გუდაურში სახალისო შეჯიბრება "გადახტი და გაიყინე" ჩატარდა
პირველი გაოცება შარშან გვხვდა წილად - კომპანია "რედბულმა" ახალ სახალისო სპორტულ შეჯიბრება-სანახაობას დაუდო სათავე, სახელწოდებით "გადახტი და გაიყინე".
ეს ჩვენთან, თორემ 2008 წლიდან ანალოგიური შეჯიბრება მსოფლიოს სხვადასხვა ზამთრის კურორტზე ტარდება. გუდაურმა ახალი ექსტრემალურ-გასართობი შოუ მშვენივრად მოირგო და იქაური სპორტული ცხოვრება უფრო მეტად გაახალისა.
შეიძლება ჩვენი ექსტრემალების გამოსვლები ჯერ ვერ გაუტოლდეს ამ საქმეში უფრო გამოცდილების ოსტატობას, მაგრამ მონდომება, რომელიც ყველაფერში წარმატების თავიდათავია, ნამდვილად არ დაეწუნებათ; მეტიც - შესაშურია.
სწორედ მათმა ასეთმა მონდომებამ, შეიძლება ითქვას, თავგანწირვამაც კი, კრეატიულ და სახალისო კოსტიუმებში სამსაათიანმა ასპარეზობამ მოხიბლა უამრავი მაყურებელი. 23 მონაწილე გუნდს შორის კი აზერბაიჯანელი და უკრაინელი ექსტრემალებიც იყვნენ, რომელთა მონაწილეობამ სანახაობას მეტი ინტერესი შესძინა.
ტრამპლინიდან დაშვება და შემდეგ ცივი წყლით სავსე აუზში ჩახტომა მართლაც რომ დიდ გამბედაობა-მამაცობას მოითხოვდა.
ვინ დაიმსახურებდა მთავარ ჯილდოს? აღტაცებულმა მაყურებელმა ყიჟინით მიიღო ცნობა, რომ საუკეთესოს სახელი წლევანდელ ივენთში წილად ხვდა გუნდს "ტრაგიკული ქორწინება", რომლის თავკაცი "მედიაპალიტრის" ჟურნალისტი, სპორტის თავგამოდებული ქომაგი ბექა პატურაშვილია.
ამ გუნდის წევრებს (INBOX-ის რჩეულები) სტამბულში დევიდ გეტას კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ აგრეთვე ცალკეულ ნომინაციებში, რომლებიც სპონსორების მიერ გამოყოფილი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გადახტი და გაიყინე - იღბლიანი ტრაგიკული ქორწილი
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა