ანატოლი ტიმოშჩუკი ზამთარში „ბაიერნიდან“ წავა

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს არ ენდობოდა, მაგრამ ბოლო სამი მატჩია, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. თუმცა უკრაინელი ნახევარმცველი ჭკუასუსტი არ არის და ხვდება, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რადგან ვან გაალი მას მხოლოდ იმიტომ ათამაშებდა, რომ დაცვის ცენტრის მთავარი ბურჯი დანიელ ვან ბუიტენი ტრავმირებული იყო. ეს უკანასკნელი ახლა გამოჯანმრთელდა და ნელ-ნელა ფორმასაც აღიდგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი სულ მალე (თუ მომდევნო ტურში არა) ისევ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. თანაც, ტიმოშჩუკი არ მალავს, რომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში ურჩევნია.

ერთი სიტყვით, ტიმოშჩუკი „ბაიერნიდან“ წასვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობს და თანაც, ძალიან სერიოზულად. „ფაქტია, რომ ზამთრამდე აქ ვარ და ამ ხნის განმავლობაში თავს არ დავზოგავ, „ბაიერნისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი მიუნხენიდან უნდა ავიბარგო. აქ ყველა კარგად მექცევა, ყველას ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი რამ არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარი სარფიანი კონტარქტი და ფულის აღებაა, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. მირჩევნია, სულ ვთამაშობდე და გაცილებით დაბალი რანგის კლუბში, ვიდრე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში სკამს ვხეხავდე,“ - განუცხადა ტიმოშჩუკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ბავარიელთა თავკაც ვან გაალს ტიმოშჩუკის ნაადრევი წასვლის საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ისე კი, უკრაინელს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა