და "მონტერეი") და ორიც აშშ-ის გუნდი გავიდა.

MLS-ში კი პირველი თამაში მოიგო "სან ხოსე ერთქვეიქსმა", რომელიც ასევე ერთ-ერთ ფავორიტ "ნიუ იორკ რედ ბულსს" მასპინძლობდა. სტუმართა რიგებში ტიერი ანრიმ და ტიმ კეჰილმა ითამაშეს, მაგრამ მარცხი თავიდან ვერ აიცილეს. გადამწყვეტი გოლი წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა კრის ვონდოლოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ორ-ორი გამარჯვებით კონფერენციებს სათავეში კანადური კლუბები, "მონრეალი" და "ვანკუვერი" ჩაუდგნენ. "ვანკუვერმა" საკუთარ მოედანზე "კოლამბუსს", შოტლანდიელი კენი მილერის გოლის წყალობით მოუგო, "მონრეალმა" კი გასვლაზე "პორტლენდს" სძლია, რაც ნამდვილად საამაყო საქმეა, რადგან ამ გუნდის სტუმრად დამარცხება არც ისე იოლია.

სტუმართა რიგებში კვლავ ითამაშეს ალესანდრო ნესტამ, მატეო ფერარიმ, ანდრეა პიზანუმ და მარკო დი ვაიომ.

პირველი მატჩი ჩაატარა "ნიუ ინგლენდ რევოლუშენმა" და ჰონდურასელი ჯერი ბენგტსონის გოლით "ჩიკაგო ფაიერს" მოუგო.

MLS. რეგულარული სეზონი. II ტური.

ტორონტო-კანზას სიტი 2:1

გოლები: 1:0 ერნშოუ (3), 2:0 ერნშოუ (21-პენ), 2:1 ბილერი (77).

DC იუნაიტედი-სოლტ ლეიკი 1:0

გოლი: 1:0 პახოი (60).

ვანკუვერი-კოლამბუსი 2:1

გოლები: 1:0 კობაიაში (6), 1:1 არიეტა (46), 2:1 კ. მილერი (57).

ჩიკაგო-ნიუ ინგლენდი 0:1

გოლი: 0:1 ბენგტსონი (62).

პორტლენდი-მონრეალი 1:2

გოლები: 0:1 კამარა (31), 0:2 მარტინში (60), 1:2 რ. ჯონსონი (80).

კოლორადო-ფილადელფია 1:2

გოლები: 0:1 ოკუგო (34), 1:1 ჯ. სმიტი (69), 1:2 მაკინერნი (79).

ჩივასი-დალასი 3:1

გოლები: 0:1 დ. ფერეირა (57), 1:1 აგუდელო (68), 2:1 მინდა (76), 3:1 ჯ. კასილიასი (90).

სან ხოსე-ნიუ იორკი 2:1

გოლები: 0:1 ალექსანდერი (17), 1:1 ჯენი (83), 2:1 ვონდოლოვსკი (90-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

MLS: ჩემპიონმა ჩემპიონურად დაიწყო

Gvantsa
კომენტარი*
Gvantsa
კომენტარი*
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად