"მელბურნ კრიკეტ გრაუნდზე" "ლივერპული" პირველად ივლისში ითამაშებს
"ლივერპული" 2013/14 წლების სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას ივლისში დაიწყებს და "მელვუდში" რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, Liverpool Daily Post-ის ცნობით, ავსტრალიაში გაფრინდება.

"წითლები" კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებენ სახელგანთქმულ "მელბურნ კრიკეტ გრაუნდზე" ადგილობრივი "ვიქტორის" წინააღმდეგ. 100-ათასიანმა არენამ 1956 წელს ოლიმპიადას უმასპინძლა, 2006-ში კი დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშების მთავარი სტადიონი იყო. მერსისაიდელთა დელეგაცია მწვანე კონტინენტზე იანვარში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტი კი დაიგეგმა, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერ კიდევ უცნობია.

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ენტონი დი პიეტრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება მალე შედგება. ზაფხულში ავსტრალიას ეწვევა "მანჩესტერ იუნაიტედიც", რომელიც 20 ივლისს სიდნეის "ანზ სტედიუმზე" ავსტრალიის ჩემპიონატის ვარსკვლავების გუნდს შეხვდება.

ინგლისური გრანდებისთვის ეს ვიზიტი შესაძლოა საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდეს. ვარაუდობენ, რომ ისინი 10-10 მილიონ ფუნტს მიიღებენ, რადგან ინტერესი მათი ვიზიტისადმი წარმოუდგენლად მაღალია. "ლივერპული" ავსტრალიის შემდეგ შეკრებას ინდონეზიაში გააგრძელებს.

სტერლინგი და სუსო მიდიან

metro.co.uk-ის მტკიცებით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მზადაა, რაჰემ სტერლინგი და ხესუს ფერნანდეს საესი, ანუ უბრალოდ სუსო, სეზონის ბოლომდე იჯარით ჩემპიონშიპის გუნდებში გაუშვას, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. პირველს ძირითად შემადგენლობაში იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია, მეორე კი 2013 წელს მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა და ისიც შეცვლაზე.

მთხოვნელები არც სტერლინგს აკლია და არც სუსოს. "ლივერპულს" უკვე აქვს შეთავაზებები "ბოლტონის", "ბრაიტონისა" და "კარდიფისგან". "რაჰემმა დაამტკიცა, რომ მას უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. მე მას ერთკვირიანი შვებულება მივეცი, რათა დაესვენა და ფიზიკური კონდიციები აღედგინა. იმისთვის, რომ მან და სუსომ გუნდის სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრონ, უფრო უნდა მოძლიერდნენ, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ," – აცხადებს ბრენდან როჯერსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრენდან როჯერსი: "ლივერპულმა" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა