გთავაზობთ "ბლიჩერ რეპორტის" რეიტინგს, რომელშიც გუნდები დალაგებულია შედეგების, შემადგენლობის სიძლიერის და, რა თქმა უნდა, ცოტა სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით
15 მარტს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ეტაპის კენჭისყრაა. ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოსთვის ბრძოლაში 8 გუნდი დარჩა.

თითოეულ მათგანს შეუძლია ტიტულის მოპოვება, მაგრამ მაინც, ზოგს ამის შანსი მეტად აქვს, ზოგს - ნაკლებად.

გთავაზობთ "ბლიჩერ რეპორტის" რეიტინგს, რომელშიც გუნდები დალაგებულია შედეგების, შემადგენლობის სიძლიერის და, რა თქმა უნდა, ცოტა სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით.

მაშ ასე, 8-დან პირველამდე...

8. გალათასარაი

H ჯგუფის მეორეადგილოსანი, 1/8-ფინალში დაამარცხა "შალკე" 4:3 (ორი მატჩის ჯამში)

მართალია, სეზონის დასაწყისში ბევრი არ ელოდა "ლომებს" ლიგის მეოთხედფინალში, მაგრამ არავის ეგონოს, რომ იქ თურქული კლუბი ხელწამოსაკრავი ძალა იქნება. ბურაქ ილმაზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ფორვარდია, ხოლო დიდიე დროგბას და ვესლი სნეიდერის დამატებამ "გალა" ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

სხვათა შორის, ამ ჯგუფის გამარჯვებული "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე გამოეთიშა ბრძოლას.

დასკვნა: დროგბა და სნეიდერი კარგია, ილმაზიც საშიში ფორვარდია, მაგრამ სხვა მეოთხედფინალისტებთან პაექრობა "ლომებს" გაუჭირდება.

7. მალაგა

C ჯგუფის გამარჯვებული, 1/8-ფინალში დაამარცხა "პორტუ" 2:1 (ორი მატჩის ჯამში)

ვინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ამ ეტაპამდე მიაღწევდა? თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დასაწყისში "მალაგას" ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი იდგა.

დასკვნა: მათ ევროპული დონის მომავლის ვარსკვლავი ჰყავთ - ისკო, მაგრამ, გვეეჭვება, რომ დებიუტანტმა კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინოს და უფრო შორს წავიდეს ლიგის გათამაშებაში.

6. პარი სენ-ჟერმენი

A ჯგუფის გამარჯვებული, 1/8-ფინალში დაამარცხა "ვალენსია" 3:2 (ორი მატჩის ჯამში)

ალბათ, ბევრი გაიფიქრებს, რატომ ასეთი დაბალი შეფასება? ტიაგო სილვა ბრუნდება და დაცვას შეადუღაბებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის ფორვარდია, ლუკას მოურა - პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა, სალვატორე სირიგუმ კი დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა.

დასკვნა: "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩმა დიდი ეჭვები გააჩინა ზლატანის გარეშე ამ გუნდის შესაძლებლობებზე. არადა, იბრაჰიმოვიჩი მეოთხედფინალის პირველ თამაშსაც გამოტოვებს. მოკლედ, პსჟ-მ პირველი მატჩი უნდა გაძლოს. სხვა მხრივ, პარიზელთა წინააღმდეგნი არ ვართ. უბრალოდ, მეოთხედფინალისტთა კოჰორტაა ძალიან ძლიერი.

5. ბორუსია

D ჯგუფის გამარჯვებული, 1/8-ფინალში დაამარცხა "შახტარი" 5:2 (ორი მატჩის ჯამში)

გერმანულმა კლუბმა "სიკვდილის ჯგუფი" მოიგო და შემდეგ "შახტარსაც" შავი დღე აყარა. იურგენ კლოპს ერთ-ერთი საინტერესო შემტევი შემადგენლობა ჰყავს. ჰყავს რა, თავად შექმნა.

დასკვნა: მოდის ის ეტაპი, რომლისთვისაც ყველასთვის საინტერესო "ბორუსია" მეტისმეტად გამოუცდელია. ამას დავუმატოთ "ბაიერნთან" 20-ქულიანი ჩამორჩენა, წაგებული დერბი "შალკესთან"...

4. ბაიერნი

F ჯგუფის გამარჯვებული, 1/8-ფინალში 3:3 ითამაშა (ორი მატჩის ჯამში) "არსენალთან" და შემდეგ ეტაპზე მეტოქის მოედანზე მეტი გოლის გატანის წყალობით გავიდა

გერმანიის ჩემპიონატში "ბაიერნი" მუსრს ავლებს ყველას, ჩემპიონთა ლიგაში კი ასეთი ძლევამოსილიც არ არის. გვახსოვს მარცხი "ბატესთან". ჯგუფიც გერმანელებმა "ვალენსიას" გოლების უკეთესი შეფარდების წყალობით მოიგეს. ანერვიულეს ქომაგი "არსენალთან" საპასუხო მატჩში.

დასკვნა: "ბაიერნის" შემტევი პოტენციალი იმდენად დიდია, რომ მის ნებისმიერ მეტოქეს ძალიან გაუჭირდება. გუნდი ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია.

3. რეალი

D ჯგუფში მეორეადგილოსანი, 1/8-ფინალში დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:2 (ორი მატჩის ჯამში)

ლუიშ ნანის გაძევებამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" აკონტროლებდა სიტუაციას. უელბეკი გასაქანს არ აძლევდა ჩაბი ალონსოს, კრიშტიანო რონალდო კი ვერ ბრწყინავდა. ამიტომ აზრს მოკლებული არ არის ჟოზე მოურინიოს სიტყვები, საუკეთესო გუნდმა წააგოო.

სიტუაციისდა მიხედვით, მოქმედებაში მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია მსოფლიო ფეხბურთში. მისმა გუნდმა სრულად გამოიყენა ის უპირატესობა, რომელიც მოულოდნელად მიეცა. ვერავინ იტყვის, რომ "სამეფო კლუბი" მეოთხედფინალში დაუმსახურებლადაა.

დასკვნა: იმის მიუხედავად, როგორ მოაღწია აქამდე "რეალმა", ჟოზეს სუპერგუნდი ჰყავს. ახლახან ერთ კვირაში ორჯერ "ბარსელონა" დაამარცხა და "სამეფო კლუბს" ჰყავს კრიშტიანო რონალდო...

2. იუვენტუსი

E ჯგუფის გამარჯვებული, 1/8-ფინალში დაამარცხა "სელტიკი" 5:0 (ორი მატჩის ჯამში)

"იუვენტუსს" ახლა ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავს. "ბებერ ქალბატონს" ("დორტმუნდთან" ერთად) ჯერ არ წაუგია ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში. ბუფონი ისევ ბუფონობს, ხოლი პირლო ისევ ის პირლოა. მოკლედ, "იუვენტუსი" ძალიან მაგარია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "ბებერმა ქალბატონმა" მხოლოდ და მხოლოდ "სელტიკი" გამოთიშა მერვედფინალში.

დასკვნა: ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული "იუვენტუსი" რაღაც ეტაპზე სხვებისთვის ამოუცნობი იყო, მაგრამ ეს ეტაპი დაძლეულია. ახლა ის ტიტულის მოგების რეალური ფავორიტია.

1. ბარსელონა

G ჯგუფი მოიგო, 1/8-ფინალში დაამარცხა "მილანი" 4:2 (ორი მატჩის ჯამში)

ბოლო დღეებმა საფეხბურთო სამყაროს ერთი რამ ცხადად დაანახვა - "ბარსელონას" დამარცხება შესაძლებელია. "სელტიკთან" წაგებას თავი რომ დავანებოთ, იყო მილანური მარცხი და ზედიზედ ორი წაგება ჟოზე მოურინიოს "რეალთან", მაგრამ საფეხბურთო სამყარომ ეს "მესიჯი" სხვანაირად გაიგო - "ბარსა" კრიზისშიაო, ეპოქის დასასრულის დასაწყისიო... "ბლაუგრანამ" საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დაამტკიცა, რომ ისინი სასტიკად შეცდნენ.

დასკვნა: როგორც ჩანს, წლევანდელ "ბარსას", შარშანდელისგან განსხვავებით (როცა "ჩელსიმ" გააგდო), "B გეგმაც" აქვს - თუკი ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მათ სურთ, ამ გეგმასაც აამუშავებენ. ტიტო ვილანოვა ნიუ იორკიდან უბრუნდება გუნდს, "ბარსას" კი ჰყავს ლეო მესი, თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ronaldinio
რეალ მადრიდ
ggggggiiiiiioooooo
ბარსელონა
giorgi
ბარსა მაგარიაააააააა
miunxeneli
ბავარია მაგარია
ზზზზზზზზზ
იუვენტუსი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება