იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "სიენას", რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე იცავს, წარუმატებელი პერიოდი უდგას
იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "სიენას", რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე იცავს, წარუმატებელი პერიოდი უდგას.

სიენელები შიდაჩემპიონატშიც აგებენ და ევროლიგაშიც. ამჯერად სანიკიძის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "კასერტასთან" დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა - 72:64.

სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში 29 წუთი ითამაშა და საბოლოოდ დამარცხებულთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაიმსახურა.

სანიკიძემ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 8 ქულა შეადგინა.

ამასთან ერთად, ვიქტორს 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. 29-წუთიანი თამაშის განმავლობაში ქართველ ფორვარდს ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

"სიენაში" 10-10 ქულა დააგროვეს ბობი ბრაუნმა და დანიელ ჰაკეტიმ, თუმცა მათ სანიკიძეზე უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ ჰქონიათ. ქართველმა ფორვარდმა მეტად აკურატულად ითამაშა და სიენელთაგან საუკეთესოობაც ამიტომ დაიმსახურა.

14 მოგებისა და 9 მარცხის მქონე "სიენა" მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩში, 25 მარტს, სანიკიძის გუნდი მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ გუნდ "კანტუს" შეხვდება.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში