მელბურნის "ალბერტ-პარკზე" ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ფორმულა 1-ის ახალი სეზონი
მელბურნის "ალბერტ-პარკზე" ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ფორმულა 1-ის ახალი სეზონი.

ავსტრალია სეზონის გახსნას კარგი ამინდით შეხვდა. პირველი ტრასაზე დანიელ რიკარდო გავიდა, მაგრამ წრე არ დაასრულა და ბოქსებში დაბრუნდა. ასე მოიქცნენ სხვებიც. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში დრო არავის დაუფიქსირებია და მხოლოდ 38-ე წუთზე გაჩნდა პირველი შედეგი - მისი ავტორი რიკარდო გახდა.

ძალიან მალე, პილოტები ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ ტრასაზე. დიდი ხანი კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა კიმი რაიკონენი, მაგრამ შემდეგ თავიანთი სიტყვა თქვეს ტრადიციულმა ლიდერებმა - "ფერარიმ" და "რედ ბულმა". საუკეთესო დრო სებასტიან ფეტელმა აჩვენა - 1:27.211. შემდეგ მოდიან ფელიპე მასა, ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი, რომელიც წელს "მერსედესის" ბოლიდით გამოდის.

ხოლო ლუისის ძველი გუნდის - "მაკლარენის" პილოტები სიჩქარით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ - ჯენსონ ბატონი მხოლოდ მეცხრე იყო, სერხიო პერესი - მე-11. მათ შორის აღმოჩნდა რომენ გროსჟანი, ხოლო "ლოტუსის" ლიდერმა რაიკონენმა მეექვსე დრო აჩვენა.

საინტერესოა, რომ აუთსაიდერებს შორის ყველაფერი ძველებურად იყო - ისინი დაახლოებით 5 წამს აგებდნენ ლიდერთან. ერთი გამონაკლისი გახდა ჟიულ ბიანკი, რომელმაც თავის უშუალო კონკურენტებს წამით გაუსწრო.

საერთო ჯამში, პირველმა სესიამ დიდი სიურპრიზები არ მოიტანა - შედეგები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორსაც პილოტები შარშან აჩვენებდნენ.

მეორე სესიაში გუნდებმა გააგრძელეს მუშაობა სარბოლო მახასიათებლებზე და თან შეაფასეს "პირელის" საბურავების ორივე შემადგენლობის ეფექტურობა.

სესიამ მშვიდად ჩაიარა, თუმცა იყო პატარ-პატარა ინციდენტები. თავიდან გიდო ვან დერ გარდე, შემდეგ კი ლუის ჰემილტონი აღმოჩდნენ ტრასის მიღმა. რამდენიმე წუთის შემდეგ გაჩერდა "მერსედესის" მეორე მანქანა - ნიკო როსბერგს შეექმნა პრობლემები გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებით. ერთხელ საჭე ვერ დაიმორჩილა მარკ უებერმა, თუმცა მანქანა არ დაუზიანებია.

ისევე, როგორც პირველ სესიაში, ამჯერადაც საუკეთესო დრო აჩვენა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც 1:25.908 დააფიქსირა. ლიდერთან წამზე ნაკლები ჩამორჩენა ჰქონდა შვიდ პილოტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

2013 წელი ციფრებში

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა