გუდაურში სახალისო შეჯიბრება "გადახტი და გაიყინე" ჩატარდა
პირველი გაოცება შარშან გვხვდა წილად - კომპანია "რედბულმა" ახალ სახალისო სპორტულ შეჯიბრება-სანახაობას დაუდო სათავე, სახელწოდებით "გადახტი და გაიყინე".
ეს ჩვენთან, თორემ 2008 წლიდან ანალოგიური შეჯიბრება მსოფლიოს სხვადასხვა ზამთრის კურორტზე ტარდება. გუდაურმა ახალი ექსტრემალურ-გასართობი შოუ მშვენივრად მოირგო და იქაური სპორტული ცხოვრება უფრო მეტად გაახალისა.
შეიძლება ჩვენი ექსტრემალების გამოსვლები ჯერ ვერ გაუტოლდეს ამ საქმეში უფრო გამოცდილების ოსტატობას, მაგრამ მონდომება, რომელიც ყველაფერში წარმატების თავიდათავია, ნამდვილად არ დაეწუნებათ; მეტიც - შესაშურია.
სწორედ მათმა ასეთმა მონდომებამ, შეიძლება ითქვას, თავგანწირვამაც კი, კრეატიულ და სახალისო კოსტიუმებში სამსაათიანმა ასპარეზობამ მოხიბლა უამრავი მაყურებელი. 23 მონაწილე გუნდს შორის კი აზერბაიჯანელი და უკრაინელი ექსტრემალებიც იყვნენ, რომელთა მონაწილეობამ სანახაობას მეტი ინტერესი შესძინა.
ტრამპლინიდან დაშვება და შემდეგ ცივი წყლით სავსე აუზში ჩახტომა მართლაც რომ დიდ გამბედაობა-მამაცობას მოითხოვდა.
ვინ დაიმსახურებდა მთავარ ჯილდოს? აღტაცებულმა მაყურებელმა ყიჟინით მიიღო ცნობა, რომ საუკეთესოს სახელი წლევანდელ ივენთში წილად ხვდა გუნდს "ტრაგიკული ქორწინება", რომლის თავკაცი "მედიაპალიტრის" ჟურნალისტი, სპორტის თავგამოდებული ქომაგი ბექა პატურაშვილია.
ამ გუნდის წევრებს (INBOX-ის რჩეულები) სტამბულში დევიდ გეტას კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ აგრეთვე ცალკეულ ნომინაციებში, რომლებიც სპონსორების მიერ გამოყოფილი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გადახტი და გაიყინე - იღბლიანი ტრაგიკული ქორწილი
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა