საჩოგბურთო კლასიკო ესპანელმა ჩოგბურთელმა მოიგო
ინდიან უელსის მასტერსზე მორიგ სათამაშო დღეს ოთხიდან მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა. ამჯერად, მიზეზი არა უამინდობა, არამედ ტრავმიანობა იყო...

დღის ცენტრალური მატჩი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის გაიმართა. საინტერესოა, რომ ამ ჩოგბურთელებმა 28-ჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და პირველად - მეოთხედფინალურ ეტაპზე. საერთოდაც, მათი მატჩი ნახევარფინალზე უფრო ნაადრევ რაუნდში მხოლოდ ორჯერ შედგა. "კლასიკოს" მეოთხედფინალში ჩატარება იმით იყო განპირობებული, რომ ნადალი დაეცა რეიტინგში მეხუთე ადგილამდე.

უკვე პირველივე გეიმებიდან გამოიკვეთა რაფაელ ნადალის უპირატესობა. ესპანელი უკანა ხაზზე უფრო სუფთად თამაშობდა, ამასთან, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მეტოქეზე პასიურად გამოიყურებოდა. როჯერს თავიდანვე შეექმნა პრობლემები უკანა ხაზზე, მაგრამ მოწოდებაზე კარგი თამაშის წყალობით ინარჩუნებდა თანაფარდობას. მაგრამ, ხანგრძლივი მეშვიდე გეიმის ბოლოს, ფედერერმა ტაქტიკის შეცვლა და ბადესთან გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ამან ბრეიკი მოუტანა ნადალს. რაფაელმა მეოთხე ცდაზე გამოიყენა სეტბოლი და დაწინაურდა.

მეორე სეტის დასაწყისიდან გაგრძელდა როჯერის პრობლემები. აშკარად ჩანდა, რომ შვეიცარიელი მოიკოჭლებდა კორტზე გადაადგილების მხრივ. სხვათა შორის, ბოლო პრესკონფერენციაზე როჯერმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ზურგის ტკივილი აწუხებდა. შეიძლება ამის გამო, ის ვერ აყვა ესპანელის ტემპს და შედეგად, ორი საკუთარი მოწოდება წააგო სეტის დასაწყისში. მხოლოდ 0:3-ის შემდეგ დაიწყო როჯერმა თავისი ჩოგბურთის თამაში. ამუშავდა მისი ფორჰენდი და ორგეიმნახევარი უკვე ნადალი ჩამორჩებოდა ტემპში მეტოქეს. როჯერმა მოიგერია ერთი ბრეიკი და კიდევ ერთის შანსი ჰქონდა, მაგრამ ამით მსოფლიოს მეორე ნომრის წარმატებული პერიოდი დასრულდა. დაბრუნდა შეცდომები მის თამაშში, ნადალმა კი იგრძნო მეტოქის მოქმედებაში სისუსტე და ლოგიკურად დაასრულა მატჩი - 6:4, 6:2.

ესპანელს "ვინერსებისა" და შეცდომების შეფარდების დადებითი ბალანსი ჰქონდა, შვეიცარიელის სტატისტიკა კი კატასტროფული იყო – 13 "ვინერსი" და 30 უნებლიე შეცდომა. იმედია, როჯერი მალე დაიბრუნებს ძველ ფორმას, ამ ეტაპზე კი ნადალი მასზე უკეთ იყო მზად. ცნობისთვის, ესპანელმა კარიერაში მეცხრამეტედ დაამარცხა როჯერი.

მეორე მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხი ტურნირის მთავარ მოულოდნელობასთან – კევინ ანდერსონთან თამაშობდა. სამხრეთაფრიკელი ერთადერთი იყო მეოთხედფინალში, რომელიც არ შედიოდა რეიტინგის TOP8-ში. სხვათა შორის, სწორედ მან დაამარცხა საწყის სტადიაზე TOP8-ის წარმომადგენელი დავიდ ფერერი.

ბერდიხთან მატჩმა აჩვენა, რომ ანდერსონი შემთხვევით არ გასულა ასე შორს, თუმცა ტომაში უფრო მშვიდად გრძნობდა თავს მთელი მატჩის განმავლობაში. კევინი კი ვერ გაუმკლავდა გადამწყვეტ მომენტებში ნერვებს. მან პირველი სეტი ორმაგი შეცდომით დაასრულა და მეორეშიც რამდენიმე შეცდომა დაუშვა საკუთარი მოწოდებების დროს. საბოლოოდ, ტომაშმა იკმარა მხოლოდ ორი ბრეიკი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის – 6:4, 6:4. ჩეხი მეცხრედ თამაშობდა ინდიან უელსში და პირველად გავიდა ნახევარფინალში.

უნდა გამართულიყო ორი დარჩენილი მეოთხედფინალი ქალებს შორის. გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მაგრამ ისე, რომ ჩოგბურთელები კორტზე არ გასულან.

დღის პროგრამა უნდა გაეხსნათ სამანტა სტოსურსა და ანჟელიკ კერბერს, მაგრამ მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავსტრალიელმა უარი განაცხადა კორტზე გასვლაზე. ოფიციალური მიზეზი გახდა მარჯვენა ფეხის ტრავმა.

ასე რომ, კერბერი ისე გავიდა ნახევარფინალში, რომ მხოლოდ ერთი განთესილი ჩოგბურთელი გამოთიშა ბრძოლას. ის ზედიზედ მეორედ ითამაშებს ამ სტადიაზე ინდიან უელსში. შარშან, ანჟელიკმა ნახევარფინალში ვიქტორია აზარენკასთან წააგო.

კერბერი და აზარენკა წელსაც შეიძლებოდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ამ სტადიაზე, მაგრამ ამისთვის ბელარუსს კაროლინ ვოზნიაცკის ბარიერი უნდა გაევლო. მაგრამ განმეორდა წინა წყვილის ისტორია – თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, აზარენკამ ორგანიზატორებს აცნობა, რომ კოჭის ტრავმის გამო ვერ გავიდოდა კორტზე.

ასე რომ, ერთი დღის განმავლობაში ტურნირი დატოვა ორმა მოქმედმა ჩემპიონმა – აზარენკამ და ფედერერმა. შესაბამისად, რეიტინგში თავიანთი ლიდერობა გაიმყარეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სერენა უილიამსმა. უფრო მეტიც, ვიქტორიამ და როჯერმა შეიძლება დაკარგონ მეორე ადგილი. ამისთვის მარია შარაპოვასა და ენდი მარეის ფინალში გასვლა სჭირდებათ.

კაცები

1/4 ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 6:2.

ქალები

1/4 ფინალი

ანჟელიკ კერბერი (გერ, 4)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 7) უარი; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) უარი.

1/2 ფინალი

ვოზნიაცკი (8)-კერბერი (4); კირილენკო (13)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: საჩოგბურთო სუპერკლასიკოს ვნახავთ

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა