საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერმა "ოლიმპიაკოსმა" კუნძულ როდოსის "კოლოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში წააქცია - 70:65
საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერმა "ოლიმპიაკოსმა" კუნძულ როდოსის "კოლოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში წააქცია - 70:65.

საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კოლოსელები 60:58-ს იგებდნენ, თუმცა მომდევნო სამ წუთში "ოლიმპიაკოსი" 10:0 გაიქცა და მეტოქეც აქ გატყდა.

მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მხოლოდ 1:19 წუთი ათამაშა.

დროის ამ მონაკვეთში 216 სმ სიმაღლის ქართველმა მხოლოდ ის მოასწრო, რომ ორჯერ დაჯარიმდა.

"ოლიმპიაკოსს" უახლოესი შეხვედრა ევროლიგაზე ელის, შერმადინის ყოფილ კლუბ "მაქაბის" უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში ბერძნები მეოთხედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, წაგება კი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. შეხვედრა 22 მარტს პირეოსში გაიმართება.

დიდი სხვაობით გრან კანარიასთან

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძემ. მისმა "კახასოლმა" კანარის კუნძულებზე "გრან კანარიასთან" დიდი სხვაობით დათმო - 49:66.

ახალგაზრდა ქართველმა 11 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. მან თითო ორქულიანი და სამიანი გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...