"ბოკა ხუნიორსმა" ხუან რომან რიკელმეს გოლით მოიგო
"ბოკა ხუნიორსმა" მოიგო! არგენტინელებმა, კარლოს ბიანკის დაბრუნების შემდეგ, მე-9 შეხვედრა ჩაატარეს და მხოლოდ მესამედ იმარჯვეს. "ბოკამ" უმძიმესი, ურთულესი და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო – წაგების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი გახდებოდა.

შეხვედრა "ბოკასთვის" ძალიან ცუდად, მეტიც, კოშმარულად დაიწყო – 21-ე წუთზე, უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის, გუნდის ახალწვეულმა კლაუდიო პერესმა წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ივან ალონსომ ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, უპირატესობას "ნასიონალი" ფლობდა, მაგრამ სტუმრები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ და შესანიშნავად თამაშობდა მეკარე აგუსტინ ორიონი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, ხუან რომან რიკელმემ 11-მეტრიანით გაიტანა. საბოლოოდ, 0:1 და "ბოკამ" "ბომბონერაზე" წაგების (0:1) გამო რევანში აიღო.

მოიგო მეორე არგენტინულმა გუნდმა "არსენალმა", ვინც შინ "სან პაულოს" გაუსწორდა და ამ გუნდთან გამართულ 2 შეხვედრაში 4 ქულა აიღო. გამარჯვების მომტანი გოლი დიეგო ბრაგიერიმ გაიტანა, რომელიც წესით დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც "არსენალმა" "ატლეტიკო მინეიროსთან" გამართა, ბრაგიერიმ რონალდინიოს წინააღმდეგ არაადამიანურად იუხეშა, მაგრამ წითელი კი არა, ყვითელი ბარათიც არ მიიღო.

დღის მესამე შეხვედრაში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა – "მილიონარიოსი" ლა პასში დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. მასპინძელთა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა კარლოს საუსედომ – ბოლივიის ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 3 ბურთია. გამარჯვების მიუხედავად, ბოლივიელთა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები ძალიან მცირეა, რადგან მეხუთე ტურში გამარჯვების შემთხვევაშიც კი (შინ "ტიხუანასთან"), ბოლო ტურში სტუმრად "კორინთიანსს" ხვდება, სადაც თუნდაც ფრის შანსიც არ უნდა ჰქონდეს.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

I ჯგუფი. IV ტური.

ნასიონალი-ბოკა 0:1

გოლი: 0:1 რიკელმე (44-პენ).

გაძევება: კ. პერესი (21. ბოკა ხუნიორსი).

გამოუყენებელი პენალტი: ივან ალონსო (23. ნასიონალი).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნასიონალი 4 2 1 1 6-5 7

2. ბოკა 4 2 0 2 4-4 6

3. ტოლუკა 4 1 2 1 5-5 5

4. ბარსელონა 4 0 3 1 4-5 3

III ჯგუფი. IV ტური.

არსენალი-სან პაულო 2:1

გოლები: 1:0 ორტისი (66), 1:1 ალოიზიო (72), 2:1 ბრაგიერი (85).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 4 4 0 0 11-5 12

2. სან პაულო 4 1 1 2 5-6 4

3. არსენალი 4 1 1 2 6-9 4

4. სტრონგესტი 4 1 0 3 5-7 3

V ჯგუფი. IV ტური.

სან ხოსე-მილიონარიოსი 2:0

გოლები: 1:0 მ. გომესი (14), 2:0 საუსედო (48).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტიხუანა 4 3 0 1 6-3 9

2. კორინთიანსი 4 2 1 1 6-2 7

3. სან ხოსე 4 1 1 2 4-7 4

4. მილიონარიოსი 4 1 0 3 2-6 3

ბომბარდირები: 4 – ბარეირო (ოლიმპია); 3 - ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ავილა (სპორტინგ კრისტალი), ა. პენია (კარაკასი), გერერო (კორინთიანსი), საუსედო (სან ხოსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: "ოლიმპია" ოლიმპზეა

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა