საქართველოს ჩემპიონატი. XXIV ტური. I-VI ადგილები
ტურის ცენტრალურ და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს კოკისპირული წვიმა დაემთხვა, რამაც, რასაკვირველია, ფეხბურთელთა განწყობასა და თამაშის სპეციფიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ნაწილობრივ კლიმატური პირობების ბრალიც იყო, შეხვედრა არცთუ სანახაობრივი რომ გამოდგა, თუმცა არც იმაში ვართ დარწმუნებულნი, რომ კარგი ამინდის შემთხვევაში ბევრად უკეთეს ფეხბურთს ვნახავდით.

ეს ის შემთხვევა იყო, როცა თითოეული შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს და როგორც "ექვსქულიანი" მატჩების უმრავლესობა, მეტოქეებმა შეხვედრაც მაქსიმალურად ფრთხილად და მობილიზებულად ჩაატარეს.

ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობას ვერ დავუკარგავთ, მასპინძლებმაც და სტუმრებმაც წარმატებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 17 მარტს საფეხბურთო ზეიმი ვერ შედგა.

მატჩის შედეგით კი მაინცდამაინც გულდაწყვეტილი არავინ ჩანდა, ამ ფრით საჩემპიონო შანსები "დინამომაც" შეინარჩუნა და "დილამაც". უმთავრეს შეკითხვებს პასუხს სეზონის ბოლომდე დარჩენილი რვა ტური გასცემს.

90 წუთისა და მსაჯის მიერ კომპენსირებული ხუთწუთეულის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ვიხილეთ, რომელთაგანაც ნაღდი საგოლე არც ერთს ეთქმოდა.

გოგიტა გოგუას დარტყმას გიორგი ლორია გაუმკლავდა, ნათან ჟუნიორისა და გიორგი ილურიძის მცდელობები კი არაზუსტი აღმოჩნდა.

გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ მხარეს ჰქონია, თუმცა პირველ ტაიმსა და მეორე ნახევრის საწყის ნაწილში "დილა" უფრო მრავალფეროვნად და კომბინაციურად უტევდა. შეხვედრის მიწურული კი უკვე დედაქალაქელთა აქტიურობით აღინიშნა - დუშან უჰრინის ფეხბურთელებმა რამდენიმე საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ შეძლეს.

მეორე ტაიმში იყო სიტუაციები, როცა გუნდები პენალტს ითხოვდნენ - მსგავსი პრეტენზია თბილისელებსაც ჰქონდათ და გორელებსაც. კოლეგისგან განსხვავებით, "დილას" თავკაცი ვალდას ივანაუსკასი მსაჯობით უკმაყოფილებას გამუდმებით გამოთქვამდა.

ატმოსფერო გაახალისა ფან-კლუბთა აქტიურობამ. "დინამოსა" და "დილას" გულშემატკივრები თავსხმა წვიმას არ შეუშინდნენ და საყვარელ კლუბებს ენერგიულად უქომაგეს. ფანებს შორის, რა თქმა უნდა, "გლადიატორები" სჭარბობდნენ.

ეს იყო და ეს - სამწუხაროდ, ხმაურიანი აფიშის მქონე მატჩმა სათქმელი მეტი არაფერი გაგვიჩინა. სტატუს-კვო შენარჩუნდა, "დინამო" ლიდერია, რომელსაც წინ გორში სტუმრობა ელის.

უნდა ვივარაუდოთ, რომ შიდა ქართლის მთავარ ქალაქში გამართული შეხვედრა უფრო მეტს გადაწყვეტს.

მატჩის შემდეგ

დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამით ხეირი ვერ ვნახეთ, რის შემდეგაც არაფრით გამოვირჩეოდით და მხოლოდ მატჩის მიწურულს გავაქტიურდით. ვფიქრობ, ფრე ორივე გუნდისთვის ხელსაყრელი შედეგია".

ვალდას ივანაუსკასი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):

"ასეთი დაძაბული მატჩებით საქართველოს ჩემპიონატი მხოლოდ მოიგებს. ერთმანეთს ქვეყნის ორი საუკეთესო კლუბი ხვდებოდა, სადაც მოგებული საჩემპიონო რბოლაში უპირატესობას მიიღებდა. ამ შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, რაც უნდა იყოს, გასვლაზე ვითამაშეთ. წვიმამ თამაშის მსვლელობაში კორექტივები შეიტანა, სველ მოედანზე ბურთი სწრაფად მოძრაობდა და ფეხბურთელებს ამ ტემპზე აყოლა გაუჭირდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

firence
ფაქტია ძალიან ცუდი თამაში იყო კვახებივით გორავდნენ ფეხბურთელები მინდორზე, ერთი მეორეზე სამი გადაცემა არა გაკეთებულა სულ ბურთის. რა დაძაბული თამაში იყო ესეთი ლიგაზე ხომ არ გადიოდა ან ერთი ან მეორე როგორც ბატონი ივანაუსკასი აცხადებს. ან ამდენ ბარაქალა უცხოელს საიდან მოიყვანენ მწვრთნელიან ფეხბურთელიანებ ჩვენ ჩვენი არ გვეყოფა.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე