ლიტვაში დაბრუნებულმა 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში დუბლი მიითვალა
გიორგი ალავერდაშვილის ამბავი ცნობილია: 25 წლის თავდამსხმელი კარიერას ისევ ლიტვაში გააგრძელებს.

ალავერდაშვილი დეკემბერში ლიტვის ჩემპიონატის მეექვსეადგილოსანი "ბანგადან" გაცილებით მაღალი დონის რუმინული ლიგის მესამეადგილოსან ტირგუ-ჟიუს "პანდურიში" გადავიდა. გიორგიმ ყურადღება ლიტვის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 11 გოლით მიიქცია.

გუნდს თურქულ შეკრებაზეც ახლდა, "პანდურიისთან" საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა, მაგრამ შეკრების დროს პეტრე გრიგორაშის ნაცვლად, მთავარ მწვრთნელად, კრისტიან პუსტაი დანიშნეს და ყველაფერი აირია.

"კონტრაქტი ოფციონის წესით, 0,6+2 წლით გავაფორმე. ზაფხულში ახალ ხელშეკრულებაზე უნდა დაგველაპარაკა. ამასობაში შეკრებაზეც წავედი და გუნდთან ადაპტაციას გავდიოდი.

სერიოზული კონკურენტები მყავდა, უმრავლესობა თავისი ქვეყნის ნაკრების წევრი ან კანდიდატი იყო, მაგრამ მათთან კონკურენციის უნარი შემწევდა.

მერე მწვრთნელმა ერთ-ერთ პირველივე შეხვედრაში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" საყრდენ ნახევარმცველად დამაყენა. გაოგნებული დავრჩი, მეგონა, თარჯიმანს ეშლებოდა - რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ანდრეი კარიაკას აყვანა დამავალა.

მთელი მონდომებით ვითამაშე, შეხვედრაც 1:1 დასრულდა, მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად უჩვეულო პოზიცია იყო, ჯობდა, კარში ჩავეყენებინე.

ვხვდებოდი, გულზე არ ვეხატებოდი და ცდილობდა, რომ ვერ მეთამაშა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, კონტრაქტს თუ გაწყვეტდნენ.

გუნდში თვე-ნახევარი ვიყავი. ვიზა სწორედ კონტრაქტის საფუძველზე ავიღე, მაგრამ მითხრეს, კონტრაქტი დარეგისტრირებული არ იყო და თანხა არ გეკუთვნისო. არადა, ხელშეკრულება 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

რომ შეიტყვეს, ფიფაში სარჩელის წარდგენას ვაპირებდი, მითხრეს, ჩამოდი, ძირითად გუნდთან აღარ იქნები, მაგრამ ახალ კლუბს ჩვენვე მოგიძებნითო.

აი, ასეთი საოცრებები ჩაიდინეს და ამ აფერისტებს რა უნდა შევარჩინო", - ამბობს ალავერდაშვილი.

გიორგი ლიტვაში დაბრუნდა და "კრუოიაში" ჩაირიცხა, რომელმაც გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველივე ტურში მისმა ახალმა გუნდმა გასვლაზე "ტაურასს" 2:1 მოუგო, გიორგიმ კი დუბლი მიითვალა.

სხვათა შორის, 2012 წელს "ბანგაში" ჩარიცხულმაც პირველი შეხვედრა "ტაურასის" წინააღმდეგ ჩაატარა და მაშინაც მეტოქის კარი ორჯერ აიღო:

"რუმინეთში უმაღლესში გადამსვლელ კლუბთან კონტრაქტი დამიდეს, მაგრამ მაგათთან ლაპარაკი აღარ მსურდა და ლიტვაში ფორმის შესანარჩუნებლად, "ბანგაზე" უკეთეს კლუბში დავბრუნდი.

მსურს, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და ზაფხულს ოპტიმალურ მდგომარეობაში შევხვდე. იმედია, მერე სადმე წავალ.

ჩემი მიზანია, რომ სანამ ამ გუნდში ვითამაშებ, ლიტვის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდე და სელექციონერთა ყურადღება მივიქციო".

აშკარაა, რომ ქართველ ფეხბურთელებს იურიდიული დახმარება ესაჭიროებათ. თუ ამას დროულად არ მოევლება, ხვალ და ზეგ ყველას ეცოდინება, რომ ჩვენიანის დაჩაგვრა შერჩებათ და უფრო უარესად მოგვექცევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ალავერდაშვილი: ფაქტია, ევროპელებს ქართველების დიდი ნდობა არ აქვთ

გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია