ალბანეთთან ეროვნული გუნდის ბოლო შეხვედრაში დაამტკიცა, რომ დღეისათვის მათე საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია
მათე ვაწაძე ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიამ კვლავ გამოიძახა. 23 წლის თავდამსხმელმა დანიურ "ორჰუსში" ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, ერთხელ ყოფილი თანაგუნდელი, მარინ სკენდერი ამხანაგურ მატჩში დაამწუხრა - ვაწაძის "ორჰუსმა" სკენდერის "სონდერიისკეს" 2:1 სძლია.

ალბანეთთან ეროვნული გუნდის ბოლო საკონტროლო შეხვედრაში დაამტკიცა, რომ დღეისათვის საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია, გოლის ალღო და გატანის გამორჩეული უნარი გააჩნია და საფრანგეთთან მომავალ შეხვედრაში მიზერულ იმედებს მასაც ვუკავშირებთ.

მათე ვაწაძეს დანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით - "ორჰუსზე", ეროვნულ ნაკრებსა და სხვა თემებზე...

- დანიაში შენმა გადასვლამ გაგვახარა, მაგრამ ფინანსურად ბევრად უკეთესი წინადადებებიც გქონდა და რატომ არ წახვედი, მაგალითად, რუსეთში ან უკრაინაში?

- ალბათ, იმიტომ, რომ იმ დროისთვის დანიელების შემოთავაზება ყველაზე რეალური და სასურველი იყო. სატრანსფერო "ფანჯარა" იკეტებოდა, დრო არ ითმენდა და ევროპაში თამაშის შანსი გამიჩნდა. თორემ სხვა უკეთესი წინადადებები მართლაც მქონდა.

- ჩვენთვის, მაგალითად, "ალანია" იყო ცნობილი.

- დიახ, ამაზეც იყო ლაპარაკი და რუსეთის, უკრაინის, ავსტრიისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებზეც. იმდენი გუნდი დაინტერესდა, რამდენიც ცხოვრებაში არ მიმიღია. მაგრამ ეს ვამჯობინე და სხვებზე უარი ვთქვი.

- ანუ "ალანიაზე" თავად თქვი უარი?

- "ალანიაზე" ჩემი თანდასწრებით ისაუბრეს, გადაწყვეტილი ამბავიც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთში თამაში არ მსურდა. ამაზე მამუკა ჯუღელსაც ველაპარაკე. იქ უცხოელი თავდამსხმელისთვის თავის დამკვიდრება ძნელია და ბევრი სპეციფიკური ფაქტორები მოქმედებს. იქ მერე უნდა წახვიდე, როდესაც ასაკი მოგიახლოვდება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრებ. ახლა კი ჩემთვის დანია აჯობებდა.

- ანუ ახალგაზრდას რუსეთში წასვლას არ ურჩევ?

- არა, ისე არ გაიგოთ, თითქოს, რუსეთს ვიწუნებდე. ეს ჩემგან უხერხულიც იქნება. მშვენიერი ჩემპიონატია და ძალიან მაღალი დონეც არის. რუსეთში ერთხელ უკვე ვიყავი, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგში" თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა, მაგრამ 20 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიტანე. რუსეთმა ერთხელ უკვე მომკლა და მერე თამაში ძლივს წამივიდა. წინასწარ ვერავინ იტყვის, სად როგორ აეწყობა. რომ წავსულიყავი და მეორედაც იგივე მომსვლოდა, დიდ იმედგაცრუებას ვეღარ გავუძლებდი და ფეხზე ვეღარ წამოვდგებოდი.

- ასეთი ვერსია მოვისმინე: ცნობილია, რომ მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" საუკეთესო თავდამსხმელს, ვილფრიდ ბონის "ჩელსიში" ან ცსკა-ში გაყიდის, მის შემცვლელად კი შენ მოიაზრები.

- შესაძლოა, ლაპარაკი იყო, ბევრი სხვა რამეც ვიცი, კლუბების წარმომადგენლები სად მაკვირდებოდნენ და ა.შ. ცხადია, უკეთეს ლიგაში თამაში მსურს, მაგრამ ამაზე ფიქრსაც თავისი დრო აქვს. ახლა კი სეზონი მიდის, "ორჰუსში" ვარ, ვცდილობ თავი დავიმკვიდრო და ტრანსფერზე მეტად, გოლების გატანაზე ვიფიქრო.

- "ორჰუსს" უკვე შეეჩვიე თუ ადაპტაცია კიდევ გჭირდება?

- გუნდს ნელ-ნელა ვეჩვევი, რადგან ნებისმიერ ახალ გუნდთან და ლიგასთან შესაჩვევად დრო არის საჭირო. გამონაკლისი არც მე ვარ. მწვრთნელი სულ სხვა დავალებებს მაძლევს, ვიდრე გორის "დილაში" ან "დინამოში" და ახლა სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომწონს, მაგრამ დავალებებს მწვრთნელი იძლევა და უნდა დავემორჩილო. მაგალითად, ამდენი ჩაწოდება ცხოვრებაში არ გამიკეთებია.

- მწვრთნელი ფლანგებზე გასვლასაც გავალებს?

- ხშირად არა, მაგრამ ესეც მიწევს და ძალისმიერ ბრძოლებში შესვლაც. ეს ჩემთვის განსხვავებული სტილია. საქმეს ის მიადვილებს, რომ გვერდით ორი ქართველი მყავს, დევდარიანი და სხირტლაძე და მათთან ერთად ბევრი სირთულე იოლად გადავლახე.

- ნაკრების შეკრებაზე ხომ მოდიხარ?

- რა თქმა უნდა, ქეცბაიამ მე და დათო დევდარიანი გამოგვიძახა.

- ბოლო მატჩი ალბანეთთან თავადაც გაიტანე და საგოლე კომბინაციაშიც მონაწილეობდი. ანუ სანაკრებო ადაპტაციაც გაიარე?

- ნაკრებს უფრო ხანგრძლივი ადაპტაცია სჭირდება, ვიდრე კლუბს. აქ არა მხოლოდ ერთი კლუბის გულშემატკივარი, არამედ მთელი ქვეყანა გიყურებს და მის ფორმას რომ მოირგებ, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება.

ნაკრების ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. მე კი ჯერ ნაკრებისთვის ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ შანსი თუ მომეცემა, მაქსიმუმს შევეცდები.

- საფრანგეთთან ძალიან მძიმე თამაში გველის. მეტოქე თამაშისა და ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია - რა არის ჩვენი მოტივაცია და იმედი?

- საფრანგეთთან თბილისშიც გაგვიჭირდებოდა და რა თქმა უნდა, "პარკ დე პრენსზე" უფრო მძიმე მატჩი გველის. მაგრამ მოტივაციას სწორედ ეს გვიძლიერებს, ქვეყნის და საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენა ყველას გვსურს.

არავითარ შემთხვევაში შეშინებულები არ უნდა გავიდეთ, რომ საფრანგეთია და არაფერი გამოგვივა. ბრძოლა ყველასთან შეიძლება და ყველაზე მძიმე მატჩის წინაც იმედი უნდა გქონდეს.

იქნებ, ბელარუსივით გაგვიმართლოს და "პარკ დე პრენსზე" სასწაული მოვახდინოთ.... ჩვენთან ფრანგი არტურ სორინი თამაშობს და დევდარიანი აგიჟებს, აუცილებლად მოგიგებთო. ხუმრობა არ ესმის და დათოს სერიოზულად ეკამათება.

მაგრამ ვინ იცის, იქნებ, მართლა მოვუგოთ? იმედი ხომ არ უნდა გადავიწუროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
[VIDEO] სანტანდერში საგიჟეთი დიდი გამარჯვებით დასრულდა - გულიაშვილმა ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი ლა ლიგაში გადავიდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა