ინგლისსა და რუსეთს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ატეხილი ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა
ინგლისსა და რუსეთს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ატეხილი ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა: ინგლისი ჩივის! აქამდე, დაპირისპირება უფრო ფარულად მიმდინარეობდა, ახლა კი ყველაფერმა ხმაურიანი სახე მიიღო.

ინგლისელებმა ფიფას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც რუსი კოლეგისგან, „რუსეთი 2018-ის“ აღმასრულებელი შეფისგან ალექსეი სოროკინისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ – სოროკინმა შეურაცხყოფა მოგვაყენაო. რა თქვა ასეთი რუსმა ჩინოვნიკმა? გასული კვირის დასაწყისში მან თავის ქვეყანაში გაზეთებს უთხრა, რომ ლონდონი მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქია და იქ ალკოჰოლიზმის პრობლემა აქვთ.

სხვათაშორის, ამ გამონათქვამების გამო სოროკინმა ერთხელ უკვე მოიხადა ბოდიში. მან ლონდონის მერს ბორის ჯონსონს მეილი გაუგზავნა, სადაც, როგორც მთელი მსოფლიოს ხაფანგში გაბმულ რესპონდეტებს სჩვევიათ, ყველაფერი გაზეთებს გადააბრალა - ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგესო. ერთი სიტყვით, რუსი, რომელიც ინგლისელების ლოთობაზე ლაპარაკობდა მიიჩნევს, რომ ხელმეორედ ბოდიში აღარ აქვს მოსახდელი, ინგლისელებს კი „ჩუმი სინანული“ არ ეპიტნავებათ. მათ, ერთი ქართული სიმღერისა არ იყოს, უნდათ, ეს ბოდიში „გაიგოს მთელმა უბანმა“. ამ „უბნის ბიჭები“ ანუ 2018 და 2022 წლების მასპინძლობის მსურველი ქვეყნების წარმომადგენლები კი ამ კვირაში ციურიხში შეიკრიბნენ. სწორედ იქ ყვებიან ინგლისელები ყველაფერს დეტალებში. მათ სურთ მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსები კონკურენციის წესებს არღვევენ და ზღვარს გადადიან.

პასუხად სოროკინმა თქვა: „არა მგონია ჩემს ნათქვამში ბოდიშის მოსახდელი იყოს რამე. საერთოდაც, ძალიან გამიკვირდა, ინგლისელებმა ასეთ დროს რომ დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ ჩივილი. მართალი გითხრათ, არც თავად საჩივარი მინახავს. არ წამიკითხავს რა წერია შიგ. თუ ჩვენ მას ოფიციალურად გადმოგვცემენ, დასაბუთებულ პასუხს გავცემთ, თუმცა, ვფიქრობ, მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს საფიქრალი არ აკლია“.

სხვათაშორის, ამბობენ, რომ ფიფა ამ საკითხში ინგლისელებს უჭერს მხარს, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ფიფას ეთიკის კომისია გაწამაწიაშია. ის ქვეყნებს შორის ხმების გადანაწილების და ამ ხმებით ვაჭრობის შესწავლითაა დაკავებული.

დავაზუსტოთ რაზეა ლაპარაკი: ფიფას ყოფილმა გენერალურმა მდივანმა მიშელ ზენ-რუფინენმა გუდას პირი მოხსნა და განაცხადა, რომ შეუძლია დაასახელოს საფეხბურთო ბობოლები, რომელთაც ხმები გაყიდეს. მოგახსენებთ, რომ ზენ-რუფინენი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა ფიფაში, მაგრამ ბოლოს პრეზიდენტ ზეპ ბლატერთან უსიამოვნება მოუვიდა და სამსახურიდან წავიდა. ამბობენ, რომ ზენ-რუფინენმა მავან იდუმალ რეპორტიორებს წინასწარ უთხრა ამას და ამას ქრთამი აქვთ აღებული და ამიტომ კენჭისყრის დროს ასე და ასე მოხდებაო. 51 წლის ყოფილი მოხელის თქმით აღმასკომის წევრთაგან ზოგს ფულით თაფლავდნენ, ზოგი ქალებს ხარბდებოდა და ასე შემდეგ.

ფიფა საქმის გამოძიებას დაყაბულდა, მითუფრო, რომ ერთი კვირის წინ გაისმა ახალი ბრალდება – ფიფას აღმასკომის ნიგერიელ წევრს ამოს ამადუს თავისი ხმა 500 ათას ფუნტად გაუყიდია. ამადუ სამსახურიდან გაუშვეს...

ეს ყველაფერი, ერთად აღებული, დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევს 74 წლის ზეპ ბლატერს, რომელიც ასაკის მიუხედავად მაისში ისევ აპირებს ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალისთვის იბრძვიან: ინგლისი, რუსეთი, ბელგია-ჰოლანდია და ესპანეთი-პორტუგალია.

2022 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურთ: აშშ-ს, ავსტრალიას, იაპონიას, კორეას და ყატარს.

ცნობისათვის: ამბობენ, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ ყატარს ხმების გაცვლა შესთავაზეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"