რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა ევროპის ჩემპიონატზე წამოსაყვანი შემადგენლობა დაასახელა

როგორც იქნა, 19-24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წამოსაყვანი შემადგენლობა დაასახელა რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა.

ეს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე. წესისამებრ, მათთვის საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება ივან იარიგინის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირია, რომელიც იანვარში ტარდება და მისი შედეგებიდან გამომდინარე, გუნდის გარკვეული მონახაზი გვქონდა, მაგრამ მოსამზადებელ ციკლში ზოგჯერ რაღაც ცვლილებები ხდება ხოლმე.

ამიტომ ველოდით ამ ნაკრების ოფიციალურად დასახელებას და აი, 14 მარტს ადლერში შეკრებაზე მყოფმა მაგომედოვმა დილის ვარჯიშის შემდეგ თბილისში წამოსაყვანი შვიდეული გაამხილა.

მას სიურპრიზები არ შემოუთავაზებია და მთლიანად იარიგინის ტურნირის ჩემპიონებს დაეყრდნო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთა ეთნიკურად ჭრელი გუნდი გვარიანად გადახალისებულიც გვეწვევა. არტემ გებეკოვი (55), ოპან სატი (60), ილიას ბეკბულატოვი (66), ანუარ გედუევი (74), ანზორ ურიშევი (84), ვლადისლავ ბაიცაევი (96) და მაგომედგაჯი ნურასილოვი (120) - ესენი დაიცავენ რუსთა ღირსებას ევროპირველობაზე.

ტრადიციულად, რუსთა ნაკრებში არც ამჯერადაა რუსი ეროვნების ფალავანი. ამ შვიდეულში სამი დაღესტნელია - კუმიკი ბეკბულატოვი და ავარელები - გებეკოვი და ნურასილოვი.

წარმომადგენლობით მეორე ადგილზე ყაბარდოელები არიან - გედუევი და ურიშევი, რაც ფრიად მოულოდნელია, რადგან იქაურთაგან დღემდე, ურიშევის გარდა, არავინ ჩანდა და ეს ავტონომია ვერც მასობრიობით დაიკვეხნის.

სატი ტუვინია, ბაიცაევი - ოსი. ყველაზე მოულოდნელი სწორედ ოსთა ეს კინკილა ფალავანია, ვინაიდან ბოლო წლებში მათ რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ბევრად სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავდათ.

თუმცა ეროვნებაზე მეტად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხარისხია და რუსთა ერთ დროს უძლიერესი გუნდი ახლა სულაც არ ჩანს უძლეველი.

მართალია, ჰუსეინოვიც და ფედერაციაც აცხადებენ, რომ თბილისში მათი მთავარი მიზანი გუნდური პირველობის მოგება იქნება, მაგრამ ფაქტია, ოთხი დებიუტანტით გვეწვევიან - დაღესტნელები და გედუევი პირველად იჭიდავებენ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა დიდი გამოცდილებით ვერც ბაიცაევი დაიკვეხნის.

გუნდის უდავო ლიდერები ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონები - სატი და ურიშევი არიან. ბედის ირონიით, ორივე ეს წონა ჩვენთვის სტრატეგიულია, ანუ ჩვენებს საჩემპიონოდ მათთან დიდი ბრძოლა გადახდებათ.

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84) კარგად იცნობს ურიშევს - 2011 წელს მასთან წააგო ევროპირველობის ფინალი (თუმცა ამაში ლომის წილი მსაჯებმა დაიდეს). მერე მსოფლიოს თასზეც დამარცხდა, თუმცა მას მერე ჩვენებურმა რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მოუმატა და ვიმედოვნებთ, ამჯერად მეტოქეზე ძლიერია.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთხელ სატმაც დაგვიმარცხა ფალავანი - 2010 წელს მალხაზ ზარქუას აჯობა, თუმცა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბევრად მაღალი დონეა. თან ისიც გვაიმედებს, რომ ჩვენებურმა წარმატებით გაიარა ახალ წონაში ადაპტაცია...

თუ ტრავმამ ხელი არ შეუშალა, არც გედუევი უნდა იყოს ძნელი ბარიერი დავით ხუციშვილისთვის (74).

ახალგაზრდა ყაბარდოელმა იარიგინის ფინალში საქართველოდან წასული ოსი საბა ხუბეჟტი დაამარცხა, თუმცა არ ჭიდაობდა ამ წონის აფხაზი ლიდერი დენის ცარგუში.

კიდევ ერთი წონა, სადაც საშინაო ევროპირველობაზე გამორჩეულ იმედებს ვამყარებთ, 120 კილოგრამია. აქ ჩვენს ღირსებას გენო პეტრიაშვილი დაიცავს, რომელიც ნურასილოვივით დებიუტანტია.

ავარელი ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, იარიგინზე კი უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკის, ხოლო ფინალში ირანელ მოხამედრეზა აზარშაკიბს აჯობა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენმა ახალგაზრდა ფალავნებმა უმოწყალოდ ათრიეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

არადა, სადღეისოდ ამ წონაში ჩვენს ნაკრებში პეტრიაშვილი სხვებზე ძლიერია, ანუ მით უფრო არ უნდა გაუჭირდეს ნურასილოვთან. ცნობისათვის - საქართველოს პირველობის შემდეგ პეტრიაშვილმა შეკრებაზეც მოუგო მსოფლიოს ბრინჯაოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან დავით მოძმანაშვილს.

რუსთა ნაკრებში მთავარი მოულოდნელობა ლონდონის ოლიმპიადის ერთადერთი ჩემპიონის, ჩეჩენი ჯამალ ოთარსულთანოვის (55) არყოფნაა.

მან გამოტოვა იარიგინის ტურნირი, რითაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მსურველთა რიგებსაც გამოაკლდა (ჩვენთვის ესეც საყურადღებო მაგალითია - საქართველოში ასეთი რამე არ მოხდებოდა და ოლიმპიურ ჩემპიონს აუცილებლად მისცემდნენ შეღავათს, რითაც დათვურ სამსახურს გაუწევდნენ).

მისმა მწვრთნელმა, საქართველოში გაზრდილმა კიდევ ერთმა ოსმა ანატოლი მარგიევმა განაცხადა, რომ მას საგანგებო პროგრამით ამზადებდა მსოფლიოს პირველობისთვის, თუმცა მისი სიტყვები აშკარა ქვეტექსტს შეიცავდა იმის შესახებ, რომ ჩეჩენი წონის შეცვლას აპირებს.

ოთარსულთანოვს წონის პრობლემა აქამდეც აწუხებდა, რასაც ფიზმომზადების არცთუ მაღალი დონეც ემატება, რაც წონის დაკლებას ართულებს.

შახმურადოვის ამორძალები

მართალია, ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება, მაგრამ მაინც გაგაცნობთ რუსეთის ქალთა გუნდს, რომელსაც სათავეში მსოფლიოს ჩემპიონი იური შახმურადოვი უდგას.

სახელოვანმა ვეტერანმა და არანაკლებ პოპულარულმა მწვრთნელმა გუნდში რუსთა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ნატალია ვორობიოვაც (72) შეიყვანა.

მის გარდა, გუნდში არიან ვალერია ჩეპსარაკოვა (48), ევროპის ჩემპიონი ეკატერინა კრასნოვა (51), ნადეჟდა ტრეტიაკოვა (55), ჟარგალმა ცირენოვა (59), ევროპის პრიზიორი ინა ტრაჟუკოვა (63) და სვეტლანა ბაბუშკინა (67).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MOZAMBIKI
GEO...
MOZAMBIKI
რუსეთის კი არა კავკასიის ნაკრებია
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა