ხომ გახსოვთ, გუშინ რას ვამბობდით: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მტრის ჯინაზე ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება დაიწყო.

ხომ გახსოვთ, გუშინ რას ვამბობდით: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მტრის ჯინაზე ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება დაიწყო. როგორც ჩანს ახალი სახელფასო პოლიტიკისკენ კლუბს მართლა უეინ რუნის ამბავმა უბიძგა - რუნიმ ხომ ერთი ამბავი ატეხა გუნდიდან მივდივარო და... კვირაში 250 ათას ფუნტს გამოჰკრა ხელი. რასაკვირველია, შორიდან ეს ყველაფერი შანტაჟს ჰგავდა, მაგრამ მეორე მხრივ, მტაცებელი, მდიდარი კლუბების გარემოცვაში „იუნაიტედი“ იძულებული გახდა შანტაჟს წამოგებოდა – მას ყველასთვის უნდა ეჩვენებინა, რომ თავადაც მდიდარია და ფეხბურთელებს იოლად არ დათმობს.

სწორედ ახალი პოლიტიკის გაგრძელება გახლდათ ის, რაც გუშინ მოგახსენეთ: პატრის ევრას გასამრჯელო კვირაში 70 ათასიდან 100 ათასამდე გაეზარდა და აი, მორიგი სიახლე – კლუბმა ერთგულ ირლანდიელ ჯონ ო’შის კვირაში 80 ათასი დაუნიშნა. ვინმემ ეს თანხა შესაძლოა რუნის 250 ათასს და ევრას 100 ათასს შეადაროს, მაგრამ მოდი, ფეხბურთელებიც შევადაროთ ერთმანეთს და მერე კვირაში 80 ათასი კარგად წარმოვიდგინოთ კიდეც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავად 29 წლის ო’ში ხელფასის მომატებით კმაყოფილია.

ზემოთ რუნი ვახსენეთ... მოგეხსენებათ, ვარსკვლავი მეუღლესთან კოლინთან ერთად დუბაიშია, სადაც, როგორც ინგლისური პრესა წერს, ბოლოდროინდელი მღელვარების მერე გულშემატკივარს ემალება – მათ გაგრილებას ელოდება. თუმცა, მავან ფანს რუნისთვის საემიროებშიც დაუბრიალებია თვალები. ფანი ფეხბურთელს შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს ჰოლში გადაყრია და მწარედ უკითხავს, ვერ ხვდები ამდენ ხალხს რომ უღალატეო. რუნის თავიდან მოკლედ უპასუხია: არა! შემდეგ კი ვარსკვლავს დუმილის დარღვევა ამჯობინა და თქვა, რომ ერთი წუთითაც არ აპირებდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას. ინგლისურ პრესაში წერია, მაშინ გამოდის, რომ ფეხბურთელის აგენტებს, თაღლითობით ცნობილი პოლ სტრეტფორდის ხელმძღვანელობით, ამხელა ამბავი ფეხბურთელისთვის ხელფასის მოსამატებლად აუტეხავთო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი, ამასობაში, მოედანზე ცხრა პირ ოფლს იდენს და გამარჯვებათა გზებზე დაბრუნებას ლამობს. სამშაბათს, ნახევრად ცარიელ „ოლდ ტრეფორდზე“ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა „ქარლინგის თასის“ მეოთხე რაუნდში „ვულვერჰემპტონს“ 3:2 მოუგო. დიახ, ტრიბუნებზე უჩვეულოდ ცოტა, მხოლოდ 46 083 ადამიანი იჯდა და, ალბათ უკმაყოფილო იყო იმით, რომ მრისხანე „იუნაიტედი“ მეოთხედფინალში უფრო ლაღად ვერ გადიოდა. რასაკვირველია, მანჩესტერელთა შემადგენლობას უძლიერესი არ ეთქმოდა, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით (მითუფრო დღეს, როდესაც მომატებული ხელფასების გამო მილიონებით მეტია გადასახდელი) გუნდი ვალდებულია ყოლელ შეხვედრაში დიდი აუდიტორია შეკრიბოს.

თამაში დრამატულად წარიმართა. მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ „ვულვზმა“ ორივეჯერ გაათანაბრა და შეხვედრა 2:2-ისკენ მიდიოდა, როდესაც ფერგიუსონმა ბებეს ნაცვლად მოედანზე წინა შეხვედრის გმირი ხავიერ ერნანდესი შეიყვანა. ერნანდესმა ამჯერადაც იყოჩაღა და 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ის თამაშში ბრწყინვალედ ჩაერთო და საუცხოო გოლი გაიტანა. საერთოდ, აქ, „ოლდ ტრეფორდზე“ კერპების შექმნა ცოტა ნაჩქარევად ვიცით, მაგრამ ეს ბიჭი ყველა ქებას იმსახურებს. ის ჯერ ბავშვია, მაგრამ უდიდესი პროფესიონალი გახლავთ. ვარჯიშზე პირველი მოდის და იქიდან ბოლო გადის. თამაშის დროს ხავიერს თუ შანსი ეძლევა ბოლომდე იყენებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"