ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას ზეიმობენ
სეზონის დაწყებამდე "მალაგას" მეოთხედფინალში გასვლას კი არა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასაც კი არავინ უწინასწარმეტყველებდა.

გაცილებით გამოცდილი "პორტუს" გაგდებით "მალაგამ" ისტორიის წერა განაგრძო და ამ გუნდისგან გამორიცხული უკვე აღარაფერია.

რეაქციები

ისკო (მალაგა): "ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთის გულია და ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ამ ტურნირზე ასპარეზობას ვაგრძელებთ. სეზონის წინ მეოთხედფინალში გასვლას არავინ გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ჩვენ შეუძლებელი შევძელით."

ვიტორ პერეირა ("პორტუს" მთავარი მწვრთნელი): "გითხრათ, რატომ წავაგეთ? იმიტომ, რომ დეფური გაგვიძევეს, ჟოაო მოუტინიომ კი ტრავმა მიიღო. იმედგაცრუებულები ვართ და ვხვდებით, რაოდენ დიდია ჩვენი ფანების მწუხარება."

ანალიზი

ცუდი თითქოს არაფერია იმაში, როცა ამა თუ იმ გუნდს მდიდარი შეიხი აფინანსებს, მაგრამ შეიხსაც ხომ გააჩნია?! გახსოვთ, რა ხდებოდა ამ სეზონის დაწყებამდე "მალაგას" გარშემო? ხმები დაირხა, შეიხს ესპანური კლუბის პატრონობა მობეზრდაო და "მალაგას" მაშინ მართლაც შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც კი ბევრმა უტოპიად აღიქვა.

მას მერე თითქმის ექვსი თვე გავიდა და "მალაგა" ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალშია! მოკითხვა შეიხს.

"პორტუს" "დრაგაოზე" 1:0 ჰქონდა მოგებული და ვიტორ პერეირას შეგირდებმა თამაში "ლა როსალედაზეც" მეტოქეზე აზრიანად დაიწყეს. პორტუგალიელების ფეხბურთი პირველ წუთებში გაცილებით დალაგებული იყო, ესპანელებს კი ნერვიულობა ეტყობოდათ. შესაბამისად, "პორტუს" პირველი მომენტი მე-9 წუთზე შეექმნა, როცა ვილის კარს დანილო დაემუქრა.

მერე თამაში აგრესიული გახდა და იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ ყვითელი ბარათების ჩამორიგება დაიწყო - 30 წუთის შემდეგ მას უკვე 5 ფეხბურთელი ჰყავდა გაფრთხილებული.

სადღაც 35-ე წუთიდან სიცოცხლის ნიშანწყალი მასპინძლებმაც გამოავლინეს: "პორტუს" კართან დანიშნულ კუთხურს ვიტორინო ანტუნეშის დარტყმა მოჰყვა და "პორტუს" მეკარე ელტონიც პირველად ჩაერთო თამაშში - ბურთი ძელისკენ მოიგერია.

მიუხედავად ამისა, ისკოს გოლი, რომლითაც "მალაგა" პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, ალოგიკური არ ყოფილა. მას მერე, რაც სავიოლას გოლი საეჭვოდ არ ჩაითვალა, ისკომ 17 მეტრიდან განხორციელებული მოხდენილი დარტყმით მოსალოდნელზე წინ მდგომ ელტონს შანსი არ დაუტოვა.

49-ე წუთზე "პორტუს" მდგომარეობა უფრო დამძიმდა - ხოაკინზე დაფიქსირებული ზედმეტად აგრესიული ფოლის გამო რიცოლიმ დეფური მოედნიდან გააძევა და "პორტუ" კაცნაკლული დარჩა. ამ ფაქტმა "მალაგას" თავდაჯერება შემატა. პორტუგალიელები შესამჩნევად ანერვიულდნენ, თამაშმა კი "პორტუს" ნახევარზე გადაინაცვლა.

მიუხედავად რიცხობრივი და სათამაშო უპირატესობისა, "მალაგას" საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. დრო კი გადიოდა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დამატებით ტაიმებს ვიხილავდით, მაგრამ ესპანური კლუბი დამატებით დროს და მოსალოდნელ პენალტების სერიას შეცვლაზე შესულმა როკე სანტა კრუსმა გადაარჩინა - მოედანზე გამოჩენიდან სამ წუთში პარაგვაელი თავდამსხმელი ისკოს კუთხურს გამოეხმაურა და ელტონის კარი თავით დალაშქრა.

ამრიგად, ანდალუსიელთა ზღაპარი გრძელდება და აქვე შეგახსენებთ, რომ აქედანვე ცნობილია: ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო "მალაგა" გაისად ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი

მალაგა-პორტუ 2:0 (0:1)

გოლები: 1:0 ისკო (43), 2:0 სანტა კრუსი (77)

მალაგა (4-2-2-1-1): ვილი - ხესუს გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი (88. კამაჩო), ისკო - ჟულიო ბაპტიშტა (74. სანტა კრუსი) - სავიოლა (78. ლუკას პიაზონი).

პორტუ (4-1-2-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო (70. ატსუ) - ფერნანდო - ჟოაო მოუტინიო (46. ჯეიმს როდრიგესი), ლუჩო გონსალესი - ვარელა (58. მაიკონი), ჯეკსომ მარტინესი, დეფური.

გაძევება: დეფური (49. პორტუ)

გაფრთხილება: დემიკელისი, ხესუს გამესი, ტულალანი - ოტამენდი, ალექს სანდრო, მანგალა

მაყურებელი: 27 451

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალაგა-პორტუ 2:0 - დებიუტანტი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

პორტუ-მალაგა 1:0 - იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა