მამაკაცების ტურნირზე თავის ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს რაფაელ ნადალი. როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ
მამაკაცების ტურნირზე თავის ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს რაფაელ ნადალი. როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ესპანელმა გზიდან ჩამოიცილა ჩეხი ტომაშ ბერდიხი, რომელთანაც ყოველთვის უჭირდა ჰარდზე თამაში.

მატჩის პირველ გეიმებში პრაქტიკულად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ტომაში მეტოქეზე უკეთ აწვდიდა, რაფაელი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკანა ხაზზე სჯობდა ჩეხ ჩოგბურთელს. თუმცა პირველ სეტში გადამწყვეტ მომენტამდე საქმე არ მივიდა, რადგან მეშვიდე გეიმში ბერდიხის მოწოდება მოიშალა და ესპანელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. რაფამ მესამე ცდაზე შეძლო ბრეიკის შესრულება და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

მეორე პარტიის დასაწყისი პირველის ანალოგიური იყო. ისევ თანაბარი თამაში და კვლავ ერთი ჩოგბურთელის ჩავარდნა პარტიის შუაში. ოღონდ, ამჯერად, საკუთარი გეიმი 3:4-ზე ნადალმა წააგო - ორმაგი შეცდომით მისცა ბრეიკი ჩეხს. ბერდიხმა სეტზე

ჩაწოდების უფლება მიიღო და ყველაფერი მის ხელში იყო, მაგრამ ნადალი მომენტალურად გააქტიურდა და ზედიზედ ორი ბრეიკის გაკეთება შეძლო, რამაც 6:5-ზე მატჩზე ჩაწოდების საშუალება მისცა. ბერდიხმა გაიბრძოლა, სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ყოველ ჯერზე ნადალი კარგმა მოწოდებამ გადაარჩინა - 6:4, 7:5.

ესპანელის გამარჯვების შემდეგ, ყველა ელოდა ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ფინალს, მაგრამ სერბი, რომელიც თანდათან უმატებდა თამაშს ინდიან უელსში, ვერ გაუმკლავდა ხუან-მარტინ დელ პოტროს. ეს უკანასკნელიც შესანიშნავ ფორმაში იყო, რასაც ამტკიცებდა წინა წრეში ენდი მარეის დამარცხება.

ჩოგბურთელებმა მაღალი ტემპი აირჩიეს და თავიდან ბრეიკ-პოინტის შანსი არც ერთს არ ჰქონია. მხოლოდ სეტის ბოლოსკენ, ჯოკოვიჩმა უკეთ დაიწყო თამაში დაცვაში და თან შეტევაშიც ბევრი არბენინა არგენტინელს. დელ პოტროს სერიოზული პრობლემები შეექმნა - მან 3:4-ზე ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, შემდეგ კი 4:5-ზე ორი სეტბოლი გადაარჩინა, მაგრამ მესამე ცდაზე ცუდი ფორჰენდი შეასრულა.

სეტებს შორის შესვენებისას, არგენტინელმა კორტზე ექიმი გამოიძახა მარჯვენა ტერფზე პრობლემების გამო. შესაძლოა, ამ მიზეზით ნოვაკი ოდნავ ამოვარდა სათამაშო რითმიდან, ყოველ შემთხვევაში, მეორე სეტის პირველივე გეიმში ბრეიკი მისცა მეტოქეს. მართალია, სერბმა მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ ამას სამხრეთამერიკელის ზედიზედ მეორე ბრეიკი მოჰყვა. საერთო ჯამში, ამ სეტში დელ პოტრო აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 4:2-ზე კიდევ ერთხელ აიღო ნოვაკის მოწოდება. მართალია, ხუან მარტინმა პირველ ჯერზე სეტზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ მეორე ცდა წარმატებული გამოვიდა.

გადამწყვეტი სეტის სტარტზე ისე ჩანდა, რომ არგენტინელს ძალები გამოელია. ის გათამაშებებს შორის დიდ პაუზებს აკეთებდა და დასასვენებლად ხშირად ეყრდნობოდა ჩოგანს. ამასთან, ყველა ბურთისთვის იბრძოდა, ბევრს დარბოდა, მაგრამ ნოვაკმა მაინც ძალიან სწრაფად წაიყვანა ანგარიში - 3:0. თუმცა ამ მომენტიდან დელ პოტრომ სერიოზულად მოუმატა ფორჰენდიდან დარტყმის მხრივ და ჯოკოვიჩს დაცვაში გადასვლა მოუწია. სწორედ ამ დროს გამოჩნდა, რომ სერბი ბოლომდე ოპტიმალურ მდგომარეობაში არ იყო - ხშირად ის ვერ უძლებდა ხუან-მარტინის მხრიდან ზეწოლას და მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უშვებდა. საბოლოოდ, 3:0-ის შემდეგ ერთადერთი გეიმი ნოვაკმა ორმაგი ბრეიკ-პოინტიდან აიღო, დანარჩენი გეიმები კი დელ პოტროს დარჩა - 4:6, 6:4, 6:4.

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 8) 6:3, 6:1; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 6:7(5), 6:3, 6:1.

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:4, 7:5; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 4:6, 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ნადალი იყო კარგი თუ ფედერერი ცუდი?

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში