ლიგა 1-ის ორი საუკეთესო ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი და ობამეიანი ერთმანეთის პირისპირ
ტურის ცენტრალური მატჩი "ჟოფრუა გიშარზე" გაიმართება - საოცარ ფორმაში მყოფი "სენტ ეტიენი", რომელსაც 2013 წელს ჯერ თამაში არ წაუგია, ჩემპიონატის ლიდერ "პარი სენ ჟერმენს" მასპინძლობს.

ბოლო ტურში "მწვანეები" "რენთან" მარცხს პიერ-ემერიკ ობამეიანის გოლის წყალობით გადაურჩნენ, "პარი სენ ჟერმენმა" კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით "ნანსის" გაჭირვებით მოუგო. ამ მომენტისთვის გუნდებს შორის სხვაობა 9 ქულაა და ვინ იცის, გამარჯვების შემთხვევაში კრისტოფ გალტიეს გუნდმა იქნებ ჩემპიონობაზეც იფიქროს...

ურთიერთშეხვედრები მასპინძლებს ოპტიმისტურ განწყობას არ უნდა უქმნიდეს. ეს გუნდები სენტ ეტიენში ერთმანეთს 31-ჯერ შეხვდნენ: 10 მატჩი "სენტ ეტიენმა" მოიგო, 10 პსჟ-მ, 11 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა (ბურთების სხვაობა: 34-30).

ზოგადად, გუნდებს ლიგა 1-ში 63 შეხვედრა აქვთ ჩატარებული - 30 პარიზელებმა მოიგეს, 20 ფრედ დასრულდა, "სენტ ეტიენმა" კი 13 შემთხვევაში იმარჯვა, ანუ "მწვანეებს" პარიზში მხოლოდ 3-ჯერ აქვს მოგებული (32 შეხვედრაში), მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან 29-ე ტურის მატჩი მათ ქალაქში უნდა გაიმართოს.

მასპინძლებს, რა თქმა უნდა, არ ეყოლებათ ყოფილი პარიზელი ჟერემი კლემანი, რომელმაც "ნიცასთან" შეხვედრაში ფეხი მოიტეხა და გუნდს 6 თვით გამოაკლდა. წინა ტურის შეხვედრა გამოტოვა ბრანდაომ, მაგრამ ბრაზილიელმა ვარჯიში განაახლა და შესაძლოა ითამაშოს.

მასპინძლებისთვის მთავარია, რომ მწყობრშია პიერ-ემერიკ ობამეიანი, რომელიც წელს საოცრად თამაშობს - გაბონელმა ბოლო 7 ტურში 8 გოლი გაიტანა, თანაც გოლი ყველა შეხვედრაში გაჰქონდა.

ობამეიანი 16 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, პირველზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ, რომელიც 24 გოლით ლიდერობს.

ასე რომ, ეს მატჩი არა მარტო ლიდერის და საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდის, არამედ ჩემპიონატის ორი საუკეთესო ბომბარდირის დაპირისპირებაა.

განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არც პარიზელებს აწუხებთ. კარლო ანჩელოტის ლუკას მოურას გამოყენების საშუალება არ ექნება, რადგან ბრაზილიელმა წინა ტურში ტრავმა მიიღო და დაახლოებით ორი კვირა ვერ ითამაშებს. სხვა ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი სტუმრებს არ ჰყავთ.

საინტერესოა, რომ დევიდ ბექჰემი (თუ განაცხადში იქნება) 15 წლის შემდეგ ბრუნდება იმ სტადიონზე, სადაც მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და კოშმარული მატჩი გაიმართა. ინგლისელი ქომაგი წლების განმავლობაში არ პატიობდა ვეტერან ფეხბურთელს იმ საქციელს, რომელსაც საბოლოოდ მისი გაძევება მოჰყვა.

თუ არ გახსოვს, გაგახსენებთ, რომ 1998 წლის მუნდიალის 1/8 ფინალური მატჩი არგენტინასა და ინგლისს შორის, სწორედ "ჟოფრუა გიშარზე" გაიმართა.

პსჟ-ს მდევარი "ლიონი" ამ ტურში კორსიკას ეწვევა და "ბასტიას" დაუპირისპირდება, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო კვლავ არ ეყოლება ჟერომ ტორენი და გაელ ანგულა, სამაგიეროდ ბრუნდებიან ფლორიან ტოვენი და სამბუ იატაბარე - ორივე ეს ფეხბურთელი (განსაკუთრებით ტოვენი) მასპინძლებისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.

"ლიონმა" ბოლო 2 ტურში ფრედ ითამაშა და ლიდებს 4 ქულით ჩამორჩა. თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, რემი გარდის გუნდი ვალდებულია კორსიკადან სამი ქულა წამოიღოს, მაგრამ ეს იოლი გასაკეთებელი არ იქნება, რადგან "ბასტია" ქულებს ძირითადად შინ აგროვებს (19 ქულა 30-დან).

"ლილს" და "ნიცას", რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, ერთი შეხედვით იოლი მატჩები ელით.

ზედიზედ 5 მატჩის მომგები "ლილი", საკუთარ მოედანზე "ევიანს" ხვდება, ვინც წინა ტურში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ლიგა 1-ის ერთ შეხვედრაში 5 გოლის გატანა, ისევე როგორც 3-ზე მეტბურთიანი სხვაობით მოგება, პირველად შეძლო (5:1, "სოშოსთან").

ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ლილია", რომელსაც მოგების შემთხვევაში მე-4 ადგილზე გადასვლის შანსი აქვს.

იმისთვის, რომ "ძაღლებმა" არ გაასწრონ, თავისი მატჩი უნდა მოიგოს "ნიცამ", ვინც ბოლო ადგილზე მყოფ "ნანსის" სტუმრობს. ერთი პერიოდი გვეგონა, რომ "ნანსი" გამოცოცხლა, მაგრამ ამ გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგო და როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს გავარდება.

"ნიცას" კვლავ სერიოზული დანაკლისი აქვს. სეზონის ბოლომდეა დისკვალიფიცირებული ვალენტინე ეისერიკი, ვინც კლემანს ფეხი მოტეხა და 11-მატჩიანი სასჯელი მიიღო. კვლავ ტრავმირებულია გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დარიო ცვიტანიჩი, სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა ჟერემი პიე, რომელიც კლოდ პუელის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ლიგა 1. XXVIII ტური

15 მარტი

მარსელი-აიაჩო 0:0

16 მარტი

ბასტია-ლიონი 20:00

ლორიანი-ბრესტი 23:00

სოშო-ვალანსიენი 23:00

ლილი-ევიანი 23:00

მონპელიე-ტრუა 23:00

რეიმსი-რენი 23:00

17 მარტი

ნანსი-ნიცა 17:00

ტულუზი-ბორდო 20:00

სტ. ეტიენი-პსჟ 00:00

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 24 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 16 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 - ალიადიერი (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე